ორსულობაში სულმოუთმენლად ველოდებოდი როდის დაიწერებოდა ახალი მოგონება.. და ვფიქრობდი იმ დღეზე როცა მეც დავწერდი.. და აი ეხლა ვწერ..))
ბოლო პერიოდში მუცელი. წელი. ძვლები .ყველაფერი მტკიოდა და რატომღაც უცნობი მეზობლებიც აღნიშნავდნენ ერთმანეთშI რომ სიარული აღარ შემეძლო.. პირველად ხელით როცა გავესინჯე ყელი უკან არის წასულიო გავასოწორეო ნუ მოკლედ.. მესამე დღეს საღამოს იმატა ტკივილებმა და ვეღარც ვდგებოდი სკამიდან.. მივედი გასასინჯად.. ისევ უკან არის ყელი წასულიო..აზრი არ ქონდა ანუ იმ გასწორებას .. წამოვედი სახლში და შეიქნა ისეთი სიტუაცია რომ მეორე დღეს დამეხმარებოდნენ მშობიარობის დაწყებაში.. ანუ დაჩქარებაში.. მთელი ღამე ტირილში მალე მიილია..)) და აი გათენდა .. ვემზადები ცხოვრების ახალი სტილის მოსარგებად და რათქმაუნდა ცრემლი არ მაშრება.. მეშინია ძალიან მეშინია..
მოვიდა 10 საათი და ჩვენ ამ დროს სახლიდან უნდა გავსულიყავით.. წავედი კანკალით შევედი სამშობიაროში და რომ გამსინჯეს 2 თითზე იყო გახსნა.. ექიმი მიეხმარა და 2 საათში ტკივილი დაგეწყება წამოდი ბლოკშიო.. ჩავიცვი ძლივს რაღაცეები გამოვემშვიდობე მეუღლეს და წამიყვანა ერთმა ქალმა ბლოკში.. გზაში ისევ ტირილი დავიწყე და რა გატირებს სულ მუცელში ხო არ გეყოლებაო გამიცინა .. შემიყვანეს ბლოკში მომცეს ენის ქვეშ დასადები დამაწყნარებელი და ცოტა ხანში მოვითხოვე დედის ამოყვანა..
12 საათზე მშვენიერ ხასიათზე ვიყავი.. სელფებს ვიღებდი და ვაგზავნიდი .. დავდიოდი აქეთ იქით და მეშინოდა ტკივილების დაწყების..
1 ის ნახევრისკენ ტკივილები დამეწყო და ჰოი საოცრებავ 5 წუთში ერთხელ მივლის პირდაპირ..
2 საათისთვის უკვე იმატა ტკივილმა და მე ვარ პანიკაში .. რას ვუძლებთ. რატო ვუძლებთ.. მე ველოდები რო 3 მდე გავიხსნა და გაუტკივარება გავიკეთო..
5 საათისთვის 3 თითზე გავიხსენი და უკვე ძალები აღარ მაქ.. მეძინება. გული მერევა..მშია .. არვიცი ყველაფერი მჭირდა რაც კი რამე არსებობს..
გახსნილი ვარ ხალხო და ესაა ბედნიერება რო შემიძლია გაუტკივარება გავიკეთო მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა რო ტკივილები 2 წუთში ერთხელ არის მე საწოლს ვურტყამ .. ტელეფონს არ ვინდობ და გავკივივარ ბოლო ხმაზე.. მაგრამ ანესტეზიოლოგი არსად არ ჩანს და იმიტო როო ოპერაციაზეა შესული.. (ჩემი ბედიი რა ვთქვი მართლა)) დედა მოთმინებით ვეღარ იტანს ჩემ ტანჯვას და დარბის აქეთ იქით და ეკითხება ანესთეზიოლოგი სად არისო (მიუხედავად გაუტკივარების წინააღმდეგობისა)..
მოვიდა 6 საათი,, კიდე არ მოდის ანესთეზიოლოგი.. და ეს დრო იმდენად იწელება, ისე რომ რავიცი.. აღარ შემიძლია ძალა არ მაქვს.. ტკივილები ძალიან მალე მოდის და ძალიან თამამად.. რაუნდა არვიცი ვერ ვხვდები უბრალოდ..
აი 7 ის 15 წუთისთვის გამოჩნდა ანესთეზიოლოგი და გააკეთა გაუტკივარება .. დიდი ხანი აკეთებდა თან მეუბნებოდა რაც არ უნდა აგტკივდეს არანაირად არ გაინძრეო და ეს იყო საშინელება.. გააკეთა გაუტკივარება მაგრამ მე მაინც მტკივა.. 15 წუთი უნდა სრულ გაყუჩებასო.. არადა მე არ მიყუჩდება.. აიი იმ ტკივილთან შედარებით რავიცი მაგრამ რაღაც სხვანაირი ტკივილი მოვიდა.. უცნაური .. ტვალეტში მინდა გასვლა ..მომიტანეს სუდნო და ვეუბნები მინდა მაგრამ ვერ გავდივარ თქო და გაიცინეს .. არ მოვეშვი და ჰა მოდიი გაგსინჯო ერთიო.. გამსინჯა და აიი სრული გახსნა და მე უკვე ჭინთვები მაქვს 7 ის ნახევარზე.. გადავედით სკამზეოო.. მივბობღავ და გზაში მეწყება ჭინთვა..ვერ ვიკავებ აარვიცი ეს რა გრძნობაა მაგრამ აღარ შემიძლია .. დავიღალე..
ავცოცდი იმ საშინელ სკამზე.. 3 ჭინთვაო აუცილებლადო ძლიერიო.. კარგი თქო და თვალებში ისეთი სახით ვუყურებ რაუნდაოო ალბათ ფიქრობენ..
თუ გაიჭინთები ძლიერად თუ არადა ისუნთქეო.. არადა არც ჭინთვა შემიძლია არც სუნთქვა.. ნუ მოკლედ..
15-20 წუთი ვიჭინთები და არაფერი.. მხოლოდ კუჭნაწლავს ვცლი

.. ბავშვი მოდიის მერე შედის ისევ და მოკლედ ძალიან ვაწვალებ.. იმ რკინებს ვექაჩები და ვკივივარ.. ნუ კივიხარო.. კარგი თქო ..

ერთმანეთს გადაუჩურჩულეს ვერ ავცდებითო.. და გავიფიქრე ეგრევე ვაკუუმს თუ აპირებენ ეხლა ესენი თქო.. ძალებს ვიკრებავ და არ მშველის და უნდა ჩაგჭრაო.. კიბატონო თქო დავეთანხმე წამში.. ჩამჭრა .. ერთი მოვექაჩე იმ რკინას და მთელი ძალით მივაწექი და გამოყო თავი რაღაცამ რამაც ეგრევე დაიკნავლა და მე გულში რაღაცა იმაზე თბილი ჩამეღვარა ვიდრე მთელი დედამიწა.. სამყაროო.. გამოყვა ტანიც და ბინზური ეგრევე დამაგდეს მუცელზე .. 3.100 ..52 სანტიმეტრი.. მივიხუტე გულზზე და ტირილი ამიტყდა.. ექიმს გაეღიმა და ხელი გადამისვა..
ეხლა დადგა გაკერვის დრო და დამიმატეს ის ანესთეზია რომელმაც არ გამიყუჩა

ვგრძნოობ ყველაფერს და ვკივივარ არადა არ ჯერათ რო მტკივა.. ამით საკეისროს ვაკეთებთო და შენ პანიკაში ხარო.. კაი თქო და ბოლომდე ვიტანე გმირულად.. გულზე მყავდა ჩემი ბიჭი მიკრული და ისე ვუჭერდი ხელს იმისიც მეშინოდა არ გავჭყლიტო თქო.. ცოტა ხანში მამა შემოუშვეს ბლოკში და ვიყავით სამივე ჩათბილებულები..
პალატაში რომ გადამიყვანეს გამოსაცვლელად სანიტარმა დაიძახა მოდითო.. საშვილოსნო არ იკუმშებოდა და შედედებული სისხლი მოდიოდა,, ღამე წვეთოვანი მედგა.. წამლები ენის ქვეშ.. სწორნაწლავშიც.. მეორე დღეს უკეთ ვიყავი.. უკვე ვუვლიდი ჩემ ბიჭს ,,
მოკლედ 12 ივნისს 19:00 წუთზე მოევლინა ქვეყანას ჩემი მათე.. ეხლაც ხელში მიჭირავს და წერას არ მაცლის..
ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს .. მიუხედავად ყველა ტანჯვისა.. კიდე ავიტანდი ორმაგს ამის გამო.. )) ამის სუნი და თითოეული გამოხედვა დამავიწყებს ვიცი ყველაფერს.. სამყაროზე მეტად მიყვარს და ყველაფერს მირჩევნია რაც კი გამაჩნია.. რაც კი მინახავს

)