მოვიდა ჩემი დროც
ვწერ სავსე ენერგიით და უბედნიერესი, საოცრად კარგ ხასიათზე

ეხლა მაქვს მეორე ბავშვის გაჩენის ინტერესი - ნეტა როგორი იქნება მეორე ორსულობა და მშობიარობა...
რაც შეეხება პირველს - ორსულობა დაიწყო უტოქსიკოზოდ, არ მქონია რაიმე სახის პრობლემა ბოლო ორ თვემდე. პრინციპში ბოლოშიც მე ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ მქონდა მაღალი წნევები, ძირითადად მოთამაშე - ავიდოდა 130-145 ს შორის. უყურეს უყურეს მეანმა და გინეკოლოგმა და გადაწყვიტეს დაკვირვების შემდგომ დაეჩქარებინათ მშობიარობა.
ყველა ანალიზი მქონდა ნორმაში. ბოლო ეხოზე რომელიც გადავიღე 35+5 კვირაზე (თითქმის 36 კვირა) ბავშვის სავარაუდო წონა იყო 2700 და ქონდა ერთმაგი შემოხვევა ჭიპლარის, მხარზე მოგდებული აქვსო ჭიღლაძემ

...
ექიმი ავიყვანე ჰერაში - ნოდარ ზალდასტანიშვილი. მთლიანი კოლექტივით ვარ სუპერ კმაყოფილი.
მოკლედ ნოდარმა გასინჯვის შემდეგ დამიბარა 10 ში ღამე 11 ზე დამაჩქარებლისთვის.
მოვთავსდი რა პალატაში , 1 სთ ზე ჩამიდეს ყელის მოსამწიფებელი ტაბლეტი. დილას 7 ზე დამალევინეს დამაჩქარებელი და დაიწყო მოვლითი ტკივილები სუსტად. 9 ზე განმეორებით დავლიე კიდევ დამაჩქარებელი და უკვე კარგა ტკივილებით, მაგრამ ასატანით გადამიყვანეს ბლოკში.
გავიკეთე გაუტკივარება, რასაც ნამდვილად ვურჩევ ყველას...ენერგიას ზოგავ ბოლოსთვის

სადღაც 2 -2.5 საათში გაიარა გაუტკივარებამ და დამეწყო შედარებით სხვანაირი ტკივილი. ამ დროს ყელი გახსნილი იყო 4 თითზე. მალევე გაიხსნა ბოლომდე. ამას მოჰყვა ჭინთვები, ვფიქრობ საკმაოდ გაგრძელდა ზოგ სხვასთან შედარებით, რადგან ამბობენ რომ 2 -3 გაჭინთვაში გავაჩინეთო. ჩემთან ასე არ ყოფილა. ჩემი დაკვირვებით 40 წუთი ჭინთვების შემდგომ გამოვჩეკე და ჩემი მეუღლე ამბობს საათი და 20 წუთი მაინც გქონდაო. ნუ დავუჯეროთ მეუღლეს
ჭინთვების დაწყებისას ვერ მოვახდინე სრული მობილიზება, რაღაც შიში შემიჩნდა და გული მისკდებოდა რომ ვერ გავაჩენდი

)))) მეუღლემ დიდი როლი ითამაშა კი არადა გმირულად მეხმარებოდა ბოლომდე, ძალიან დიდი ძალა მომცა მისმა ჩემს გვერდით ყოფნამ და დახმარებამ.
ბავშვის თავი რომ ვიგრძენი უკვე სიხარულისგან მომემატა ძალა, ვიცოდი ახლოს იყო დიდი ბედნიერება

) მოვიკრიბე მთელი ძალები რომ მალე მალე მენახა ჩემი პაწაწო, მაგრამ ნურას უკაცრავადო

შეიკავე შენი ჭინთვები თორემ ჩაიხევიო და აი ეს ჭინთვების შეკავება ყველაზე მეტად გამიჭირდა. თუმცა ამანაც გაიარა და როგორც კი გამოსრიალდა ჩემი ვაჟკაცი მაშინვე გამიარა ყველაფერმა, არ ვაჭარბებ აღარაფერი არ მტკიოდა დამისკუპეთ მალე გულზეთქო. დამისკუპეს კიდეც

და ვიყავი ასე ჩახუტებული ჩემს კაცუსთან. არ მაქვს ნაკერები ნახეთქები და ა.შ.
დაბადებისას ჭიპლარის 2 მარყუჟი ჰქონდა ყელზე შემოხვეული და ერთიც მუცელზე ღვედივით

მიჯაჭვული იყოვო ბებია ქალმა. არ ვიცი როდის მოასწრო ასე შემოხვევა, დამაჩქარებლის ბრალია თუ მშობიარობის პროცესში იმდენჯერ იბრუნა რომ ასე შემოეხვია... რაც მთავარია გრძელი ჭიპლარი იყო და მჭიდროდ გაჭერილი არ ყოფილა. დაიბადა 2950 (ბოლო ეხოდან 16 დღეში) და 49 სმ... გამოიჩეკა 38 კვირაზე.
უცებ რის დაწერაც მოვასწარი ეს არის, თუ რამე ჰერაზე ან ისე ვინმეს აინტერესებს გიპასუხებთ სიამოვნებით
გისურვებთ მარტივ მშობიარობას და ბედნიერ დედა-შვილობას ( მრავალგზის ) <3