ანესთეზიაზე ჩემთანაც რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.
თერთმეტში თერთმეტზე მქონდა დანიშნული, მივედი და კარს იქით ძლივს აღმოვჩნდი, მოსაცდელში მომიწია ერთი სთ ლოდინი.
მერე რეგისტრაცია,,მერე ინტენსიურში გადასხმა. 2ისთვის მომიწია შესვლა საოპერაციოში.
მარიკა კი იყო იქ(ჰერაზეა ლაპარაკი)
მაგრამ კონსულტაცია სხვა ანესთეზიოლოგთან მქონდა გავლილი რამდენიმე დღის წინ
და გასაკეთებლადაც ის შემომყვა.
ძალიან თბილი გოგო კი იყო, ყველაფერს მიხსნიდა, მეც ვეკითხებიდი რაღაცეებს.
რო მიკეთებდა ნემსს, ტაკოსთან დენის დარტყმასავით ვიგრძენი ისე რო შევკივლე.
ჩემს მცირე წონას დააბრალა, ნემსს არაფერი არ ჭედავსო, არ გაინძრეო.
სოსო მყავდა აყვანილი, გადაწყვეტილი ქონდა
რო სასწრაფო საკეისროში გაეყვანა, იქ წინა საკეისროს ნაკერი, იქ სიმფიზიტი,
ბავშვის არასწორ მდებარეობას წაგიმატებ და ეგ არისო.
მეორე სოსო როა, გელოვანი მგონი,,ეგეც ესწრებოდა.
წელიწადნახევრის წინ სხვა მეანმა გამიკეთა
საკეისრო და მაშინაც მესწრებიდა ეს გელოვანი. ხოდა უკვე დაწვენილზე და გახდილზე მიცნო, მანამდე ვერა, და რავი
რაზე მიცნო არ ვიცი

ხოდა უი შენ ხო ის ხარო, წინა საკეისრო
ამა და ამ ტრავმის გამო რო გავაკეთეთო.
ღოღობერიძეს დაუწყო ამასო ისეთი ჩვენება აქვს,
ქვას გახეთქავსო, არ გვინდა ეს სასწრაფო, ვერ ემთხვევა კარგად შემოსვლის და გაკეთების საათებიო და
გეგმიური დავწეროთ,,არქივში მოვნახოთ ის წინა ფორმა ასიო.
კარგიო ღოღობერიძემ.... მაგრამ პრინციოშუ ახლა იმის ქექვას მოდი ისევ სასწრაფო დავწეროთო.
წავიდა ამ თემაზე მსჯელობა და აი გაუზვიადებლად რო ვთქვა
ერთი 30ჯერ შეცვალეს აზრი, აღარ წერდა ბოლოს ექთანი,,ჩამოყალიბდით ჯერო,,ყველა ერთად ვიხოცებიდით უკვე სიცილით

შიგადაშიგ გავიძახოდი ბავშვი ნორმალურად მაჩვენეთთქო, წინაზე ერთი წამი შემახედეს და მასე არ მიქნათთქო.
რო ამოიყვანეს ისე ხმამაღლა იტირა,,ეგრევე დავიმახსოვრე ხმა და ტირილის მანერა
ისე მიკვირდა სხვა გოგოები რო ვერ ცნობდნენ ხოლმე.
სოსომ წინა ნაკერი ამომიღო მთლიანად(სასწაული საშინელი ნაკერი მედო)
და ახალი დამადო, ერთი ცალი მშვენიერი ზოლი
მაქვს,,კონტრაქტუბექსსაც ვისვამ,
მიხარია ძალიან ისე რო აღარ მექნება.
ანესთეზიას რაც შეეხება, მერე საშვილოსნოზე რო უნდა დამწოლოდა სოსო ინტენსიურში, ავტეხე კივილი,
არადა ჩემს წინ გაკეთებულ საკეისროს არ ქონდა ჯერ მგრძნობელობა დაბრუნებული. სოსომ აბა ფეხები გაამოძრავეო,,ვერ გავამოძრავე. პანიკაში
ხარ უბრალოდო და დამაწვა ძლიერად და
ვაიმეე აი სუნთქვა შემეკრა ტკივილისგან,
ფილტვები გადამეკერა მართლა,,მუშტები ვურტყი სიმწრით კედელს თუ რაღაცას, ვტიროდი.
ჯერ ერთი გამიკეთეს რაღაც გამაყუჩებელი, არ მიშველა, მერე რაღაც უფრო ძლიერი დამიმატეს.
ყური მოვკარი, რაღაც არათანაბარი გადანაწილებაო, ალაგალაგ გავიდა ანესთეზიაო....
შენ ყოველთვის სწორად იქცევი, მაგრამ სხვებს აშვებინებ ბევრ შეცდომებს... (c)
.......
[[.]][[.]]][[.]] ♂ ♀
.........
.....და ღმერთი ღრუბლებშემოვლებულ ტახტზე კი არა,
ეგებ ჩირგვში ზის, და ყველანი სიცილად ვყოფნით.......
........................
♬ ♪♫ ♩