შემოგთავაზებთ ეროვნული პროტოკოლიდან ამონარიდს,მგონი დაგაინტერესებთ:
(ვისაც დააინტერესებს შემიძლია ავტვირთო გაიდლაინი (ეროვნული პროტოკოლი) როგორც ძუძუთი კვებაზე,ასევე ზოგადად,2 წლამდე ბავშვის კვებაზე.)
8. რეკომენდაციები
8.1. განმარტება
საკეისრო კვეთა არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც დედის მუცლის წინა კედლისა და
საშვილოსნოს გაკვეთის საშუალებით ხდება საშვილოსნოდან ნაყოფის ამოყვანა
გადაუდებელი საკეისრო კვეთა: საკეისრო კვეთა, რომელიც იწარმოება მშობიარობის დაწყების შემდეგ.
გეგმიური საკეისრო კვეთა: საკეისრო კვეთა, რომელიც ტარდება მშობიარობის დაწყებამდე
საკეისრო კვეთის კლასიფიკაციას ხშირად ახდენენ გადაუდებლობის ხარისხის მიხედვით, კერძოდ:
დედისა და ნაყოფის სიცოცხლის უშუალო საფრთხე; (კატეგორია 1)
დედისა ან ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, სიცოცხლის უშუალო
გადაუდებელი საფრთხის გარეშე; (კატეგორია 2)
არ აღინიშნება დედისა და ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, მაგრამ
საჭიროა ადრეული მშობიარობა; (კატეგორია 3)
მშობიარობა ქალისა და პერსონალისათვის მოსახერხებელ / მისაღებ დროში
დაგეგმვით. (კატეგორია 4)
8.2. საკეისრო კვეთის ჩვენებები
საკეისრო კვეთის ოპერაცია ტარდება მაშინ, როცა პაციენტსა და ექიმს მიაჩნიათ, რომ საკეისრო კვეთის
შემთხვევაში მოსალოდნელია დედისა და ნაყოფის გამოსავლები გაუმჯობესება საშოსმხრივ
მშობიარობასთან შედარებით.
6
1. პარტოგრამით დადასტურებული მშობიარობის პროგრესის შეფერხება:
სამშობიარო მოქმედების სისუსტე,
კლინიკურად ვიწრო მენჯი.
2. ნაყოფის არაკეთილსაიმედო მდგომარეობა;
3. ნაყოფის არასწორი მდებარეობა და წინმდებარე ნაწილის არასწორი ჩადგმა:
ნაყოფის მენჯით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა < 2500 - 3600 >გრ ,
ნაყოფის ჯდომით წინმდებარეობა, როდესაც ნაყოფის წონა არის <2500- 3600> გრ და თავის
გაშლითი მდგომარეობა დადასტურებულია ექოსკოპიურად,
ტერფით ან მუხლით წინმდებარეობა,
ნაყოფის გარდიგარდმო მდებარეობა.
4. პათოლოგიური პლაცენტაცია:
პლაცენტის წინმდებარეობა (მე-3 ან მე-4 ხარისხი),
პლაცენტის მიხორცება,
vasa previa.
5. დედის ინფექცია (პირველადი გენიტალური ჰერპესი, აივ ინფექცია):
მწვავე გენიტალური ჰერპესი (HSV) ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რომლის პირველი
ეპიზოდი გამოვლინდა მშობიარობის დროს ან მოსალოდნელ მშობიარობის ვადამდე 6
კვირის მანძილზე;
აივ ინფექცია:
o თუ ორსული ქალი არ იტარდებდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობას ან
o ვირუსული დატვირთვა შეადგენს ≥ 400 ასლ/მლ;
კოინფექცია C ჰეპატიტითა და აივ-ით, ვინაიდან გეგმიური სკ-ის დროს მცირდება C
ჰეპატიტისა და აივ-ის დედიდან ბავშვზე გადაცემის რისკი.
6. მრავალნაყოფიანი ორსულობა:
როცა არ აღინიშნება პირველი ნაყოფის თავით წინმდებარეობა,
მონოქორიონული მონოამნიონური ტყუპი ფეტო-ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომის
არსებობისას;
7. ჭიპლარის წინმდებარეობა ან მარყუჟის გამოვარდნა;
8. სამშობიარო გზების მექანიკური დაბრკოლება:
საშვილოსნოს დიდი ზომის მიომა,
დიდი ზომის წვეტიანი კონდილომა,
მენჯის მოტეხილობა ცდომით,
7
ნაყოფის ანომალია, როგორიცაა, მწვავე ჰიდროცეფალია;
9. დიდი ზომის ნაყოფი (ნაყოფის სავარაუდო წონა ≥ 4 500გრ);
10. ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა, როცა დედისა და ნაყოფის
მდგომარეობის გამო მშობიარობის ბუნებრივი გზით დამთავრება შეუძლებელია;
11. არასრულფასოვანი საშვილოსნოს კედელი, რომელიც გამოწვეულია:
მიომექტომიის დროს საშვილოსნოს კედლის დაზიანებით,
საშვილოსნოს პერფორაციით,
საშვილოსნოს პლასტიკური ოპერაციით,
ექტოპიური ორსულობის დროს საშვილოსნოს კუთხის ამოკვეთით,
გადატანილი საკეისრო კვეთით;
12. ანამნეზში ერთზე მეტი გადატანილი საკეისრო კვეთა;
13. მძიმე პრეეკლამფსია და ეკლამფსია რომელიც არ იძლევა ვაგინალური მშობიარობის ჩატარების
საშუალებას;
14. ქსოვილების დაზიანების გაზრდილი რისკი, რომელიც გამოწვეულია შემდეგი გართულებებით:
საშვილოსნოს ყელის ინვაზიური კიბო,
რექტოვაგინალური ფისტულის ან სასქესო ორგანოების პროლაფსის გამო გადატანილი
ოპერაცია;
15. ხელოვნური განაყოფიერება ხანგრძლივი უნაყოფობითა და დამძიმებული სამენო-
გინეკოლოგიური ანამნეზით;
16. დედის ექსტრაგენიტალური დაავადებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დედის
ჯანმრთელობას და დადასტურებულია შესაბამისი სპეციალისტის დასკვნით (მაგალითად:
ექსტრაგენიტალური სიმსივნე, ცერებრული ჰემორაგიული ინსულტი ან ანევრიზმა, გულის
ხელოვნური სარქველი, გადანერგილი თირკმელი).
17. დედის უეცარი სიკვდილი ცოცხალი ნაყოფის არსებობის დროს;
18. რამდენიმე რისკ-ფაქტორის არსებობა, რომელიც ცალკე არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის
ჩვენებას, მაგრამ რამდენიმე მათგანის კომბინაცია რეალურ საფრთხეს უქმნის ნაყოფს
ბუნებრივი გზით მშობიარობის შემთხვევაში.
8.3. საკეისრო კვეთის ჩატარების ვადა და წინასაოპერაციო მომზადება
გეგმიური საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს ≥39 კვირის ვადაზე, ხოლო ტყუპით ორსულობის
დროს ≥ 38 კვირაზე. უმჯობესია ოპერაცია გაკეთდეს დაწყებული სამშობიარო მოქმედების
დროს.
გადაუდებელი საკეისრო კვეთის დაწყება რეკომენდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან
არაუგვიანეს 30 წუთისა.
8
აუცილებელია ოპერაციამდე პაციენტისგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის
მიღება.iv
საკეისრო კვეთამდე უნდა ჩატარდეს შემდეგი ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლში
ჰემოგლობინის, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა.v როცა სკ ტარდება სისხლდენის,
პლაცენტის აცლის, საშვილოსნოს რუპტურის ან პლაცენტის წინმდებარეობის გამო, დამატებით
უნდა ჩატარდეს შრატის შეგროვება სისხლის ჯვარედინი შეთავსებისათვის და კოაგულოგრამა;
ნაწარმოები უნდა იქნას შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.
საოპერაციო არის გაპარსვა რეკომენდებული არ არის.
უპირატესობა ენიჭება რეგიონალურ ანესთეზიას.
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ღებინების საწინააღმდეგო და ანტაციდური
საშუალებები.
ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიზნით დანიშვნის დროს უპირატესობა ენიჭება
ანტიბიოტიკების ერთჯერად დოზას ი/ვ-ად (მაგალითად, პირველი თაობის
ცეფალოსპორინები, ფართო სპექტრის პენიცილინები).
არ გამოიყენოთ კო-ამოქსიკლავი ანტიბიოტიკების კანის გაკვეთამდე დანიშვნის დროს.
ვენური თრომბოემბოემბოლიის მაღალი რისკის შემთხვევაში საჭიროა
თრომბოპროფილაქტიკის დაწყება ოპერაციიდან 6-12 საათის შემდეგ დაბალმოლეკულური ან
არაფრაქციონირებული ჰეპარინით, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს სისხლდენის რისკი.
საკეისრო კვეთის დროს აუცილებელია შესაბამისი ზომის ელასტიური წინდა-კოლგოტის
გამოყენება.
შენიშვნა: საკეისრო კვეთა დედის მოთხოვნით
დედის მოთხოვნა არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ჩვენებას საკეისრო კვეთისათვის. ასეთ
შემთხვევაში ექიმი ვალდებულია დაწვრილებით განიხილოს ორსულთან და მის
ახლობლებთან ერთად ბუნებრივი გზით მშობიარობის უპირატესობები და საკეისრო კვეთის
მოსალოდნელი გართულებები.
აუხსენით პაციენტს, რომ ყოველი მომდევნო საკეისრო კვეთის შემდეგ იზრდება პლაცენტის
წინმდებარეობის, პლაცენტის ჩაზრდის (ჭეშმარიტი მიხორცების) და საკეისრო კვეთის დროს
ჰისტერექტომიის საჭიროების რისკი.
ექიმს უფლება აქვს უარი განაცხადოს ქალის მოთხოვნით საკეისრო კვეთის ოპერაციის
ჩატარებაზე. თუმცა, მშობიარობის გზის არჩევა კვლავ რჩება დედის უფლებად. საკეისრო კვეთის მოთხოვნის შემთხვევაში პაციენტთან კიდევ ერთხელ დაწვრილებით
განიხილეთ ამ მოთხოვნის მიზეზები.
თუ პაციენტს აქვს მშობიარობის შიში, შესთავაზეთ ეფექტური გაუტკივარება.
დამატებითი ინფორმაცია თანდართულ ფაილში:
This post has been edited by narkozeli on 16 Feb 2016, 17:59
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 2308 )
Protocol_Cesarean_session.pdf