ჩემი მოგონებების წერას უკვე მეხუთედ ვიწყებ და იმედია ამ ჯერად მაინც გავალ ბოლოში..
ძალიან კი დავაგვიანე დაწერა, ჩემი გოგო მალე 6 თვის გახდება, მაგრამ ვფიქრობ ცოტა განსხვავებული გამოცდილება მაქვს და შეიძლება ვინმესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს..
17 აპრილს გვქონა დდ და რადგან ყველა ექოზე რამოდენიმე დღით ჩამორჩენა გვქონდა, ვავრაუდობდით რომ ჩვენი გოგოც შესაბამისად დააგვიანებდა გამოჩეკვას და მართლა ასეც მოხდა

4 აპრილიდან დეკრეტში გავედი და უკვე აქტიურად მზადების ფაზაზე გადავედი - დავიწყე ჩანთის გამზადება და მშობიარობის პროცესისთვის მორალურად მზადება - თუმცა სიამრთლე გიტხრათ მშობიარობა გაცილებით ნაკლებად მაშინებდა ვიდრე დედობა - რადგან ვიცოდი რომ მშობიარობა სულ რამდენიმე საათი გაგრძლედებოდა და რამენაირად გავუმკალვდებოდი და აიი დედობის შიში კი ნამდვილად მქონდა, რაგდან პატარებთან ურთიერთობის არანაირი გამოცდილება არც მე და არც ჩემ მეუღლეს არ გვქონია.. 15 რიცხვისთვის მე და ჩემი მეუღლე გადავბარგდით ჩემი ძმის ბინაში (აქ აღარ ცხოვრობს) რომელიც ჩემი მშობლების ბინის გვერდით არის (იგივე კორპუსში), რადგან თან მარტო ცხვორება გვინდოდა და თან გვეშინოდა და გადასვლის დღიდან დავიწყეთ უკვე აქტიური ლოდინი..
გადაწყვეტილი გვქონდა დავარაშვილთან მშობიარობა და მასთან ბოლო ვიზიტიც 16-ში გვქონდა, საშვილოსნოს შემოწმება არ ჩათვალა საჭიროდ, მხოლოდ მუცელი გასინჯა და გულისცემას მოუსმინა და გამოგვიშვა 22-მდე მოიცადეთ და თუ რამეა მოდითო.. თანაც შეგვითანხმა რომ იქნებ დღისით გააჩინო თორე ღამე არცერთს არ გვაწყობსო
ასე მოლოდინში მოვიდა 18 აპრილი და დილით დავინახე რომ საცობმა დაიწყო ჩამოშლა.. ფორუმელი გოგოებისგან მახსოვდა რომ ეს პროცესი შეიძლება 2 კვირაც გაგრძელებულიყო ასე რომ დიდად არ მინერვიულია ამ საკითხზე..
ერთი რასაც მთელი ორსულობა ვაკეთებდი ბევრს დავდიოდი ფეხით და რაც დეკრეტში გავედი კი ფაქტირუად დღეში 7-8 კმ-მდე დავდიოდი და შუა დღიდან სეირნობის დროს პერიოდულად უცნაური შეგრძნებები მქონდა, თითქოს მცირე შეტევები იყო მაგრამ ჩავთვალე რომ მეჩვენებოდა ან შეიძლება ბრექსტონები ყოფილიყო და სიმშვიდე შევინარჩუნე.. საღამოსკენ ვგრძნობდი რომ ცოტა უფრო მოხშირება დაიწყო მაგრამ მაინც ვფიქორბდი რომ მეჩვენებოდა, იმიტომ რომ იმდენად მსუბუქად ვგრძნობდი რომ ეს ის არ იქნებოდა... 12-სკენ უკვე რითმულად დაიწყო ინტერვალები და სადღაც ღამის 2 საათი ხდებოდა რომ ჩემი ქმარი ინტერვალებს ითვლიდა და 5-სა და 8 წუთს შორის მერყეობდა.. თავში მიტრიალებდა სულ დათოს შეთანხმება რომ დღისით უნდა გამეჩინა და ჩემ ქმარს ვეხვეწებოდი იქნებ რამენაირად დავიძინოთ და დილაზე წავიდეთთქო (ეხლა კი მაგრად გვეცინება ამაზე) მოკლედ არ დამცალდა და 2 საათზე დავრეკე კლინიკაში და ვიკითხე მოვიდე თუ იქნებ დაველოდო სანამ სტაბილურად 5 წუთამდე ჩამოვა ინტერვალითქო (5 წუთის სავალზე იყო ჩვენგან კლინიკა და ამიტომ ვიცოდი რო თუ რამე მალევე მივიდოდი), იქიდან მახსოვს გაკვირვებული ხმა მერამდენე კვირაში ხარო და რო ვუთხარი 40+-თქო კიდევ უფრო გაკვირვებულმა მითხრა დროზე მოდიო

გადავურეკე ჩემებს და სანამ გამოფხიზლდნენ ჩვენ დავიძარით კლინიკისკენ.. ჩემდა გასაკვირად საკმაოდ მშვიდად ვიყავი, შემამოწმეს და გახსნა იყო 2 თითზე, შეიძლება წყლები დაღვაროო და უკან იქნები მოსასვლელი, ამიტომ ბარემ დარჩი - არ გაგიშვებთო და შეიყვანეს ბლოკ პალატაში.. მეუღლეც ესწრებოდა და ამიტომ მშვიდად ვიყავი, რაღაცეებს ვსაუბრობდით და თან ტელევოზორი ჩაგვირთეს და მაგანაც გაგავართო.. ბებიაქალი რომ შემოვიდა ეგრევე გავაფრთხილე რომ გაუტკივარება მინდა რომ გავიკეთოთქო და ჯერ დაიცადე ადრეაო, დამამაგრა მუცელზე რაღაც ქამარი და მოწყობილობა რომელიც ბავშვის გულისცემას იწერდა და თუ რამე დაგჭირდება დამიძახეო.. მოკლედ ასე გავიდა კაი ხანი და პერიოდულად შემოდიოდა, მეც პერიოდულად ვახსენებდი რომ გაუტკივარება არ დაგავიწყდესთქო მარა მპასუხობდა - ჯერ იცინიხარ და ადრეაო

რაღაც შუალედში მახსოვს რომ წყლები დამაღვრევინეს, რაღაც დიდი წვეტიანი მახათივით მოწყობილება რო დავინახე კი გული გამისკდა მაგრამ ისე დავღვარე წყლები
რომ არც არაფერი მიგრძვნია.. ნელნელა ტკივილი უფრო მომემატა, ინტერვალებიც უკვე აშკარად ძალიან ახლო ახლო იყო.. სადღაც 6 საათი ხდებოდა უკვე რომ აშკარად აღარ ვიღიმოდი და ბებიაქალს უკვე მკაცრად მოვთხოვე გაუტკივარება.. ვიღაც შემოიყვანა და გახსნა შეამოწმეს.. მესმოდა დერეფნიდან რომ დათოს ურეკავდნენ და ეკითებოდნენ გავუკეთოთ თუ არაო და მერე ისევ უკან დაბრუნდა და მე მეკითხებოდა ნამდვილად გინდაო? რამდენ ხანში გავაჩენთქო და 2-3 საათი კიდე იქნებიო ასე და კი მინდათქო და დაიწყეს გაუტკივარების გაკეთება (არ ყოფილა მტკივნეული).. მახსოვს რო ჯერ სიცივე მერე კი სითბო ვიგრძენი.. იქნებოდა ასე 10-15 წუთი გასული რომ დათოც გამოჩნდა და პირველი რაც მითხრა - ხო შევთანხმდით დღისით გაჩენაზე შუა ღამე რამ მოგიყვანაო

მერე გამსინჯა და პერსონალს გადახედა - სრული გახსნა არისო, აშკარად უკმაყოფილო იყო.. ბებიაქალი კი უდასტურებდა დარცხვენილი რომ სანამ გაუტკივარებას გავუკეთებდით უკვე 4 თითი იყოო, მარა ითხოვდა გაკეთებას და რა გვექნა მინიმალური გავუკეთეთო.. მოკლედ დათო აშკარად უკმაყოფილო იყო ამ ფაქტით (თვითონვე დაუდასტურა ტეელფონზე) მითუმეტეს როცა ჩემს კმაყოფილ სახეს ხედავდა.. მოკლედ ასე ვიყავით კაი ხანს პალატაში მე, ჩემი ქმარი, ბებიაქალი, დათო და კიდე 2-3 კაცი (არც მახსოვს ვინ). 1-1,5 საათი მაინც ველოდეთ და ყოველ 5-10 წუთში მეკითხებოდნენ, ჰა რას შვები გრძნობო? მე კი დამნაშავე ბავშვივით ვწითლდებოდი და ვუქნევდი თავს ჯერ არათქო, თან ვეუბნებოდი ასე მალე თუ გაიხსნებოდა რაღას მიკეთებდითქო.. უკვე 8 საათი ხდებოდა რომ ნელნელა გრძნობები მიბრუნდებოდა, პერიოდულად რაღაცას ვგრძნობდი მაგრამ ეს ჯერ ტკივილი არ იყო აშკარად, ძაან მსუბუქად ვგრძნობდი რაღაცას - ეს რომ ვუთხარი ეგრევე გაემზადა ყველა და დროა დავიწყოთო - როგორც კი იგრძნობ ეგრევე გაიჭინთეო.. გაჭინთვა ძალიან გამიჭირდა - არვიცი რას ვაკეთებდი არასწორედ მაგრამ მახსოვს რომ ჯერ ბებიაქალი მეჩხუბებოდა ეგრე ნუ აკეთებო, სწორედ გაიჭინთეო - მაგრამ რა იყო სწორედ და რა არა ვერ ვხვდებოდი.. მოკლედ ასე იყო რამოდენიმე მცდელობა მერე დათომ შემაშინა - ასე ძალიან აწვალებ ბავშვს უკვე გამოდის და ვერ ეხმარებიო.. ჩემი ფეხი მხარზე დაიდო და მიხსნიდა რომ აიი მაგრამ მომაწექიო, ვგრძნობდი რომ უკვე უკეთ ვაკეთებდი მაგრამ მაინც არ იყვნენ კმაყოფილები და მიყვიროდნენ უფრო მაგრად უფრო მაგრადო.. მე ვყვიროდი მეტი მაგრად აღარ შემიძლია და რა ვქნათქო.. მახოსვს წყალი ვთხოვე დამალევინეთ გონებას დავკარგავთქო - არ შეიძლებაო და ჩემ ქმარს დაავალეს სახეზე შეასხიო - იმანაც რა თქმა უნდა არ დაიზარა

ცოტახანში მოხდა ის რაც ალბათ ჩემი ქმრის მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება - ბებიაქალი ეძახის მოდი მოდი განახო თავი მოჩანსო, მე მახოსვს რომ ქმარს ხელი მაგრად მოვუჭირე არ წახვიდეთქოო მაგრამ ამან რა თქმა უნდა დაუჯერა და ეგრვეე მივარდა სანახავად

ჩემდა სამწუხაროდ მისი სახის გამომეტყველება არ მახსოვს.. ცოტახანში ბებიაქალი დათოს ეუბნებოდა უნდა ჩავჭრაო და რაღაც ადგილს აჩვენებდა.. დათომ არაო ვაცადოთო ჯერ, კიდე ერთი მცდელობა დამაცადეს და დათომ ამომხედა, მეც ჩუმად დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე და ჩამჭრეს.. ეგრევე გაისმა ტირილის ხმა და ბავშვი მერე გამოძვრა არც ვიცოდი ასე თუ შეიძლებოდა საერთოდ.. მახოსვს რომ დავინახე პირველი რაც გამახსენდა იყო ბეჭდების ბრძანებლს გოლუმი (моя прелесть - რო ამბობს სულ, გემახსოვრებათ) ასეთივე წვრილი.
ნაოჭიანი და ნაცრისფერი იყო

ჯერ პედიატრმა სადღაც გააგორა გაწმინდა, შეამოწმა და მერე ჩამახუტეს.. პარალელურად მახოსვს რომ მკერავდნენ - მახსოვს რომ ძალიან ძალიან მტკიოდა, მიუხედავად იმის რომ გამიყუჩეს.. ამასობაში ჩვენ სამმა კი პირველი სელფი გადავიღეთ (მგონი ამ სურათში ყველაზე ბედნიერი სახე მაქვს) და გავუგზავნეთ მშობლებს, მახსოვს ისიც რომ ჩემ ძმას ამერიკაში ვიდეო ქოლით დავურეკეთ და ვაჩვენეთ ბავშვი - თან მეუღლეს ვაფრთხილებდი კამერა არ გაატრიალო არ გამოჩნდეს რომ მკერავენთქო
ჩემთვის შემდგომ დღეებთან შედარებით მშობიარობის დღე დიდი არაფერი არ იყო - ბავშვის მოვლა, უძილო ღამეები, მისი ტირილის მიზეზის ძებნა, ნაკერები და მუდმივად საკუთარი თავის დადანაშავება გაცილებით უფრო გამიჭირდა (მიუხედვად იმის რომ თითქოს ამ ყველაფრისთვის კარგადაც ვიყავი მომზადებულიც )..
სამშობიაროდან რაც მახსოვს უზომოდ უკმაყოფილო ვიყავი ბებიაქალის საქციელით - ჭინთვების დროს ფაქტიურად არაფრით დამხმარებია და მხოლოდ იმის ძახილი რომ არასწორედ ვიჭინთები არაფრის მომცემი იყო ჩემთვის.. იმას კი აღარ ვამბობ რომ მანამდე მთელი ღამე ჩემ ქმარს უნამიოკებდა იმას რომ რამე თანხა უნდა მიეცა მისთვის, მე კი მიყვებოდა რომ დათოს აყვანას ბებიაქალის აყვანა ჯობია, იმიტო რო დათო მარტო მაყურებელია და მთავარ საქმეს კი ბებიაქალი აკეთებს.. გაუტკივარებაც რომ ასე უდროო დროს გამიკეთეს ესეც მაგის ბრალია, ან დროულად უნდა გაეკეთებინათ, ან თუ ხედავდნენ რომ 4 თითზე მეტი იყო გახსნა სერთოდ უარი უნდა ეთქვათ გაკეთებაზე..
სხვა პერსონალით უკმაყოფილო არ ვარ მაგრამ მახსოვს რომ უზომოდ ველოდი გაწერის დღეს - დილიდან საათს დავყურებდი როდის გახდებოდა 1 საათი და გამიშვებდნენ, თუმცა სახლში თავისი სირთულეები დაიწყო

ერთი რაც ნამდვილად ვიცი არის რომ ეხლა ჩემი გოგოს ერთი ღიმილისთვის ამ ყველაფერ ტკივილს კიდე ბევრჯერ გავუძლებდი..
This post has been edited by mCvanE_shteFsEli_ on 11 Oct 2016, 11:27