მოვედი და სანამ მაცლის ჩქარა ჩქარა დავწერ : ))
იმით დავიწყებ რო საკეისროს გადაწყვეტილებით მივედი ქორიძესთან. ნუ რომ ამბობენ მე ბუნებრივს ვერ გავუძლებ ჰაი, ჰუი... რაღაც მსგავსი მჭირდა მთელი ცხოვრება და ამირანთან რომ დავჯექი კაბინეტში, ბოლო წამს რატომღაც გადავიფიქრე და უცებ ვუთხარი მოდი ფიზიოლოგიურად ვიმშობიარებთქო. დამიბარა 21ში, ყელი გავსინჯოთ როგორ იქნებაო. მივადექი ჩემი მანქანით იმ იმედით რომ უკან გამომიშვებდა და დანიურში სკამების საყიდლად წავიდოდით მე და ქმარი

ნუ გამსიჯეს და რჩები გენაცვალე კაი ორ თითზე ხარ გახსნილიო. აქ მივიღე პირველი შოკი(პრინციპში მეტი შოკი არც ყოფილა

), როცა ქორიძემ კატეგორიული უარი გამომიცხადა ქმრის დასწრებაზე. ჭინთვებამდე მაინც შემოუშვითთქო ვეხვეწე, მაგრამ სასტიკი უარი მტკიცა. მხრებჩამოყრილი გამოვედი ოთახიდან, ეხო გადამიღეს. ნახეს რომ ნაყოფი კარგად იყო და მერე დამაშორეს ჩემ ბიჭს. აი ეს იყო ყველაზე ცუდი და საშინელი მომენტი ჩემი მშობიარობიდან. მეგონა გილიოტინაზე გავყავდი :დდ დამშვიდების შემდეგ დანარჩენი დრო სიცილში გამატარებინეს
მავსებინებდნენ რაღაც საბუთებს და მე ქვითინით ვპასუხობდი : ))) მამშვიდებდნენ რათ გინდა ქმარი, ჩვენ აქ ვართო? მეთქი მე ჩემი გიო მინდა

მოკლედ ასე ვიქვითინე, შევაწუხე ხალხი და მერე დავწყნარდი. დამაღვრევინეს წყლები და ნუ მაშინ ცოტა წამომტკივდა. გაუტკივარება გადაწყვეტილი მქონდა და მვითხოვე ეგრევე ნემსი დამარჭთთქო. დაიწყეს გაზადება და უცებ ამ გოგომ გადაწყვიტა შენ მაინც არ გტკივა მოდი საქმეზე გავალ და მალე მოვალო. დაახლოებით ნახევარი საათი 2 წუთში ერთხელ მოვლითები მქონდა. მტკიოდა, მაგრამ საკმაოდ გასაძლები იყო და ხმას არ ვიღებდი. ამასობაში დაბრუნდა ეს გოგო, გამიკეთა ნემსი და აი ასე მშვიდად ცხოვრებაში იშვიათად ვყოფილვარ. ახლობლები გავაფრთხილე არავინ დამირეკოთთქო და დავიძინე. ხო, წამალი ნახევარი დოზა გამიკეთეს.
გამაფრთხილეს კუჭში გასვლა თუ მოგინდება ეგრევე გვითხარიო. მე რაომღაც მეგონა ტუალეტში უნდა შემიყვანონთქო და კაი ხანი ვითმენდი ამ კუჭში გასვლის შეგრძნებას, მეზარებოდა ადგომა :დდ მერე ვინებე და ვუთხარი აი ეხლა მინდათქო. ზურა მურღულიას დაუძახეს და ამან შანსი არაა რა დროს ეგენიაო(მანამდე გამაფრთხილეს რომ 7 საათი დამჭირდებოდა მშობიარობისთვის). ზერელედ ჩამოიცვა ხელთათმანები და გასულელებული სახით მიყურებს სრული გახსნააო

ასეთი ბედნიერი თამამად ვიტყვი შვილის გაჩენამდე არ ვყოფილვარ :დდ მასწავლეს ჭინთვები, მე თან ბებია ქალს ვეხვეწები ვიცი თქვენზე ბევრია დამოკიდებული და ისე ქენით არ ჩავიხიოთქო. ხო, ტკივილით კიდე არაფერი მტკივა. აშკარად გასული იყო გაუტკივარების მოქმედება, მაგრა მეჭინთებოდა, მაგრამ არ მტკიოდა.
ჩამოვიდა ქორიძეც, დამეხვია თავზე კაი 5 ქალი + ქორიძე და მურღულია. ნუ ესენი თან ანეგდოტებს ყვებიან, მეც მკითხეს რას არქმევო, სადაური ხარო და ამბები :დდ მეც კარგად ვეჭორავებოდი რამდენადაც ბავშვი და ძალა მაძლევდა ამის საშუალებას : )) ჯერ სკამზე არ ავყავდი, ვიწექი იმ რაღაც საწოლზე და სასაცილოდ მაჭინთინებდნენ. სკამზე აყვანისას უკვე ვგრძნობდი თავი ლამის გარეთ ქონდა ჩემ გოგოს. სკამზე პირველივე გაჭინთვისას ბებია ქალმა ჩაილაპარაკა აუფ ეს მაგრა ჩაიხევაო. ამიტომ პირდაპირ გამაჭინთეს რაც ძალი და ღონე მქონდა და სამ გაჭნთვაში რაღაც სასიამოვნო თბილი შეგრძნება გაჩნდა. დავინახე თავი, კიდე ერთხელო ძაან დამიყვირეს და გამოაძვრინეს ლილე.
ისე მიხაროდა მადლობებს ვუხდიდი ყველას, სანიტრიდან დაწყებული ქორიძით დამთავრებული :დდ . ცალკე ჩემ გოგოს ვეფერებოდი, რომელიც გულზე დაწვენისთანავე საყვარლად მიჩუმდა და თვალებს აფახუნებდა. კიდე დავამატებ რო ტკივილი არ მქონია, არც ერთ ეტაპზე. გაკერვისას კაი 7 კაცი იქნებოდა ბლოკში და ქორიძის მოყოლილ ანეგდოტებზე ვიცინოდით(ჩემს საწოლზე იჯდა და ფეხებს ჰაერში აქანავებდა თან

). მერე მე დამცინეს სვანურ სახელს რატო არქმევ ფშაველი ქალიო, : )) მერე გოდერძი ჩოხელის შვილს ნეტა თუ დაეხმარნენო. მთელი მშობიარობა ამბები.გე-ს საიტზე მეგონა თავი

ყველაფერი განიხილეს : )))მეც კარგად მაჭორავეს, გამკერეს და გამომიშვეს. ნუ გაკერვის დროს ტელეფონი მოვატანინე და ქმარს დავურეკე, დედას ველაპარაკე, მოლოცვები მივიღე.
იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე უცნაური თავგადასავალი იყო ჩემს ცხოვრებაში. დღე, რომელის შიშშიც მთელი ცხოვრება გავატარე, სასწაულად მხიარული და ბედნიერი იყო ზედმეტი ტკივილების და საშვილიშვილოდ მოსაყოლი ტანჯული ამბების გარეშე. ის ნაკერებიც რამდენიმე დღე მაწუხებდა. კაი მაგრა ვიყავი ჩახეული, მაგრამ მაგ 4 დღიან ტკივილებს ნამდვილად არაფრად ვთვლი. ასეთი ჰეფი ენდური ამბავი გადამხდა ჯან. სახლში. ვერ ვარქმევ ხოლმე მშობიარობას ამ ამბავს : ))) ახლა მეორე ბავშვზე მისკდება გული, იქნებ იქ დამემართოს ეს საარაკო ტკივილებითქო, მარა იქამდე დროა და სხვა დროს ვინერვიულებ : ))))
რაც შეეხება სამშობიაროს, გადასარევი ბებია ქალი, ეთქნები და თვითონ ექიმები შემხვდნენ მშობიარობისას. მაგრამ შემდეგი დღეები კოშმარულ სიცხეში ვიყავი. არადა ლუქსიაო მითხრეს(კონდ. არ ქონდათ). არც კვება ქონდათ კარგი და ზოგი სმენა კაი უხეში ხალხი იყო, ზოგთან დავმეგობრდი. აქაც კომფორტს და ხასიათებს აღარ დავეძებდი, ამიტომ მშვიდად ავიტანე ის 4 დღე.
უკაცრავად რომ ამხელა ვეფხისტყაოსანი დავიწერე. გაუგრძელდა ძილი ლილეს და გამიგრძელდა მეც წერა

ყველას ასეთ მშობიარობას გისურვებთ <3 <3