მოგესალმებით ყველას
ჩემს ბაიას ეხოს მონაცემებით 6 აპრილს ველოდებოდი. ძალიან მინდოდა 7 აპრილს დაბადებულიყო ( კამეჩის მაწონის ჭამაზე სერიოზულად ვფიქრობდი ). 27 მარტს კიდევ ერთ გასინჯვაზე ვიყავი ექიმთან დაბარებული.სტანდარტული პროცედურა გავიარე და შემდეგი ვიზიტი 30 მარტს დავგეგმეთ. იმ დღეს პირდაპირ სახლში წამოსვლა არ მინდოდა.ვიხეტიალე ბევრი,ღიპუსთან ერთად გადავიღე სურათები,კაპუჩინო და ფუნჩულებიც მივირთვი. ზარებს შემდეგი ტექსტით ვპასუხობდი პარასკევამდე არაფერი იქნება თქო

. სახლში მოსვლიდან მალევე მოვარდისფრო გამონადენი შევამჩნიე , მაგრამ მაინცდამაინც საყურადღებოდ არ მიმიღია. ასეთი პირველ გასინჯვაზეც შევამჩნიე,ექიმმა მითხრა რომ ასეც იქნებოდა და თან ვიცოდი ეს რომ საცობი ყოფილიყო არ ნიშნავდა იმას რომ მშობიარობა მაშინვე დამეწყებოდა,სხვა სიმპტომი არ მქონია. 27-ში ღამე მოვლითი ტკივილები ვიგრძენი.ვიფიქრე რომ გადაივლიდა . გადავწყვიტე დამესვენა, მაგრამ თანდათან უფრო ვგრძნობდი ამ ტკივილებს.დროის დანიშვნა გადავწყვიტე და ჰოი საოცრებავ 10 წუთში ერთხელ მეორდებოდა. მაინც ვფიქრობდი ნამდვილად იყო დრო დამერეკა ექიმთან თუ არა. დავრეკე ,აღმოჩნდა რომ ექიმს მშობიარე ყავდა და კლინიკაში იყო. მითხრა რომ აუცილებლად მივსულიყავი. ყოველი შემთხვევისთვის ბარგი წავიღეთ. პირველი საათისთვის მივედი,გამსინჯა და განმიცხადა რჩებიო . დავემშვიდობე დედას,მეუღლეს და ამიყვანეს განყოფილებაში სადაც დილის 6 საათამდე დამტოვეს . მე და მეუღლეს ძალიან გვინდოდა მშობიარობის დაწყებამდე პერიოდში ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ მე როცა ბლოკში გადამიყვანეს იქ არცერთი ოჯახის წევრი არ იყო, რადგან ექიმმა გაუშვა დილამდე არაფერი იქნებაო.ტელეფონიც არ მქონდა თან დამატოვებინეს ,მოვასწარი იმის მიწერა ტელეფონს მათიშინებენ და არ ინერვიულოთ თქო. ექიმმა მე დავურეკავ შენებსო. წავედი დამშვიდებული. საერთო ჯამში ბლოკში ძალიან მალე გავიდა დრო. ტკივილები საკმაოდ მოსათმენი იყო,მაგრამ მე მაინც მოვითხოვე ეპიდურულის გაკეთება,რადგან არ ვიცოდი რა მელოდებოდა შემდგომ.ზუსტად მახსოვს 2 საათის შემდეგ ძლიერი ტკივილები დამეწყო ( თუმცა ესეც ასატანი იყო ჯერ ) ეპიდურულის დამატებაზე ბოდიში ვეღარო . ტკივილმა მოიმატაა და ისე მივლიდააა.მახსოვს ძალიან მინდოდა სიარული, მაგრამ ვინ ამაყენებდა .პერიოდულად მსინჯავდა ექიმი და სიტყვები რომელიც მოვისმინე იყო ბედნიერება : სრული გახსნააააა. თანდათან ჭინთვის საშინელი სურვილი ვიგრძენი. ჯერ არაო რომ გეუბნებიან რა ადვილი სათქმელია.როგორ არა როცა მინდაააა .ბებიაქალმა აბა დავიწყოთ გაჭინთვაო ცოტა მიეხმარე შენს ბაიასო . გულში ვფიქრობ გაგახარებს ღმერთი თქო. ვარ ამ ჭინთვებში თან საოცარ პოზებში( ეს იყო საოცრება გვერძე ვიწექი და ერთი ფეხი მაღლა მქონდა აწეული). კაცები მიდიან მოდიან მაგრამ მე არავინ მაინტერესებს.როგორც იქნა ზურგზე დამაწვინა და ექიმიც შემოვიდა.ფეხები შენ უნდა დაიჭიროო და ეს იყო საშინლად დისკომფორტული ჩემთვის.თავიდან არასწორად ვიჭინთებოდი,მაგრამ შემდგომ მობილიზება გავუკეთე ჩემ თავს და დავიწყე სწორი ჭინთვა.ვიგრძენი რომ რაღაც ძლიერი დამაწვა,ექიმმა თავს ვხედავ როგორი ქერა თმები აქვსო

( ქერა მინდოდა ყოფილიყო)

ამ დროს მტაცეს ხელი და ფეხები შემომალაგებინეს ვიზე თუ რაზე არ ვიცი

ცოტახანში ვიგრძენი რაღაც როგორ გამოსრიალდა ჩემგან (12:35 ) ბაია რომ დავინახე ისეთი საყვარელი იყო , რატომ არ ტირის თქო ვკითხულობ და ექიმმა აბა ჩემი ტირილი არის ესო? თურმე ტირის რას ვერჩი

. ჩემი ბიჭი დაიბადა იმაზე დიდი ვიდრე ველოდით 4 400 კგ. გულზე რომ დამაწვინეს კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი იყო. თავიდან არასწორი ჭინთვების და დიდი ბაიას გამო პატარა ნახეთქი მქონდა . გაკერვა დამჭირდა. 2 საათის შემდეგ გადამიყვანეს პალატაში.ბედნიერება იყო ჩემი მეუღლე და შვილი ჩემთან ერთად იყვნენ.
ერთი მომენტი მახსენდება სასაცილოდ.იმ დროს მხოლოდ ორი მშობიარე ყავდათ,აქედან მე უკვე ვმშობიარობდი და მეორეს გახსნას უცდიდნენ. იმდენი ექიმი იყო ბლოკში .მახსოვს ღია კარებისკენ ვიყურებოდი და მიშველეთ თქო ვყვიროდი.თითქმის ყველა იქ იყო და მე ვის ვეძახდი არ ვიცი.
ჭინთვების დროს არანაირი ტკივილი არ მიგრძვნია.
ექიმს რაც შეეხება. ის როგორც მან მამშობიარა იყო საოცრება . იმ მომენტში როცა გადავწყვიტე ექიმისთვის დამეჯერებინა ყველაფერი ისე კარგად წავიდა. მის გარდა ვერავის ვხედავდი. ჩემი აზრი დაკარგული მქონდა, მხოლოდ მის მითითებებს ვასრულებდი. რა თქმა უნდა გადაწყვეტილია რომ მეორე ბაიასაც მასთან გავაჩენ .
ვიმშობიარე იმედის კლინიკაში, ლიკა ლუაშვილთან. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კლინიკის და ექიმით ხომ აღფრთოვანებული ვარ.
იმედია თავი არ მოგაწყინეთ. ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ.