ძლივს ჩავიგდე დრო და თან სანამ კარგად მახსოვს მეც დავწერ ჩემს მოგონებებს
მთელი ორსულობა სულ შიში მქონდა რომ ნაადრევი მშობიარობა დამეწყებოდა, რატო არ ვიცი მაგრამ ამიხდა

35 და 6 კვირის ვიყავი, ტრადიციულად მე და ჩემი ქმარი კუსტბაზე ვსეირნობდით,თან იმ დილით წელის ტკივილით გავიღვიძე და ვფიქრობდი რაღა დღეს ამტკივდა ამდენი მაქვს სასიარულოთქო, მანქანიდან რო გადმოვედი უცებ წყლები დავღვარე, ისე მოდიოდა რო არ ჩერდებოდა, არ მეგონ ამდენი თუ იქნებოდა :დ , გზაშიც სანამ ჰერამდე მივედით კიდევ გამდიოდა და გამდიოდა სულ დავნამე სკამი
გზაში ძაან ავნერვიულდით ორივე და ერთმანეთს ვამშვიდებდით, არც ჩემი მშობლები იყვნენ თბილისში და არც ჩემი ქმრის, მივტანტალდით ესე მარტოები უპატრონოდ
გამსინჯეს და 2 თითზე ვიყავი გახსნილი (საკმაოდ მტკივნეული ყოფილა ხელით გასინჯვა ) მაგრამ არანაირ ტკივილს ჯერ არ ვგრძნობდი , მერე შეგვავსებინეს რაღაც საბუთები , ამ დროს ნოდართანაც დარეკილი მქონდა უკვე და მოვიდა, გამოვიცვალე ჩემი გაწუწული ტანსაცმელი და ჩამაცვეს პერანგი , ბლოკპალატაში რო მივყავდი თან კიდე გზაში წყლებს ვღვრიდი და კვალს ვტოვებდი დერეფანში, სანიტარი სულ ბურდღუნით დამყვებოდა და წმინდავდა

ამასობაში ნოდარიც შემოვიდა და გამსინჯა უკვე 3 თითზე ვიყავი და ტკივილს კვლავ ვერ ვგრძობდი , მაგრამ ნოდარიმ აგტკივდება და ბარემ უკვე გაიკეთე გაუტკივაებაო, გამიკეთეს ნემსი და ისედაც არ მტკიოდა არაფერი და მერე ხო საერთდ მივითიშე, თითქმის სულ მეძინა სრულ გახსნამდე, ამასობაში მშობლებიც მოვიდნენ და ხანდახან შემოდიოდა ხოლმე დედაჩემი როცა ქმარი გადიოდა და ესე ლაქლაქში და ზილში გავიდა 6 საათი. დილისკენ სადღაც 8 საათი იქნებოდა გავიდა გაუტკივარების მოქმედება და დაეწყო ტკივილი ( ძალიან მტკიოდა რათქმაუნდა, ყველას ტკივა მაგრამ რო ვთქვა კედლებზე გავდიოდი და ვიკაწრავდი სახეს თქო არა , ალბათ იმაზეც არის ვინ როგორ იტანს ტკივილს, გვერდძე ბლოკიდან ისეთი ხმები გვესმოდა მე და ჩემი ქმარი გაოგნებულები ვუყურებდით ერთმანეთს ) ,სამშობიარო ტკივილი წარმომედგინა რომ მენსტრუაციის ტკივილივით იქნებოდა ოღონდ უფრო ძლიერი მაგრამ სულ სხვანაირი ტკივილია, ბავშვის თავი რო ჩამოდის ნელნელა და ხსნის ძვლებს გგონია თითქოს შიგნიდან იფლითები და იხსნები , ეს ტკივილები გამიგრძელდა 1 საათი და შუალედები მქონდა სადღაც 1 წუთიანი შეიძლება უფრო ნაკლებიც, ისე ჩუმად და უხმაუროდ ჩაიარა ამ ყელის გახსნამ რომ ექიმები შემოდიოდნენ ჩემს ბლოკში და აქ რა სიმშიდეაო იძახდნენ, მაგრამ ჭინთვები გამიჭირდა საათზე მეტხანს გამიგრძელდა , მიუხედავა იმისა რომ ბავშვი პატარა იყო მაინც ვერ გამოდიოდა , არადა სწორად ვაკეთებდი ყველაფერს რასაც მეუბნებოდნენ , თავი გამოვიდოდა და ისევ შედიოდა უკან, ჩემი ქმარი ძაან მეხმარებოდა და მამხნევებდა , რასაც სიმართლე რომ ვთქვა არ ველოდებოდი

, ბოლოს უკვე თითქმის ძალა აღარ მქონდა და ნოდარიც დამაწვა მუცელზე, ერთი მაგ დროს შევყვირე და დაიბადა ჩემი კნუტი, ძალიან ბუნდოვნად მახსოვს ეს მომენტი და შეგრძნება , გაკვირვებული ვუყურებდი სახეზე , მეწვინა გულზე და აფახუნებდა თვალებს, მაგ დროს ჩემი ქმარი სად იყო ვეღარ ვხედავდი , და ამის მერე დაიწყო ჩემი ,,ვითომ ''მარტივი მშობიარობის სირთულეები, დამეწყო სისხლდენა , შემოცვივდა ყველა ვინც კი იყო , 10 კაცი მედგა თავზე და მივხვდი რო რაღაც ცუდი ხდებოდა , ჩემს ქმარს რო გადავხედე წაშლილი სახე ქონდა და ვუთხარი შენ გადი თქო, ამ დროს დამიდგეს გადასხმები და ატყდა წრიალი და ფუთფუთი , ნოდარს ვკითხე სისხლდენა მაქვს თქო? და არ გინდა ეხლა ეგეთი ლაპარაკიო, არადა ვხვდები რო ძალიან ნერვიულობს ყველა, ნოდარისაც სიმშვიდე დაეკარგა და უკვე უხეშად აძლევდა მითითებებს პერსონალს, სახეზე სულ ოფლი ჩამოსდიოდა, ყველა სათიტაოდ სეხეზე მიყურებდა და მეკითხებოდნენ გული ხო არ მიგდისო, ბოლოს როგორც იქნა შეაჩერეს დენა მაგრამ სისხლის გადასხმა დამჭირდა, ხელის აწევის თავი არ მქონდა ისეთი მისავათებული ვიყავი , ჩემი საწყალი ქმარი გარეთ ცუდად გამხდარა ხმას ვერ იღებდა საერთოდ აღარ ახსოვდა ბავშვი სად იყო
რამოდენიმე საათის შემდეგ გადამიყვანეს პალატაში და ნელნელა დამეწყო ნაკერების ტკივილები , მერე იყო სიცხეები გართულებები, საშვილოსნო არ მეკუმშებოდა და დამჭირდა გამოტუმბვა, ამეებით აღარ დაგძაბავთ

მოკლედ მაყურყუტეს 6 დღე, ნაკერები დღემდე მაწუხებს , უი ხო დამავიწყდა დამეწერა მთავარი რომ ჩემი კნუტი დაიბადა მარიამობას 28ში 2კგ და 440, ისეთი ციცქნა და უსუსური იყო <3 ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდება, ეხლა ჩემი ძირითადი საზრუნავია რომ მოვასუქო და ვართ გაძლიერებულ კვებაზე , რასაც ქვია ძალით ვტენით საჭმელს :DDD
რაც შეეხება ჰერას ძალიან კმაყოფილი ვარ, პერსონალი ძალიან ყურადღებიანია , ნოდარი ხო საერთოდ თან გადამყვა, ყურადღება არ მოუკლია და თავს მევლებოდა,ყველას ვურჩევ მასთან მშობიარობას , ძლიერი პროფესიონალია, არ ვიცი სხვა თუ შეძლებდა ჩემს მდგომარეობასთან გამკლავებას
მოკლედ მიუხედავად ყველაფრისა ჩემი ჰერაში გატარებული დრო არ მახსენდება ცუდად, მარტო იმას ვიხსნებ როგორ დავაგორებდი ხოლმე ჩემს წრიპას დერეფანში <3
უბრალოდ შიში დამრჩა მშობიარობის და მეორე ბავშვის გაჩენაზე ალბათ ბევრს ვიფიქრებთ მე და ჩემი ქმარი