მგონი დამადგა საშველი და დავწერ

)
პირველი ორსულობა სამწუხაროდ მომეშალა. 2017 მარტში. 6 კვირის ვიყავი, გულისცემაც ვერ მოვისმინე. ჰემატომა მქონდა...
ექიმმა ანალიზები და 1000 ლარის წამლები დამინიშნა, დღეში 11 აბი და 1 ნემსი მიწევდა
ისე ვიყავი სასოწარკვეთილი შეშინებული და დათრგუნული ჩამოვრეკე აფთიაქებში გავარკვიე რა სად ჰქონდათ და ის იყო უნდა მეყიდა ყველაფერი
რომ ახლობლებმა მითხრეს ამდენ წამალს რომ დალევ როგორ გგონია უშედეგოდ ჩაივლისო?
მეც დავუჯერე ამ მოსაზრებას, ამდენი წამლის ყლაპვაც არ მინდოდა
გადავწყვიტე მიმექცია ჩემი თავისთვის მეტი ყურადღება კვების მხრივ, ძილის მხრივ, სამსახურში არ გადავტვირთულიყავი. თუ რამე იყო ბიჭებს ვთხოვდი ხოლმე დახმარებას ჩემით აღარ ვეპორღიალებოდი
ივლისში ციკლიდან 10 დღის მერე ავტყდი ორსულად ვართქო. აი რაღაცნაირად ვგრძნობთქო. ტესტებს ვიკეთებდი თვის ბოლოსკენ უკვე გიჟივით და ვეძებდი მეორე ხაზს, ფანრის შუქზე ვუყურებდი რო ოდნავი მკრთალი ზოლიც კი არ გამომპარვოდა. ქმარი მეღადავებოდა გაგიჟდი შენ მგონიო. ნუ ვარდები უკიდურესობაშიო. მე კიდე ვერ ვისვენებდი. ალბათ 50 თესთი მაინც ვიყიდე
4 აგვისტოს მივედი ეხოზე, მეთქი ასე ასე მგონი ვარ და მინდა დავრწმუნდეთქო. იქ ვერ ნახეს 1 კვირაში დამიბარეს,თუმცა მეეჭვებაო ექოსკოპისტმა რამე იყოსო. გავჯავრდი და სხვაგან წავედი
იქ ნახეს ჩემი წერტილი 4 კვირის და 2 დღის ვიყავი <3 მიხაროდა და თან მეშინოდა, ამასაც რამე არ მოსვლოდა. ამჯერადაც ჰემატომა გამოჩნდა
მივედი ამ ჩემს გინეკოლოგთან აი ასე ასეთქო, აუ ყოჩაღ გილოცავო! ჰო სვავდი ამ წამლებსო და აი შედეგიცო. მეც არ გავუტეხე მეთქი კი აბა რა როგორც მითხარი ყველაფერი ისე გავაკეთეთქო

ახლა მოდი მივეშველოთო, დამინიშნა უტროჟესტანი მაგნე ბ პაპავერინი და ფოლიუმი... ნუ როგორც ყველას ალბათ
სანამ 13 კვირის გავხდებოდი ალბათ კუიდან შევიშალე. ისე მეშინოდა მოშლის ისე რო რავიცი. მარა როცა დავიგულებდი სულ ველაპარაკებოდი შენ ხო ძლიერი ხარ შენ ჰო ჩემთან დარჩებითქო
11 კვირაზე მითხრეს ბიჭიაო <3 კი ადრეა რამის თქმა მარა არამგონია შეიცვალოს რამეო
სახელი მაშინვე არ მოგვიფიქრებია, ცოტა დრო დაგვჭირდა
ჰემატომა სამწუხაროდ იზრდებოდა და იზრდებოდა, ამიტო წოლითი დამინიშნა და ნემსები ექიმმა, 11-12 დღეში ისე გაიწოვა კვალიც აღარ იყო.
სამაგიეროდ ტონუსი იყო მომატებული.
მოკლედ მეორე ტრიმესტრში გადავედი თუ არა მომეშვა. 13-14 კვირაზე წოლითი რეჟიმი მქონდა და ნელა-ნელა დავიწყე მისი ბრაგუნის გრძნობა,ამიტო ბრაგუნა დავარქვი
20 კვირაზე უკვე მამიკომაც იგრძნო მორტყმები
მეორე ტრიმესტრი იყო ყველაზე კარგი იმიტო რო პირველში გავწვალდი, ტოქსიკოზი ყოველ დილა მარწყევინებდა. როგორც კი გავიღვიძებდი 1 ჭიქა წყალს ვსვავდი და იმდენად აღარ ვწვალობდი ეგრევე ამოჰქონდა ყველაფერი
ასე თუ არ ვიზავდი მთელი დღე უბედურად ვიტანჯებოდი
მოკლედ მეორე ტრიმესტრი - ყველაზე კარგი პერიოდი, ქრება ტოქსიკოზი, გებერება მუცელი, არ ხარ ჯჰერ ტანკივით დ ამოგწონს როგორც გამოიყურები, თან ის იქიდან გიბაკუნებს, მოკლედ ორსული ხარ!!! ყველა ხედავს და ან ადგილს გითმობენ ან გატარებენ
გიბოდიშებენ და აქრობენ სიგარეტს თუ იქ ეწევა ვინმე. იყო ერთხელ ისე რო კონტროლიორმა ავტობუსშI რო ავედი მთელ ხმაზე აბა დასვით ახლა ორსული გოგოო და 5 კაცი წამოდგა
მესამე ტრიმესტრი გაჭირდა ცოტათი, წელმა დამიწყო ტკივილი, სამსახურშიც ვიღლებოდი უკვე, გულმკერდს რომ აწვებოდა საშვილოსნო უკვე სუნთქვაც მიჭირდა, უფრო ვიან სიმფიზიტის ძვალმა დამიწყო ტკივილი.
მოკლედ ეს ყველაფერი გადავლახე და აგე 38 კვირის და 3 დღის ვიყავი გეგმიურ ვიზიტზე რომმივედი.
ამ დროს უკვე ექიმი შეცვლილი მყავდა, ძალიან მაგარი გოგო შევარჩიე. ეგ რო არა ალბათ იმ კრესლოზე 2 დღე ვიჯდებოდი
ჰოდა 27 მარტია, დღისით მივედი 2საათზე და ეკამ დღეს გააენო. მეთქი ვა რაკაია. დარჩებიო. მე მუცელი არ მტკიოდა და გადავწყვიტე სახლში დავლოდებოდი, თან ქმარუკაც მოვიდოდა
ვართ სახლში ჩემი ქმარი უკვე ეკლებზეა ჰა რას ვშვებით არ წავიდეთ? არ მიუვდივართ? ახლა რო დაგეწყოს მივუსწრებთ? კაროჩე მაგარს ნერვიულობს
მოკლედ საღამოს 10სკენ მომინდა ჩიფსები ვჭამ ვჭამ და ნელა ნელა ვატყობ რო მუცელი მტკივდება მეთქი ადე წავედით
მივედით 22:30-სკენ. ჩემი ექიმიც იქ იყო უკვე. გამოვიცვალე, ნივთები რომას მივეცი და ავედი ბლოკ პალატაში. ცოტა ხანში ისიც მოვიდა
არ მინდოდა რომ მშობიარობას დასწრებოდა, ვთვლიდი რო ხელს შემიშლიდა. მოვდუნდებოდი როცა ეგ მეყოლებოდა გვერდით
მარა არ მტკივა ეს მუცელი და ჰაა... ზის ჩემი ქმარიც ჩემთან ერთად და ვლაპარაკობთ მე ეკა და რომა.
11 საათისკენ ვგრძნობ რო ტკივილები ხშირდება, გადმოწერილი მქონდა პროგრამა და ვხედავ რომ 1 წუთი სხვატკაა 1 წუთი ვისვენებ, მალე 40-45 წამზე ჩამოვიდა ინტერვალი.
ტკვილებიც გაძლიერდა, წყლები ჯერ არ დამიღვრია, ეკამ დროაო. 12ზე დამსვეს კრესლოზე და დამაღვრევინეს წყლები. ჩემი ქმარი ისევ იქაა
დგას და ვერ ხვდება სად წავიდეს, რატო წავიდეს, მაგას ყურადღებას აღარავინ აქცევს, არც მე სხვათაშორის

ტკივილები საკმაოდ ძლიერია მარა ასატანი, ეკა იძახის რომ უკვე სრული გახსნაა და ვიწყებთ
მე კიდე დავრჩი სახტად, მეგონა უარესი ტკივილები უნდა ყოფილიყო და დროს ვწელავდი რომ ეპიდურალური გამეკეთებინა, მარა რაღა დროსი იყო

მოკლედ ვართ ამ ჭინთვებში და ამბებში, ფაქტია რო დავიღალე, ეკა ამობობღდა კრესლოზე და მუცელზე დამიწყო დაჭერა. მალე ჩემი ბრაგუნა გამოძვრა
3.265 კგ 51 სმ. გააქცუნეს გაამშრალეს ჰიპერტენზიით დაიბადა ამიტო წაიყვანეს ინკუბატორში და ჟანგბადი ასუნთქეს
მე კანკალმა ამიტანა, მაციებდა, მითხრეს ნორმალურია ორგანიზმი სტრესშიაო. დამაფარეს თბილი ადიალები
მეორე დილით მომიყვანეს
რაც შემეხება მე 3 ჩახევა მქონდა. კოსმეტიკური ნაკერები დამადო. ის დღეები რაც იქ ვიყავი მიჭირდა სიარული მარა ძაანაც არა, უფრო წამოდგომა და დაჯდომა მიჭირდასიარულს რო ვიწყებდი მიყუჩდებოდასავით
კონსტანტინე დავარქვით ვაჟბატონს ერთ-ერთი სპექტაკლიდან პერსონაჟის სახელი. არ გვინდოდა ვინმე წინაპრის.
სახლში რომ გამოგვწერეს 2 დღეში 3.100 იყო.
პერსონალის ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ყოველი სმენის პედიატრი, მედდა, ბებიაქალი თუ დამლაგებელი და თუ მზარეული მოდიოდა მეცნობოდა. მკითხულობდნენ და ძალიან კარგად გვაქცევდნენ ყურადღებას
ჩემი ექიმის ყოჩაღობით კიდე აღფრთოვანებული ვარ. ჯერ არ ვგეგმავ მეორეს მარა თუ იქნება ისევ ეკასთან მივალ. სამშობიარო კერძო იყო შპს "ნინო" გლდანშია. ისეთი სიმყუდროვეა
პალატა კი არა სასტუმროს ოთახივითაა. არც არავინ გიყურებს ისეთი თვალით რო ფული უნდა ჩაუკუჭო.
დღეს კოტიკო 56 დღისაა. 5.400 იწონის, ჭამს სძინავს იკუკავს და იფისავს, ძალიან კარგი ბიჭია!
ზუსტად ისეთია როგორსაც ვეუბნებოდი მუცლადყოფნისას რომ ყოფილიყო. მამიკოს ცხვირი და ტუჩები, ჩემი თვალები და თითები. ოქროსფერი თმები და ჯერ-ჯერობით ცისფერი თვალები მერე ვნახოთ რა ფერზე დაჯდება

))
ა ჰო... სამშობიაროში ძუძუ ვერ ვაჭამე. მხოლოდ 4 დღის მერე შევძელი. მასაჟისტკა დამჭირდა. ძალიან კარგი ქალი შემხვდა ეგეც.
რძეზე მყავს დრემდე და მოკლედ კარგია პატარა ანგელოზუკა რომ გყავს, მიუხედავად ყველა ენერვიულობისა, ყველა განცდისა, ტირილებისა, გაზიკებისა, კუჭში რატო არ გადის ამდენი ხანისა და ა.შ.
ისეთი გემრიელია ისეთი რომ რავიცი...
თუმცა სახლში რომ მოვედი ეს იყო შოკი. განვიცდიდი ვაი თუ ვერ გავუმკლავდე, ვაი თუ დროულად ვერ გავუკეთო, ამდენი როგორ მოვასწრო.
ნერვიულობ გეშინია
მარა დალაგდება გოგოებო ყველაფერი
მიუხედავა დიმისა რომ ლაპარაკი არ იციან პატარებმა მაინც გახვედრებენ რა უნდათ
აბა წარმატებები ყველას