qetusiaaa_qetuuაუ რა კარგია უპრობლემო მშობიარობა <3
დავწერ მეც ჩემს 4 გვერდიან მოგონებებს:დდ ჯერ ვორდში ავკრიფე და ამხელა რომ გამომივიდა გული ამიცრუვდა :დ არც კი ვიცი ვინმე თუ წაიკითხავს იმხელაა :დდ
taknatunawunaაი დავწერე მეც :დ
საიდან დავიწყო არც კი ვიცი

Background: თითქმის უპრობლემო ორსულობის 39-ე კვირაში დამემართა ჩუტყვავილა. გათენდა წითელი პარასკევი და მაქვს ბუშტუკებიანი გამონაყარი აღდგომა დღეს იყო პიკი, ძალიან ძალიან ძალიან დავიტანჯე, ისე მექავებოდა ყველაფერი, რომ რავიცი. მშობიარობა დამეწყო ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათი, რომ თენდებოდა.
4-ის ნახევარზე გამეღვიძა. არ ვარ დარწმუნებული ტკივილმა გამაღვიძა თუ ტუალეტმა :დ მოკლედ, დავწექი ისევ და პერიოდულად მივლის ტკივილი. მანამდეც მქონია Brexton Hicks-ს რომ ეძახიან. მუცელში მიჭერდა ხოლმე, ერთხელ ან ორჯერ. თავს ვარწმუნებ, რომ ეხლაც უბრალოდ ჩემი საშვილოსნო ვარჯიშობს. შევიცვალე პოზა, მაგრამ არ გამდის (არადა ბრექსტონების დროს გადატრიალება ეგრევე შველის). ასევე, წაკითხული მქონდა, რომ როცა ნამდვილი სამშობიარო ტკივილია, გტკივა წელიც, ხოლო ბრექსტონების დროს - არა. ნამდვილად, აქამდე, წელი არ მტკიებია, ხოლო ეხლა თითქოს მტკივა. დავინიშნე დრო და სადღაც 10-12 წუთში ერთხელ მივლის 10-12 წამით. წამოვჯექი და ვზივარ და თავს ვარწმუნებ რო ეს ის არ არის და გამივლის :დ ამასობაში, რატომღაც გაეღვიძა ჩემს ქმარს. ნახევარი საათი იყო უკვე გასული. რომ ვუთხარი, რო ასე და ასეა, კაი ადე მაშინ წავედითო. მეთქი არა, გამივლის :დ ასე ვიჭიდავეთ ცოტა ხანი და ბოლოს დავთანხმდი. ძალიან არ მინდოდა ტყუილად მისვლა სამშობიაროში, არადა პირველად ვინც მშობიარობს იმათი 50% ერთხელ მაინც მიდის ტყუილადო. ჰოდა, ჩემი თავმოყვარეობა არ მაძლევდა ტყუილად წასვლის საშუალებას. მაგრამ არა და არ გამიარა. ასევე, ჩუტყვავილას გამო მინდოდა კიდევ 1 კვირა გამექაჩა. გავაღვიძეთ ოჯახის წევრები. მივწერე დედაჩემსაც იმ იმედით, რომ არ გაეღვიძაებოდა, მაგრამ მესიჯმაც კი გააღვიძა დილის 5-ის ნახევარზე :დ მეთქი ჯერ თქვენ დარჩით, მივალთ, ვნახავთ თუ ცრუ განგაში არაა, მერე დაგირეკავ და მოდი-თქო. დედაჩემი გადაირია, რას ამბობ ეხლავე გამოვალთ ჩვენცო.
მოკლედ, დავიძარით. ისე მტკიოდა ეს მოვლითი ტკივილები, რომ ვჩერდებოდი და ხელს ვუჭერდი ჩემს ქმარს (სანამ მანქანამდე მივიდოდით), თან ვიკლაკნებოდი. მოკლედ, აი მართლა ძააან უსიამოვნო იყო.
მივედით პინეოში. დილის 6-ის ნახევარი იყო და გამსინჯა მორიგე ექიმმა. ძალიან უხეში ხელი ქონდა. უზომოდ მეტკინა ეს გასინჯვა და თან თითქოს დიდ ხანს მსინჯავდა. 1.5 თითზეა გახსნილიო და რჩებაო. ერთი მხრივ გამიხარდა, რომ ტყუილა არ შევყარე ამდენი ხალხი

მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მეწყინა ჩემმა გოგომ რომ არ დამიჯერა და არ მოიცადა ბოლომდე სანამ არ გამივლიდა ჩუტყვავილა
მორიგე ბებიაქალმა შეეცადე დაიძინოო და მართლაც ტკივილებს შორის ვიძინებდი, ის 10 წუთი. ძაან მეძინებოდა, რადგან 2-ზე დავიძინე (ვერ ვიძინებდი მოგეხსენებათ მე-9 თვეში ძილი არაა იოლი საქმე და პლუს ჩუტყვავილა - კი არ მექავებოდაუკვე გამონაყარი, მაგრამ მტკიოდა თუ ცუდად დავაწვებოდი). რო მეძინა შულედებში ძალიან კარგი იყო. დედაჩემი ბლოკ-პალატაში იყო, სულ გვერდით მედგა, როცა წამომივლიდა. ჩემი ხელი ეჭირა, რომელსაც ვუჭერდი და ძალიან მშველოდა.
სადღაც 9 საათზე გამსინჯეს ხელახლა. 11-ისკენ მოვიდა სინაურიძე და იმანაც გამსინჯა. პაკეტი მეკეთა და ტრუსიკიც მეცვა (რადგან საცობი ჩამომდიოდა ნელ-ნელა). ეს რო დაინახა ტიტუ ეს რა არის გაიხადე ეხლავეო :დ ძაან დადებითი ადამიანია, გამეცინა :დ კითხა ბებიაქალ მაგდას (რომელიც არის უმაგრესი ბებიაქალი და მისი უზომოდ მადლიერი ვარ <3), ისე ტკივა ჩვენ რო გვინდაო? მაგდამ არა, ჯერ არ ტკივაო. ამაზე ძალიან გავბრაზდი. მერე და მერე კიდე რამდენჯერმე გაიმეორა ეს ფრაზა და ერთხელაც ვუთხარი რო, როგორ არ მტკივა, ძალიანაც მტკივა თქო. მაააართლა ძალიან მტკიოდა. გაეცინა ამაზე და უფრო გავბრაზდი :დ
მოვითხოვე გაუტკივარება, მაგრამ : ) ჯერ ადრეაო 11-ზე მითხრეს. მერე კიდე შევახსენე და არ ვიცი რანაირად გამოვა გამონაყრის გამოო. კიდე ერთხელ რომ ვუთხარი, როგორც იქნა შეხედეს ჩემს ზურგს და ისე შეიცხადეს, რომ რავი : ) თურმე სადაც კეთდება ეს ეპიდურული, ზუსტად იქ მქონდა უამრავი (მამენტ ყველგან უამრავი მქონდა )) ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი მქონდა გაუტკივარება, ძალიან მტკიცედ, და ვიღაცეები, რომ მეუბნებოდნენ წელის ტკივილის დარჩენა იცისო, არ ვიჯერებდი (ეხლაც არ მჯერა), დავრჩი გაუტკივარების გარეშე. თან ისე, რომ 1.5 თითზე გახსნილი როცა ვიყავი უკვე 2 საათი საოცრად მტკიოდა. ასევე, დავრჩი ჯაკუზის გარეშეც
ტკივილმა მართლაც ნელ-ნელა იმატა. თავიდან ჩუმად ვუმკლავდებოდი. მერე და მერე უკვე ვკვნესოდი ტკივილსგან. თუმცა, ყვირილამდე მგონი სუუულ ბოლომდე არ მივსულვარ.
საშუალოდ საათში 1 თითზე გაიხსნებიო. დრო ძალიან ძალიან ნელა გადიოდა. სადღაც 3-ის ნახევარზე გამიკეთეს რაღაც ნარკოტიკი, არ მახსოვს სახელი. :დ 40 წუთიანი მოქმედება ქონდა. მარა უუუუფ. ისე ვილივლივე თავიდან და მერე დამეძინა. ძააან კაი იყო :დ ჩემს ქმარს დავურეკე ეგრევე, მეთქი დავცვურავ :დ მერე მითხრა მაგარი გასული იყავიო :დ საოცარი ეფექტი ქონდა, ბოლომდე არ ქონდა შეყვანილი რო უკვე კააარგად ვიყავი :დ ძალიან საყვარელი ანესთეზიოლოგი იყო. ასე მაგრად რო გამისწორდა, თვითონაც მაგრად გაუსწორდა :დ მერე უკვირთ ნარკომანებისო. :დ მომიყვა, რო თვითონ და თავის ჩვილ ბავშვს ერთად დაემართათ ჩუტყვავილა და სურათი გვაქვს ორივენი დაკოპლილები რო ვართო.
სულ ვკითხულობდი, როდის გავაჩენ, როდის. დედაჩემმა თავიდან პირველი საათი მითხრა და ეგეც მებევრა. ერთ მომენტში მაგდას გამოვძალე და 5 საათი მითხრა. მაგაზეც გადავირიე, მაგრამ ნუ რა მექნა.
რაღაც აპარატი ქონდათ, რომლითაც უსმენდნენ ბავშვის გულისცემას. მრგვალი რაღაც იყო რომელსაც სარტყლით მიმაგრებდნენ მუცელზე. სულ ვთხოვდი ნუ მიჭერთ თქო არადა ეხლა რო ვფიქრობ მართლა არ მიჭერდნენ, მაგრამ მე მეჭირებოდა ამ ტკივილებზე და ძაან ცუდი იყო. ნარკოტიკის მერე კიდე სულ უნდა ვუსმინოთ გულისცემასო, ამგრამ კიდე კაი სარტყელი მომხსნეს და უბრალოდ მუცელზე მედო მერე.
პერიოდულად შემოდიოდა სინაურიძე. და ჯერ თავი არ ჩამოსულაო ერთი მესამედ რო უთხრა და მე უკვე აღარ შემიძლია ძალიან მტკივა, კიდე ერთ მოვლაზე ამოვიოხრე/ვიყვირე ჩადი შენი თქო :დდდ მაგდას გაეცინა და ნუ აგინებ ბავშვსო :დდ
კიდე მეგონა რომ ტუალეტში მინდოდა ერთ მომენტში. არ გინდაო მაგდამ მითხრა. მინდა თქო :დდ კაი წადიო და ნახავ რო არ გინდა, ოღონდ შენი ჭირიმე არ გაიჭინთოო :დდ ეს იყო სადღაც 2-ზე ალბათ. ნუ რა თქმა უნდა მართალი აღმოჩნდა და არ მინდოდა არაფერი.
სხვათაოშირს მაგდა და სინაურიძე რო მსინჯავდა ბეეევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს ვიდრე ის მორიგე ექიმი. უფრო მალეც მსინჯავდნენ და უფრო ნაკლებ მტკივნეულიც იყო. ერთ-ერთ გასინჯვაზე სინაურიძე წყლები დამაღვრევინა. ოღონდ სანამ მივხვდი რო ეგ გააკეთა მეგონა ჩავისფსი :დდდ თბილი სითხე რო ვიგრძენი, ისე შემრცხვა, ისე შემრცხვა რო რავიცი :დ ჰოოოდა, აი მაგის მერე დაიწყო უარესიიი. მანამდე ეს ბუშტი რო აწვებოდა ამ ყელს, ბევრად უფრო ნაკლებად მტკივნეული იყო (თუმცა ისიც აუტანელი იყო ჩემი საზომით, არადა მგონია რო იოლად ვიტან ტკივილს) და რაც გახეთქა, უკვე თავი აწვებოდა, რაც ბეეევრად უფრო ცუდია.
ამის ერთ-ერთ შემოსვლაზე მაგდამ რო უთხრა შეჭრაში ვართო. მე რა თქმა უნდა ვერ მივხვდი რას ნიშნავს. შეჭრა თურმე ნიშნავს crowning-ს. ანუ ჭინთვისას ბავშვის თავი რო გამოჩნდება და რო მორჩება ჭინთვა უკან მიდის. ამის მერე ყოფილა, გამოჭრა - ანუ ჭინთვებზე რო აღარაა დამოკიდებული და თავი რომ სულ ჩანს. ეს ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული (მე კი ვერ მივხვდი, დედამ ამიხსნა მერე რომ ამ დროს საშოს კედლები თავზე როა გადაჭიმული ეგ ითვლება ყველაზე მტკივნეულ მომენტადო <3).
მოკლედ, ძააააან დაღონებული და შეწუხებული ვარ. დედაჩემს შევჩივი, რომ რა დავაშავე ასეთი, რომ ასე ვიტანჯები და ა.შ. დედაჩემსაც რამდენჯერმე მოადგა თვალზე ცრემლები. მოკლედ, ისე ვარ რო საერთოდ ვერ აღვიქვამ, რომ დედა უნდა გავხდე და ვმშობიარობ და ა.შ. უბრალოდ, მგონია რო სასტიკად მაწამებენ და ბოლო არ უჩანს ამ ყოველივეს კი თითქოს გაშინებთ მარა ნუ ეგრე იყო და რა ვქნა :დ ერთ მომენტში ამოვილუღლუღე რა იქნება ერთი 5 წუთით რომ მადროვოს-თქო და გადაირია მაგდა :დ რას ამბობო :დ უკვე ბოლოში ვიყავი ძაან, 40 წამში ერთხელ მქონდა სადღაც 45 წამიანი შეტევა. სისასტიკე იყო. დრო არ გადიოდა თან. 4-დან 6-მდე (7-ის 10 წუთზე დაიბადა) 2 საათი კი არა, მთელი საუკუნე იყო. მახსოვს გავხედავდი საათს და 5-ის 10 წუთია. გავიდოდა რაღაც პერიოდი საშინელი ტკივილების ერთი 20 წუთი ჩემი წარმოდგენით და გავხედავდი 5-ის 11 წუთი. აი ჭკუიდან კინაღამე შევიშალე
ნუ მერე დაიწყო ჭინთვები, რომლებიც არაფერი არაა მანამდე რომ მტკოდა იმასთან შედარებით. ჭინთვების დროს აი წარმოუდგენელი სურვილი გაქვს რომ გაიჭინთო, არ წარმომედგინა, რომ ეგეთი რამე შესაძლებელი იყო, მაგრამ ძალიან ძალიან გინდება მართლა. ამ დროს თურმე მუცელი ქვავდება ისე იჭინთები :დ პერიოდულად მაგდა მეუბნება, რომ არ გაიჭინთოო და ზაზა დამტრიალებს თავზე და მეუბნება დაუჯერე მაგდას, დაუჯერე მაგდას. ნუ მეც ვიცი, რომ რასაც მეუბნებიან თუ დავუჯერებ უკეთ იქნება ყველაფერი და აი ვცდილობ, რომ არ გავიჭინთო. მგონი, გამომივიდა, მაგრამ აი წარმოუდგენლად რთულია. თურმე, ამას იმიტომ ამბობს, რომ ჩახევა არ განვითარდეს, რომელიც მაშინ ვითარდება, თუ ბავშვი ზედმეტად სწრაფად წამოვა და კედლები ვერ აიტანს. საბოლოოდ, არც ჩაჭრა და არც ჩახევა არ მქონია ^^ ჭინთვები კარგად არ გამომდიოდა, ძააან დაღლილი ვიყავი უკვე, მოკლეხნიანებს ვაკეთებდი. მაგდამ ვერ იჭინთები კარგადო, მთლიანად შეისუნთქეო და ისე სცადეო. ნუ ვცდილობ რაც შემიძლია, მაგრამ ბოლომდე, მაინც არ გამომივიდა მგონი.
ამ დროს ჩემი ქმარი უკვე ბლოკ-პალატაშია. ჩემი ჩუტყვავილის გამო მე ვერ დამაწვენენ ბავშვს და მას უნდა დააწვინონ. ძაან კარგი იყო იქვე დივანი რომ იყო იმაზე უნდა დაწოლილიყო. ძაან ნერვიულობდა, იმას რო ვუყურებდი, ჩემს თავზე აღარ ვფიქრობდი ისე მეცოდებოდა :დ
მოკლედ, როგორც იქნა დედამ მითხრა დაიბადაო. მე არ დავიჯერე :დ მეთქი მართლა? არ მატყუებ? :დ ორჯერ გავამეორებინე. ვერ დავიჯერე, რომ შეიძლებოდა ეს ტკივილი როდესმე მორჩენილიყო :დ მერე წამოვიწიე და დავინახე პატარა არსება :დ პირველი რაც ვთქვი ეგ იყო, რა პატარაა-თქო. არადა 3200 და 51სმ დაიბადა ჩემი გოგო და სულაც არ იყო პატარა, მაგრამ მე ასეთი ცქნაფი არაფერი და არავინ მინახავს :დ გაეცინათ მაგდას, დედას და ზაზას. აბა რამხელას ელოდიო. მაგ მომენტში 8 კაცი მადგა თავზე. მაგდა, დედა, სინაურიძე, 2 ექთანი, პედიატრი, პალატის ექიმი და სანიტარიც მგონი. იქვე ჩემი ქმარიც იყო, ცოტა მოშორებით :დ
მოკლედ, გაახვიეს ჩემი ცქნაფი და მიუყვანეს მამას. იმ მომენტში მე თავი არ მქონდა და ვერ გადავუღე ფოტო, მაგრამ ასეთი ტკბილი არაფერი მინახავს. აი დავდნი მართლა რო დავინახე ეს მომცრო ზომის ადამიანი რო იწვა ჩემს ქმარზე. ისე ჩამებეჭდა ეს გამოსახულება, რომ ფოტო რო არ მაქვს ძაანაც არ განვიცდი. როცა მინდა ვხუჭავ თვალს და ვხედავ ცხადა. უტკბესი მომენტი იყო ჩემთვის <3
ბავშვი ჩემთან არ მოუყვანიათ, ჯერ კიდევ გადამდები ვიყავი. 7 დღე არ მაჩვენეს. მე-8 დღეს წამოვიყვანეთ სახლში, მანამდე ინტენსიურში იწვა და პატარა ვენებში უსხამდნენ წამალს დღეში სამჯერ. უზომოდ მადლობელი ვარ პინეოს ნეონატალოგიური განყოფილებით. მაშინვე, რომ არ დაეწყოთ მკურნალობა, ჩუტყვავილა განუვითარდებოდა, რომელსაც ჩვილებში საშინელი გართულებებ ახასიათებს და მიმდინარეობს გენერალიზებულად. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ბავშვს გადაედო, მაგრამ არ განვითარდა კლინიკა.
პირველად რომ ვნახე 1 კვირაში ცრემლები წამომივიდა. არადა, არ ვარ გულჩვილი. მეორე დღეს კი წამოსაყვანად რომ მივედით გაახვიეს ჩემი ბურთულა და ექთანი მაძლევს მე. ვაიმე მეთქი გამოვშტერდი, არ წარმომედგინა, რომ ასეთი პატარა ბაია მე უნდა დამეკავებინა. საბოლოოდ გამოვართვი. დავფრინავდი რასაც ქვია. მეღიმებოდა უზმოდ. აი ძააააან ბედნიერი ვიყავი.
ეხლა ისეთი ბედნიერი და დაღლილი ვარ რო რავიცი. მაგრამ სახლში რომ ამის სუნი დგას, რომ მხედავს, მიღიმის და მეღუღუნება, ძუძუზე რო მომეწეპება ხოლმე, არ წარმომიდგენია ამაზე ტკბილი რა უნდა იყოს<3 კი ძალიან ვიწვალე, მაგრამ ამად ღირდა <3
პ.ს. ჰო, რაც შეეხება პინეო ლაქშერის, ძაან კომფორტულია, ძალიან კარგი ექთნები და სანიტრები, სინაურიძე და მაგდა (ბებიაქალი) ჰო ჯადოქრები საერთოდ. ჩაჭრა-ჩახევა რო არ ქონიათ ეგეთი ნაცნობი მე არ მყავს. ყოველღამე დედა რჩებოდა ჩემთან, დივანზე იძინებდა. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი და უზომოდ მადლიერი ვარ.
This post has been edited by მზე on 25 Jun 2018, 20:30