მეც დავწერ ჩემს მოგონებებს. თუმცა ახლაც გაბრუებული ვარ და აზრზე ვერ მოვდივარ ისე უცებ მოხდა ყველაფერი. მოგონება კიარა სიზმარივითაა.
მოკლედ 24 დეკემბერს, ( 37.6 კვირაზე) მივედი ჰოსპიტალში, რომ ამოგვეტრიალებინა ხელით ბავშვი რომ შემდგომ ბუნებრივად შემძლებოდა მშობიარობა (ჯდომით იყო 30 კვირიდან)
სანამ ამ პროცედურას გააკეთებდნენ, ბავშვის გულისცემის მონიტორინგისთვის გამიკეთეს ის ქამარი, გულისცემას რომ აფიქსირებს.
ერთი მომენტი მარცხნივ დამაწვინეს და უცებ დაეცა გულისცემა, ალბათ კრიტიკულ ნიშნულამდე , იმიტომ რომ უცებ
შემოვარდნენ ექთნები, რაღაც ღილაკს დააჭირეს შემოვარდა ექიმიც. მე ამ დროს ძალიან მშვიდად ვიყავი, შოკისგან ემოცია არ მქონდა.
ექიმმა შემოაგორა სასწრაფოდ ექოსკოპიის აპარატიც, შეამოწმა წყლები და აღმოჩნდა რომ ძალიან ცოტა იყო, იმისათვის რომ ხელით ამოტრიალება გაეკეთებინათ და იმისათვისაც ცოტა იყო სახლში გავეშვი და საკეისროს დღე დაენიშნათ.
მოკლედ მერე სადღაც შემაგორეს კათეტერები გამიკეთეს ხელებზე. ამის შემდეგ როგორ მოვხვდი განათებულ საოპერაციოში საერთოდ არ მახსოვს.
სპინალური ანესთეზია გამიკეთეს, დამაწვინეს ხელებგაშლილი, ჯვარცმასავით :დ. ამაფარეს წინ ლურჯი ფარდა და მე "კულისებიდან" ვუსმენდი პროცესს. ცოტა ხანში სითხის ამოტუმბვის ხმა გავიგე და ტირილი <3 ჩემმა მეუღლემ ბიჭიაო გაოცებულმა. (სქესს ბოლომდე არ ვიგებდით სპეციალურად, სურპრიზი გვინდოდა , ყველას გოგო ეგონა რატომღაც

) ყოველთვის ვფიქრობდი რომ ამ მომენტში ვიტირებდი, მაგრამ რეაქცია არ მქონდა, გაბრუებული ვიყავი მორფინით და ამიტომაც

) ბავშვი დამანახეს და წაიყვანეს შესამოწმებლად. გულზე არ დამასვეს და არც იყო საჭირო. ძილმა მომიარა, ძლივს ვახელდი თვალებს სანამ მკერავდნენ.
მოკლედ ჯანმრთელი დაიბადა ჩემი ნოე . 3.2კგ. უწყლობის გამო ხელებზე და ტერფებზე კანი დაუსკდა

სისხლები მოსდიოდა მაგრამ გაუარა ერთ კვირაში , მალამოს ვუსმევდი.
ოპერაციის მსვლელობისას მარჯვენა მხარი ძალიან დამეჭიმა თუ მეტკინა, ეს ანესთეზიის ერთ ერთი უკუჩვნენება იყო აშკარად, ანესთეზიოლოგი მასაჟივით მიკეთებდა. მალევე გამიარა.
24 საათი მორფინი მქონდა და ყოველ 10 წუთში ერთხელ ვაჭერდი ღილაკს რომ ემოქმედა წამალს.მეორე დღეს უკვე 600იან იბუპროფენს და ჰიდროკოდინს მასმევდნენ ყოველ 6 საატში ერთხელ.
საკეისრო კვეთიდან 8 საათში დერეფანში გავიარე , კუს ნაბიჯებით მაგრამ მაინც. აუცილებელია ფეხზე ადგომა რომ სისხლამ იმოძრაოს.
. მესამე დღეს უკვე სახლში ვიყავი. ჩვეულებრივად ვაკეთებდი ყველაფერს.
ნაკერები არ მაქვს გარედან. არც დამუშავებას საჭიროებდა. რაღაც პლასტირებივით მქონდა და ორ კვირაში შხაპის ქვეშ მოვიძვრე .
ორ კვირამდე ვსვამდი ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ მერე აღარ დამჭირდა. ხელს რომ ვიდებ არასასიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ ძირითადად აღარ მახსოვს ხოლმე.
ოპერაციის პირველ დღეს გულის რევები მქონდა.
არ მინდოდა საკეისროს გაკეთება და ამიტომაც გადავწყვიტეთ გვეცადა ბავშვის ამოტრიალება, კიდევ კარგი მივედით, თორემ ასეთ მცირე წყლებში ღმერთმა იცის რა მოხდებოდა

ქირურგები და ანესთეზიოლოგი ძალიან მაგრები იყვნენ. ქირურგები ქალები იყვენ , გამიკვირდა. ჩვენთან ხომ ძირითადად კაცები არიან ხოლმე.
ექთნები ძალიან ყურადღებიანები, სამშობიაროში ყოფნის დროს შემეძლო მეთქვა რომ გაეყვანათ ბავშვი და მე დამეძინა, მაგრამ მინდოდა ჩემთან ყოფილიყო <3
აქ გოგოები წერენ რომ ტკივილები აქვთ საკეისროს შემდეგ, მე ამდენ წამალს ვსვამდი და მაინც მქონდა ტკივილი და რატომ ითმენთ? არტო არავინ ნიშნავს ტკივილგამაყუჩებელს? ძალიან მიკვირს.
გაზებზეც წავიკითხე, ამხელა ჭრილობაა და შეკერვის დროს ბუნებრივია იქ ჰაერი გროვდება, რომელიც ნაწლავებში გადადის.
ტკივილი იმიტომაა რომ საშვილოსნოა გაკერილი და ეს გაზები იწვევს ტკივილს.
ამისთვისაც ვსვამდი წამალს. ასევე კუჭის მოქმედებისთვის რაღაცას.
პ.ს. ძუძუთი კვებას რაც შეეხება, წინასწარ გადაკითხული და ნანახი მქონდა Uტუბეს მგონი ყველა ვიდეო ლაქტაციის. ვიცოდი როგორ უნდა ჩაედო ბავშვს სწორედ, რომ არ მქონოდა პრობლემა. თავიდან რაც არ უნდა კარგად წოვოს მაინც არის ტკივილი, დაახლოებით 4, 5 დღე.
როცა რძე იწყებს "ჩადგომას" მკერდი მაგრდება აი მანდ უშვებენ შეცდომას. ამ დროს საჭიროა გამოწველა , ხელის სატუმბი მომცეს იქვე. რაც უფრო მეტს გამოიწველი მით უფრო მეტი რძე გამომუშავდება. თუ მკერდი გამაგრებულია წინასწარ საჭიროა რომ გამოიწველოთ რომ მოეჭიდოს ძუძუს თავს ბავშვი. მოკლედ
სწორედ თუ მიუდგებით ლაქტაციას და ინფორმაციას მოიძიებთ არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ
This post has been edited by Iron Butterfly on 18 Jan 2016, 12:07
When Life Just Blows .... Fukitol® !
I'm Gonna Git You Sucka