მეც მოვიცალე დასაწერად, გაგიზიარებთ ჩემს მოგონებას : ) გრძელი კია, მაგრამ ამომწურავია მგონი

სანამ დავრეგისტრირდებოდი, უამრავი მოგონება გადავიკითხე და საკმაოდ დამეხმარა, იმედია ესეც გამოადგება ვინმეს : )
1-2 სიტყვით ორსულობის შესახებ: პრინციპში, პრობლემური არ ყოფილა. პლაცენტის ნაადრევი მომწიფება კი მქონდა, მაგრამ რავიცი, ძალიან იყოჩაღა და შესაბამისი მკუნალობის დახმარებით კი მივიდა ბავშვი 40+ კვირამდე ისე, რომ არ ჰქონია არანაირი შაფერხება განვითარების მხრივ. ნამატი მქონდა 9 კგ, ბოლო თვეში ცოტა კიდევ დავიკელი, ახლა 3 კგ-მდე მაქვს დარჩენილი ზედმეტი.
DD მქონდა 3 იანვარს. 36-ე კვირაში ავიყვანე ნოდარ ზალდასტანიშვილი „ჰერაში“. პირველად 39-ე კვირის დასაწყისში გამსინჯა ხელით, არანაირი გახსნა. ახალი წლების მერე ელოდეო. მე-40 კვირაში, 29 დეკემბერს მითხრა ერთ თითზე ხარ თითქმისო, მაგრამ ყელი არ იყო საკმარისად მომწიფებული, წამოვედი. 1-2 დღეში ჩამოვარდა საცობი, მაგრამ არანაირი მოვლითი ტკივილი. ათასში ერთხელ თუ ვიგრძნობდი რაღაცას ყრუდ. ახალმა წელმაც გადაიარა მშვიდად : )) 4-ში ვყავდი კიდე დაბარებული. ჰოდა, ზუსტად 4 იანვარი რომ თენდებოდა, დილის 5 საათისკენ ვიგრძენი შეკუმშვა ყრუ ტკივილით, რამდენიმე წუთში მეორე მოჰყვა, მეც გავხსენი ჩემი აპლიკაცია და დავიწყე შუალედების თვლა. ნელ-ნელა დაიწყო ინტერვალების დაცვა, მაგრამ სიძლიერე დიდად არ მომატებია, პრე-მენსტრუალურ ტკივილს ჰგავდა, არც ისე შემაწუხებელი იყო. ვფიქრობ მეთქი არიქა მგონი ეგაა, მაგრამ არავინ გამიღვიძებია, ვაცდიდი ჯერ ეძინოთ-მეთქი სანამ დავრწმუნდები : ))) 7-სკენ ისევ თავისით გაეღვიძა ჩემს ქმარს და ერთად გავაგრძელეთ თვლა

უკვე 7-8 წუთიანი ინტერვალები რომ იყო და დაახლოებით 50 წამიანი მოვლითები, დავრეკე ნოდართან და მოდიო, დავაკვირდეთო. წყნარად ავდექი, მოვიწესრიგე თავი, ვისაუზმე კიდეც

ყველაზე მშვიდად მე ვიყავი მთელს სახლში : )))) მოკლედ, მივედით, ნოდარიც მოვიდა, გამსინჯა - ერთი თითის მეტი არ იყო, მშობიარობის ისტორია ჯერ არ გახსნეს, მაგრამ დამტოვეს რამდენიმე საათით მაინც დაკვირვების ქვეშ. შევავსე საბუთები, ერთადგილიანი პალატა თავისუფალი არ იყო, ორიანიც კი არ იყო და სამადგილიანში დავწექი, დილის 11 საათი იქნებოდა. ტკივილები ძალიან ოდნავ ძლიერდებოდა, საშუალოდ 5 წუთიანი ინტერვალებით. ნოდარი ხშირ-ხშირად შემოდიოდა, მკითხულობდა. დღისით კიდევ რომ გამსინჯა, გაახსნევინა უკვე ისტორია. მორიგეობა რომ უმთავრდებოდა, კიდე შემოიარა, უკვე მეშვიდასედ გავედი გასასინჯად

თითნახევარი იყო და 2 თითს ელოდებოდნენ გაუტკივარების გასაკეთებლად. წავიდა 5-სთვის, მორიგეს გადამაბარა და დამირეკავენ ეგრევე, როგორც კი საჭირო იქნებაო. შენთითონაც როცა გინდა დამირეკეო. ტკივილმა იმატა, მენზის პირველი დღის ტკივილს ჰგავდა, ოღონდ ცოტა უფრო ძლიერი იყო. ჰო, მალე ისედაც მოუწია ნოდარს მობრუნება, სხვა მშობიარე მოიყვანეს, ჰოდა ისევ თითონ გამსინჯა ღამით და მეშველა ბოლო-ბოლო, გაუტკივარება უკვე შეიძლებოდა ^_^ გამიყვანეს, დამაღვრევინეს წყლები, გამიკეთეს გაუტკივარება და ღამის 12-სკენ უკვე ვიყავი ბლოკში. ძალიან მალე და ეფექტიანად იმოქმედა და ის გაუსაძლისი ტკვილი, რაზედაც მსმენია, ფაქტობრივად არ მიგრძვნია. როგორც კი ოდნავ რაიმე ტკივილი იგრძნო, თქვი და დაგიმატებთო. ჯამში 2-ჯერ დამჭირდა დამატება. ვიწექი იქ გაყუჩებული, არაფერი მტკიოდა, მაგრამ დაღლილი ვიყავი. ხან ქმარი მედგა თავზე, ხან - დედა. ძალიან ნელა იხსნებოდა ყელი. სანამ იქ ვიწექი, მესმოდა გვერდზე ბლოკში სოსო ღოღობერიძემ როგორ მიიღო ფიზიოლოგიური ტყუპები. ის გოგო ისეთი განწირული ხმით კიოდა, „ვაიმეე დედა ეს რა არაადამიანური ტკივილიააა“, მეთქი ჩემი საქმე წასულია ჭინთვებისას

სანამ მეორედ დამიმატებდნენ გაუტკივარებას, გასინჯვის მერე ნოდარმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო უკვე დამაჩქარებელი დაეხმარებინათ, ბუნებრივად ძალიან კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ.. მგონი დილის 6 საათი იყო უკვე. თუ ისიც არ იმოქმედებდა, უკვე საკეისრო იქნებოდა საჭირო. სასტიკად არ მინდოდა, არც ფსიქოლოგიურად ვიყავი მზად და თან ამ ჩემი საწყალი ყელის ამხელა შრომის წყალში გადაყრა მენანებოდა

ჰოდა, ჩემდა საბედნიეროდ, არც მომიწია: დამაჩქარებელი, გაუტკივარების მორიგი დოზა და ძალიან მალე ჭინთვაც ვიგრძენი. ჰოი, სრული გახსნა!

ჭინთვებისას ცალკე ნოდარი, ცალკე ბებიაქალი და ცალკე ექთნები მტუქსავდნენ, არ იკივლო, მაგაში არ დახარჯო ენერგიაო

ჩემი ქმარი ხუმრობებით მამხნევებდა, მე კიდე ისე ვუჭერდი ხელს, დავუტეხე თითები

საბოლოო ჯამში, დამჯერი მშობიარე აღმოვჩნდი

და დაახლოებით 25 წუთში უკვე გულზე მეწვა ჩემი კნუტი <3
აი, შვებით რომ ამოვისუნთქე, გავიგე გილოცავთო და დავინახე ჭიპლარზე გამობმული პატარა არსება, რა გრძნობა დამეუფლა ვერ გეტყვით <3 რომ ამბობენ, ყველაფერი გავიწყდება მაშინვეო, მართალი ყოფილა. ამ პატარის მეტი აღარაფერი მახსოვდა, არც ამდენ საათიანი ლოდინი, არც ჭინთვები, არაფერი! ვუყურებდით ჩემს გულზე დაწყვენილ ბარტყს და სხვა განზომილებაში ვიყავით ორივენი <3 პლაცენტის გამოძევება ვერც გავიგე, რაღაც თბილმა და სასიამოვნომ კი გაიარა ბავშვს რომ ვეფერებოდი და ეგ იყო მგონი : ))) არანაირი ჩაჭრა და ჩახევა, ექიმმაც შემაქო, ძალიან იყოჩაღეო. 5 იანვრის დილას, 8-ის ხუთ წუთზე გაჩნდა ჩემი გოგო, 3650 გრამი და 51 სმ, ჩემი ბედნიერება! <3
ექიმითაც და სამშობიაროთიც კმაყოფილი ვარ. ნოდარ ზალდასტანიშვილი არის ძალიან კარგი მეან-გინეკოლოგი! მოგონება საკმაოდ ვრცლად დავწერე და ჩანს როგორი ყურადღებიანი იყო, მშობიარობაც სწორად წარმართა და შემდეგ ბავშვზეც მასთან მივალ : ) არც ექთნების უყურადღებობას განვიცდიდი ნამდვილად. მოკლედ, შემიძლია გირჩიოთ, ვისაც ჯერ არ გადაგიწყვეტიათ.