ამ პოსტს ვუძღვნი ჩემი თაობის მომავლების ყველა მპოსტავს, ერთმანეთს რომ ასე ვგულშემატკივრობთ მთელი 9 თვე..
ცემი ამბები კი იცით, მე გადავწყვიტე საკეისროს გაკეთება, ბევრი ბევრი მღელვარებისა და ფიქრის შემდეგ.
37 კვირაზე მივედი მეანთან და დავგეგმეთ ოპერაციის თარიღი. თან მინდოდა, რომ რაც შეიძლება გვიან გადამეტანა, ძალიან განვიცდიდი რომ ბავშვი საკუთარი ნებით არ უნდა დაძრულიყო, თან 37 კვირიდან ყოველი დილა იწყებოდა იმის შიშით რომ სამსახურში არ დამწყებოდა ტკივილები
აქ ბევრი სჯა-ბაასი გვქონდა ოპერაციაზე, საკეისროს შემდგომ ტკივილებზე, რეაბილიტაციის პროცესზე, ვიცი ბევრს გაინტერსებთ ამიტომ ცოტა დეტალურად დავწერ და იმედია არ დაგღლით

9ში მთელი დღე სახლში გავატარე, ძალიან ვნერვიულობდი მომავალ დღეზე, თან ჩემი ქმარი სამსახურში იყო გვიან საღამომდე და მთელი დღე ცრემლების ღვრაში გავატარე, ძან გულაჩუყებული ვიყავი, რომ მირეკავდნენ ეგრევე ბღავილს ვიწყებდი. ცალკე სტრესი იყო სახელი, რომელიც ისევ არ მქონდა შერჩეული.

ორი ალტერნატივიდან უნდა ამომერჩია.
იმ ღამეს კიდევ კარგი კარგად მეძინა, დილა რომ გათენდა მოვწესრიგდი და წავედი. ჩაჩავამდე ზუსტად 3-4 წთია ჩემგან და ამ 3-4 წთში მოვასწარი ერთი ორჯერ ქვითინი, გაგიკვირდებათ და ერთადერთი რისიც მეშინოდა, გაუტკივარება იყოს, ის ნემსი და შეგრძნება.
მიმღებში რომ მივედი ყველანაირმა მღელვარებამ გადამიარა, სანამ საბუთები მოაწესრიგეს, ანალიზები და ა.შ გადავერთვე, ამიყვანეს პალატაში, ჩამიდგეს კათეტერი მაჯაზე (ერთადერთი ტკივილი რაც ვიგრძენი ოპერაციის ბოლომდე), დამახვიეს ბინტები, მერე მოვიდა ჩემი მეანი, მომიკითხა ხო კარგად ხარო და მეც გაკრეჭილმა კი მეთქი. ანესთეზიოლოგი შემხვდა განყოფილების გამგე, ირაკლი ღელაღუტაშვილი, და რომ გავიგე ის იქნებოდა ძალიან გამიხარდა, გავმხნევდი ერთი ორად, მის აყვანას ვაპირებდი მაგრამ ბოლო დღეს გადავფიქრე აღარ მინდოდა ყველაფერზე ჩაციკვლა, თავი დავარწმუნე რომ ყველა კარგი ანესთეზიოლოგი ინქებოდა. ვესაუბრე ამ კაცს პალატაში, დამამშვიდა, უწუ პუწუ და წავედით საოპერაციოში ეტლით.
ახლა რასაც დავწერ არ შეგეშინდეთ, ხომ ვთანხმდებით, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია.ეს იყო სუფთა ფსიქოლოგიური თუ ნევროზული მომენტი, იმიტომ რომ რაღაც უაზროდ მეშინოდა ანესთეზიის. - საოპერაციოში შესვლისას, და სინათლეების აბრჭყვიალებსიას გავხდი ყველაზე ცუდად თუ კი ოდესმე ვყოფილვარ. ამიტანა შიშებმა საშინელმა; ნემსი გამიკეთა ისე რომ საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი, ბოდიშიო მითხრა და სულ ეგ იყო. მერე დაიწყო ეს გაბუჟება, ანესთეზიოლოგს ვეუბნები გონებას ვკარგავ მეთქი

, რა გონებას კარგავ, ვაკონტროლებთ წნევას, პულსსო. მერე ვიგრძენი, მკერდს ქვემოთ ვეღარაფერს ვგრძნობდი და ახლა მაგაზე გადავირიე, და იმ წუტიდან ბოლომდე შენიშვნას მაძლევდნენ და მეჩხუბებოდა ირაკლი და მისი ექთანი . ვცდილობდი ფეხები გამემოძრავებინა, ვერ ვეგუებოდი რმ არ შემეძლო მოძრაობა

მარტო ხელებს ვახვანცალებდი, გადაირივნენ
მომამზადეს და მოვიდა ჩემი მეანი, ვხვდები რომ უნდა დაიწყოს უკვე გაჭრა და 3 ჯერ ვთქვი ჩემი ქმარი ხომ გახსოვთ მეთქი, კიო გვახსოვსო, მაგრამ არ ეძახდნენ. ყველაზე მეტად როცა მჭირდებოდა, მაშნ არ იყო ცემს გვერდით. მოკლედ გაჭრა რომ დაიწყო (ვერც მივხვდი როდის დაიწყო, ექთანმა მითხრა აბა რას იგებო გაგჭრა უკვეო), მერე გადასცეს რაციით შემოიყვანეთ თავზე მდგომიო. მოვიდა და მეკითხება როგორ ხარო, და ძალიან ცუდად მეთქი

გული გაუსკდა , ალაბთ რა სახე მქონდა და თან რა პასუხიც გავეცი, ამ დროს თავთან მდჯომმა ანესთეზიოლოგმა ქალმა დამიწყო ჩხუბი, მაგას რას ეუბნები, მე მითხარი თუ ცუდად ხარო. 2-3 წთ გავიდა, ვიგრძენი ძალიან ძლიერი დაწოლა მუცელზე, სადღაც გულთან და გავიგე ჩები ბიჭის ჩხავილი. სულ მაინტერესებდა რა შეგრძნებაა მეთქი, მართლაც, ესაა ენით აღუწერელი. და ამ დროს მესმის, ეს ქალი ახლა ჩემს ქმარს ეჩხუბება

თავს ვერ ვწევდი ვერ ვუყურებდი, რა ხდებოდა, თურმე ტიროდა და ჩხუბობს ეს ანესთეიოლოგი, აჰა ახლა ამან დაიწყო ტირილიო, მეცინება ძალიან. და ეკითხება რა გქვია, 4 ჯერ კითხა და ქმარმა პასუხი არ გასცა, ძაან აუდგილო იყო ეგ კითხვა, და მე შევკივლე გეკიტხება რა გქვია მეთქი

მომიყვანეს ჩაცმულ დახურული ჩემი ბიჭი, და იმდენი ვკოცნე თბილ ლოყებზე, აი მაშინ კი მეც ავტირდი ხმით. ამ წუთამდე ვგრძნობ იმ შეხებას და ალბათ ბოლომდე გამყვება. ძალიან ტკბილი იყო.
გაიყვანეს ბავშვი და ქმარი. გაგრძელდა ოპერაცია და მე კანკალი. ეს კანკალი ვიცოდი რომ ბუნებივია ოპერაციის დროს, მალე გაიარა. ბოლოს ექთანს ვკითხე გარე ნაკერს ხომ თვითონ მადებს მეთქი მეანი და კიო, მეთქი ყველა მიმტკიცებს რომ ასისტენტ ექიმი ადებს ნაკერს და ეხლავე ჩამოვხსნითო რაც აფარებული მქონდა და დაგანახვებთ თუ გინდაო. არა იყოს მეთქი.
დასრულდა ბედნიერად ოპერაცია და გადამიყვანეს ოპერაციის შემდგომ ბლოკში. 2 სთ ვიწექი იქ, საოპერაციოში ექიმმაც გამაფრთხილა და ექთანმაც, რომ ტკივილს არ დაელოდო, ეგრევე ოდნავ მოგივა თუ არა შეწგრძნება საშვილოსნოსთან ეგრევე მოითხოვე გამაყუჩებელიო. თორე მერე გაგიჭირდებაო. ასევე სადაც გადამიყვანეს იქაც გამაფრთხილა ექთანმა იგივე. მერე ტელეფონი ამომიტანეს და პირველი სმს დამხვდა ჩვენი ერთ ერთი ფორუმელის, ისეთი გამამხნევებელი იყო, დავბრუნდი რეალობაშ, მივხვდი რომ დასრულდა ყველაფერი. ამასობაში დროც გავიდა თურმე ტკივილი დამეწყო უკვე მე კიდე გაბრუებული ვარ დამავიწყდა თქმა და ექთანმა შემახსენა, არ გტკივაო? და უი კი მეთქი.. და სადღაც 15 წთშუ ამოიტანეს მორფი და რაღაც და გამიკეთეს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ძლეირი ტკივილები დამეწყო. მერე იყო საშვილოსნოს აუტანელი მასაჟი, მაწივლეს მაკივლეს, მაგრამ ვიცოდი ცემი გინეკოლოგისგან, რომ აუცილებელი იყო ეს, ამიტომ თავს ვიკავებდი მაქსიმალურად. პალატაში რომ გადამიყვანეს იქაც გამიკეთეს ეს მასაჟი, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ პირველ დღესაა რა და უცებ გადის.
2 საათის მერე გადავედით პალატაში, ისევ პანიკაში ვიყავი ფეხებს რომ ვერ ვგრძნობდი ოპერაციიდან 3.5 საათის შემდეგ. მეთქი ესე არ დავრჩე.
ორ ადგილიანში ვიყავი, მეორე ჯერ არ იყო მოსული, მაგრამ საღამოს ლუქსში გადავედი, ჩემები რომ არ დარჩენილივნენ, ალბათ მოვკვებოდი, ბავშვი სულ ჩვენ გვყავდა და წარმოუდგენელია როგორ შეძლება მარტო მომევლო ნაკესირალს. პირველი 3 დღე მქონდა საკმაოდ ძლეირი ტკივილი, პირველი ადგომა იყო ძალიან მტკივნეული ჩემთვის. და შებერილობა, რომელმც გადამრია. კიდევ კარგი მე ორჯერ გავიკეთე ოყნა საკუტარი ნებით, საღამოს და დილით, ყველას გირცევთ ასე მოიქცეთ, კიდევ ადვილად გამოვძვერი, თორე გაკეთებული რომ არ მქონოდა გაცილებით მტკივნეული იქნებოდა.
სამშობიაროდან გამოვედი უზომოდ დაღლილი, ტკივილისგან და ღამისთევებისაგან. დღეს მე-10 დღეა და ცოტა გამოვხიედე თვალებიდან, ტკივილებმაც იკლო, მე პრობლემით გამოვედი, საშვილოსნოს შეკუმშვა არ მოწონდათ, ახლაც უფრო დიდია ვიდრე უნდა იყოს მაგრამ იმედია ეგეც მოგვარდება. ასევე, ვისაც მგრძნობაირე კანი გაქვთ და ალერგიული ხართ, მაქსიმალურად მეორიდათ მათი საფენების ხმარებას (დიდები რომაა კეცავენ და გიდებენ), მე პირველი დღე ეგრევე ვიწექი და საშინელი ალერგია მომცა საჯდომზე, შEნდეგ ლეიკომ გამიღიზიანდა მუცელი მაქვს დაწყლუებული და ამ ქავილების ფონზე გლობალური ალერგია წავიდა მთელს ტანზე მაქვს გამონაყარი. ჯერ ჯერობით ვერაფერს ვშველით. კიდევ კარგი ფეხებქვეშაც ეგ არ გავიკეთე, ცემსას ვდიებდი, თორემ რა დამემართებოდა წარმოდგენაც არ მინდა.
ახლა კი კლინიკა და ექიმი, ყველაფერი რომ დასრულდება მშვიდობიანად, ექიმს მერე დავწერ, ისე კი ყურადღებიანი ძალიან , დღეში რამოდენიმეჯერ შEმოდიოდა, მკითხულობა. ისე კი დარწმუნებული ვარ ამ კაცის პროფესიონალიზმში და ბოლომდე მივენდე! ჩაჩავას პერსონალით ძალიან კმაყოფილი ვარ, რასაც ვთხოვდი ყველაფერს მიკეთებდნენ გულიანად და არ ამხსოვს რამეზე დაეგვიანათ. კომფორტი გადასარევი, 2იანიც მომეწონა მე საღამომდე სადაც ვიყავი, და ლუქსიც.
ძალიან გამიგრძლდა, ვიცი. გოგოებო, ყველას ყველას გისურვებთ ბედნიერ დედობას, ჯანმრთელ ბაიებს, ამაზე დიდი ბედნეირება არაფერია. ძალიან საყვარელია ეს წრიპა, ისეთი დაღლილი ვარ , ადამიანს არ ვგავარ მაგრამ ამის გამო მაინც არ ემზარება არაფრის კეთება. ტოქსიკოზების დ აუბედურებების შემდეგ, ისევ ბევრჯერ გავაჩენდი ბევრ ბაიას, საკეისროთი დაბადება შესაძლოა არაა სიეტი ემოციური და ჯანმრთელი, როგორც ფოზიოლოგიურად, მაგრამ რა ვქნა, ჩემი თავის იმედი არ მქონდა. საკეისროს შEმდგომ ასეთ ტკივილებს არ ველოდი, მე ყვეას მაინც ვურჩევდი - არა საკეისროს, მაგრამ მე მაინც არ ვნანობ. ერთადერთი ცოტა გულზე მხვდება რომ მე 3 ბაია მაინც მინდა მინიმუმ და როგორ იქნება ოპერაციებით ეგ ამბავი არ ვიცი, თუ შეიძლება
ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობსიათვის . კითხვებზე გიპასუხებთ სიამოვნებით.
* * *
დედა, რამდენი მიწერია, არა ვარ კარგად. ბავშმა კარგად დაიძინა და მეც დეტალურად დავწერე