ვეცდები უცბად და მოკლედ დავწერო. ჰეჰე, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ აქ მომიწევდა ჩემი ემოციების გაზიარება

მგონი ყველაფერი 13 მარტს დაიწყო. მეანთან გვქონდა ვიზიტი. არ გავუსინჯივარ, უბრალოდ გადახედა გადმოხედა, მერე ექოს ფურცელს დახედა და მოიცა, თებერვლის მერე ექო არ გადაგიღიაო? აბა წადი ჩქარაო, მე აქ დაგელოდებიო. წავედით გოცირიძესთან, ვნახეთ პატარა, ძალიან კარგად არის, 3 და 500ია (+/- 200 გრამით), ჯერ აშკარად გამოსვლას არ აპირებსო. მუცელიც არ გაქვს დაწეულიო, დაიჟინა მარიმ. ამოვედით პასუხით ზურასთან. გულში ვფიქრობ, ვახ თუ დაწეული არაა, ეს ალბათ 20მდე არ გამოვა თქო და ვიყავი ჩუმ დარდებში. ზურამ აწი ელოდეთ, ორსულთა უმეტესობა 40 კვირის მერე მშობიარობსო და 20ისთვის დანიშნა შემდეგი ვიზიტი. წამოვედით სახლში და ვცდილობდი ჩვეულებრივად მოვქცეულიყავი: ვჭამეთ, ვსვით, ვითამაშეთ და დავიძინეთ. 14ის გამთენიისას, სადღაც 5ისკენ შემეღვიძა, ტუალეტში გასვლისას რატომღაც მომეჩვენა რომ წყალი დავღვარე. ვაღვიძებ ქმარს, დარწმუნებული ხარო, მეკითხება. აქ გავიჭედე. უკვე აღარ თქო. მკითხაობას ჯობია წავიდეთო. გამოვიძახეთ ტაქსი, მივედით დილის 5ზე, მორიგე ექიმმა გამსინჯა და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ უსიამოვნო იყო. ფაქტიურად ეჯაჯგურა. ცალი ხელით ექთანს ვეჭიდებოდი, ცალით საწოლის კიდეც. ბოლოს როგორც იქნა ნახა, ყელი დარბილებულია, თუმცა ბუშტი მთელიაო. ხელი მომაწერინეს და მირჩიეს ექოზე წყლების ნახვა. ისევ თქვენს ექოსკოპისტს დაველოდები თქო და 6დან 9მდე ახლომახლო ვიბოდიალეთ: ჯერ მაჭახელაში, მერე ვერის პარკში ვსეირნობდით. მოვიდა გოცირიძე, გაშტერებულმა, კი მაგრამ გუშინ არ გაგსინჯეო? ახლა ამას ვუხსენით მიზეზი. დამაწვინა, ვნახეთ და ბაია კარგად არის. თუ რამე დაღვარე და ამას საკმარისი წყლები აქვს, კარგად არისო. მოკლედ, ხელში შეგვრჩა ცრუ განგაში. მაგრამ მაინც კმაყოფილები რომ გადავამოწმეთ. რა ვიცოდი რომ მაგ დროს ექოზე ბოლოჯერ ვნახე ბავშვი. 10სკენ სახლში მივედით დაღლილები და დავეგდეთ დასაძინებლად. არ ვიცი ფორუმზე მოვასწარი შემოსვლა და დაწერა რომ ცრუ განგაში იყო. პოსტის გადამოწმება მეზარება

1მდე მეძინა. გამეღვიძა ისევ შარდზე. ნუ სისხლიანი გამონადენით. მაგრამ რადგან ვიცოდი რომ ხელით გასინჯვამ ეგ იცის, ამიტომ ყურადღება აღარ მივაქციე. აი 14 მარტის 1-2 საათიდან დაიწყო მსუბუქი ტკივილები თუ დაიწყო. მენსტრუაციას რომ ახასიათებს, ისეთი. ცრუ განგაშის მერე მრცხვენოდა რამის კითხვა ან დარეკვა ან ვარაუდის გამოთქმა. გავაგრძელე ჩვეული საქმიანობა. ტკივილები არ შეწყდა. ამ დროს დავეჭვდი. ქმარიც ჩავაყენე საქმის კურსში. მაგრამ ვიცოდი რომ უნდა ყოფილიყო თანაბარი ინტერვალები. ხოდა დავიწყე აპლიკაციის მეშვეობით ამ ტკივილების თვლა და ზომვა. დაიწყო 15-18 წუთიანი ინტერვალებით. და სულ არათანაბარი.. საღამოსკენ დავრეკე ჩაჩავაში, ავუხსენი სიტუაცია. მეთქი ეს ტკივილები გასინჯვის მერე ბუნებრივია? კიო, იქიდან მიპასუხეს. შეიძლება წინასამშობიარო ტკივილებია და როცა გადავა სამშობიარო ტკივილებში, მაშინ მოდიო. ვერ გავიგე ეს რას ნიშნავდა, აღარ ჩავეძიე, გავაგრძელე თვლა. ისევ არათანაბარი ინტერვალები. მოვიდა 6, 7, 8, 9 საათი. ტკივილები ისევ არათანაბარია, 15-12-10 წუთიანი. ქმარიც გაოცებული მეკითხება, ასე უნდა იყოს? იქნებ ჯობია წავიდეთ კლინიკაში. ცრუ განგაშით შეშინებული, ჯიუტად: არა, დავიცადოთ. იქნებ გათანაბრდეს. კაიო, გააგრძელა თავისი საქმე, თან ცალი თვალით მაინც გამომხედავს. მე კიდე უკვე იმდენად ხშირად მივლის, ვცდილობ ღრმა სუნთქვით გადავიტანო ყურადღება და გამომდის. ბოლოჯერ გადავიღე მუცლიანი ფოტო.
მოვიდა 10, 11 საათი. ისევ არათანაბარი ინტერვალები. ვაახ, გავგიჟდით. რა უნდა იყოს. ყველა საიტზე წერია: სამშობიარო ტკივილები არის თანაბარი ინტერვალების

მეც, რადგან აქამდე არასდროს მიმშობიარია, ბატივით ველოდები.
გადასცდა ღამის თორმეტს და დაიწყო 15 მარტი. საღამოდან მოყოლებული არ მიჭამია. არ მქონდა მაგის თავი. ფორუმზე შევედი მაგრამ პოსტვის თავი არ მქონდა. ფეისბუქის ხომ საერთოდ გაგონება არ მინდოდა. ხვდებით ალბათ, რომ ასეთ დროს რა ოყნა, რის ოყნა. ყველაფერი გავიწყდება. ამიტომ ვიჯექი და ვუყურებდი მულტფილმებს, თან ვცდილობდი სუნთქვით მეგულირებინა ტკივილი. ისევ არათანაბარი ინტერვალებია. მაგრამ ჩამოვიდა 6-7-8 წუთებზე. როცა ორჯერ 7 წუთიანს დაარტყამდა, გახარებული ვიყავი, ძლივს თანაბარი ინტერვალები თქო, მაგრამ მესამე მოვლაზე ავარდებოდა 9 წუთამდე.

ამ დროს ჩემებმა უკვე იციან და მსაყვედურობენ, რატომ კლინიკაში არ მივდივარ. იქით ქმრისები: რას შვებით, რატომ ხართ სახლში. მოკლედ, ჩემმა სიჯიუტემ მათი საყვედურები გაარღვია: სამშობიარო ტკივილები უნდა იყოს თანაბარი თქო. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ გამსინჯეს და ისევ ცრუ განგაშია, მე მეტ სირცხვილს ვეღარ გავუძლებ. რა ვქნა, მრცხვენოდა ასე წინ და უკან სიარული
ასე ვიყავი 2მდე, მერე გადავწყვიტე რომ წამოვწოლილიყავი, იქნებ დავიძინო. არ გამომდის. მივლულავ თვალებს და 6-7 წუთშ ტკივილი მაღვიძებს. თან გულისრევის შეგრძნებაც გამიჩნდა მოულოდნელად. უცებ 3ისკენ გულიც ამერია.. ძლივს მივაღწიე აბაზანამდე. ისევ სისხლიანი გამონადენით. აი აქ უკვე გადამეკეტა. წავედით, აღარ შემიძლიან, როგორც უნდა ისე მიმიღონ ჩაჩავაში თქო. ავიღეთ ბარგი, რომელიც წინდაწინ მქონდა გადადებული, გამოვიძახეთ ტაქსი და 15 წუთში მივედით. ღამე იყო და ტრასაზე მოძრაობა ნაკლები. გზაში ვფიქრობდი, აბა გაბედონ და არ დამტოვონ. ქმარი მამხნევებს, ნუ გეშინია დაგვტოვებენო. საწყალმა გამოძინება ვერ მოასწრო : (((
მივედით, ავუხსენი სიტუაცია: მტკივა 14 მარტიდან მოყოლებული, სისხლიანი გამონადენიც მაქვს, გულიც ამერია. მოდი გაგსინჯოო, მორიგემ. სხვათაშორის მეორე გასინჯვა არ ყოფილა მტკინვეული. საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი. ექიმმა ვტოვებთო, 2,5 თითზეა გახსნილიო. ვაშააა, გულში მიხარია :დდდდდდ შემავსებინეს საბუთები, გამომკითხეს, ხელი მოგვაწერინეს, გამომაცვლევინეს (ღამის პერანგი ჩავიცვი, ფეხზე მათი ჩუსტები), გადაგვახდევინეს თანხა და ავედით პალატაში, სადაც დავტოვეთ ბარგი და ტელეფონები (სამწუხაროდ ჩემების გაფრთხილება ვერ მოვასწარი, ვიყავით ასე, მოწყვეტილები "ცივილიზაციას"). პალატა ერთკაციანი, ლუქსი.
სამშობიარო ბლოკი კი ინდივიდუალური. მეთქი აქ კივილებს ვერ გავიგებ, რა კარგია. მაგრამ სამშობიარო ბლოკამდე 4-5 კაციანი პალატების დერეფანი გავიარეთ, ბავშვების ჩხავილის ფონზე. ქმარმა, მალე ჩვენიც ასე იტირებსო ^^
შევედით ბლოკში, ქმარი გაუშვეს ერთჯერადი ტანსაცმლის საყიდლად (მე შტერს შენახული მაქვს ეგ

როგორც იმ ღამის მოსაგონარი. ბავშვის იარლიყიც შენახული მაქვს). რა თქმა უნდა ესწრება ^^ არადა თავიდან, ვერ დავესწრებიო, შენი წივილ-კივილის და ტანჯვის დანახვა გამიჭირდებაო. ვიცოდი რომ გაუჭირდებოდა. მაგრამ ბოლო კვირებში ჩემდა გასაკვირად გადაიფიქრა. გინდა რომ დავესწროო. მეთქი სანამ ჭინთვები დაიწყება კი, მერე არა. კარგიო. ხოდა ახლა მესწრებოდა <3
გამიკეტეს გაუტკივარება, რადგან ტკივილები უკვე საკმაოდ მოხშირდა, მგონი 4-5 წუთიან ინტერვალებზე დავიდა. საკმაოდ მტკინვეულიც გახდა. მოთმენა შეიძლებოდა, მაგრამ ჭირდა მაგრად. სუნთქვები აღარ მშველიდა, ქმრის ხელი მეჭირა. გაუტკივარებამ იმოქმედა და ამოვისუნთქე. ამ დროს არის 15 მარტის დილის 5 საათი. ბებიაქალიც მოვიდა, საკმაოდ თბილი და მეგობრული ტონით გველაპარაკა. გამსინჯა (ამას აწი ვეღარ იგრძნობო), კარგიაო, პროცესი დაწყებულიაო [წყალი მაგ დროს დამაღვრევინა. საოცარია, სულ მეგონა რომ ჩხირით დამაღვრევინებდნენ, მაგრამ ხელით გასინჯვისას წამოვიდა მაგრამ რა წამოვიდა. აწი ვიცი როგორია წყლების დაღვრა, ლოლ] და მოისვენე, ძალები დაგჭირდებაო. ასე ვიყავით ბლოკში და ვუყურებდით ტელევიზორს (სილქტივი ჰქონდათ ჩართული), თან ვლაპარაკობდით. პერიოდულად წამალს მიმატებდნენ. წნევას მიზომავდნენ, ბავშვის გულისცემას აკვირდებოდნენ. ყელს მისინჯავდნენ. ვცადე ძილი და ოდნავ მეძინასავით. თუმცა გული ისევ ამერია, ასე 2-3ჯერ. როგორც მითხრეს ეს იცის ყელის გახსნამო. მე კიდე მგონია რომ ან ტკივილმა ან ტკივილგამაყუჩებელმა. რას გაიგებ.
დილის 9 საათისთვის ზურაც მოვიდა და სტარტზე ვართო. გამსინჯა ზურამაც, ბავშვის თავი შეამოწმა. გადამაბრუნეს მარცხენა გვერდზე და ახლა ასე იწექიო, რომ კარგად ჩამოვიდესო. ბოლო დამატებაც ზურას სიტყვების მერე დამიმატეს, ანესთეზიოლოგი კი ჯუჯღუნებდა, მაგრამ ზურამ, დაუმატეთო და დამიმატეს. ^^
სრული გახსნა მგონი სადღაც 11ისკენ მოხდა და მალე ჭინთვებიც დაიწყო. ვგრძნობდი მოწოლას, მთლად კუჭში გასვლაც არ იყო, უფრო რომ გაწვება და გექაჩება, ეგეთი შეგრძნება. ჯერ ჭინთვა დავიწყე მარცხენა გვერდზე დაწოლილზე, მერე გადავედით სტანდარტულ სამშობიარო პოზაში. ცირკი: ზურა შემოვიდა და დაჯდა იქვე ბლოკის სავარძელში, ფეხი ფეხზე გადაიდო და გვუყურებდა მე, ქმარსა და ბებიაქალს. ქმარი და ბებიაქალი: გაიჭინთე, გაიჭინთე - ს ძახილით.
არ ყოფილა ჭინთვა ასე ადვილი, როგორც წამეკითხა და მეგონა

მაქსიმალურად ვცდილობდი რომ თვალებზე არ დავწოლოდი, ქმარიც ამას მახსენებდა. ბებიქალი კიდე მკარნახობდა და მითვლიდა სუნთქვის შეკავების დროს. მერე ზურა ადგა, სკამი მოაჩოჩა ახლოს, ბავშვზე იფიქრე და ისე გაიჭინთე, შენ თავზე კი ნუ ფიქრობო მკაცრად მითხრა. ისუნთქე ღია პირითო. პერიოდულად მუცელზე მაწვებოდა. ასე რომ არ გავაკეთო, ბავშვის თავი უკან შევაო, ქმარს აუხსნა. აი მუცელზე რომ მაწვებოდა, მაგ დროს ქვევით ჭინთვა ძნელი იყო : (((
მოკლედ, იყო ჭინთვები როცა გამომდიოდა და იყო ჭინთვები, როცა ვერ გამომდიოდა.. ან არ გამომდიოდა. ბოლო ორი რომ მივახალტურე, ზურამ ვერ შვება ეს და მოიტანე მაკრატელიო ბებიქალს. მოიცა, მოიცა მგონი გამოგვივაო და არ ვიცი ამ დროს რა ხდებოდა. ბოლოს უკვე სამჯერ გაჭინთვა და ერთი დიდი შესვენება კი არა, 5-7 მიყოლებითი ჭინთვა მქონდა, ქმარმაც მიდი ცოტა გაუძელი და მიაწექი, მალე ბოლომდე გამოვაო და ასეც მოხდა. გამოძვრა, დამაწვინეს, შეამშრალეს. მე ამ დროს კინაღამ გავითიშე, ანუ გონზე ვიყავი, მაგრამ რა ხდებოდა არ მესმოდა. მერე ისევ ამაცილეს თურმე. ქმარმა მოგვიანებით მითხრა, თავიდანვე არ უტირიაო და მაგიტო ამაცილეს მუცლიდან თურმე, ცხვირზე ნიღაბი გაუკეთეს თუ გამოუწმინდეს თუ რა უქნეს არ ვიცი, ლევანმა უფრო იცის, თავზე ედგა

უფრო სწორად ბებიაქალის გვერდით იდგა. მერე ისევ დამაწვინეს მჩხავანა გალურჯებული ბაო

ბავშვის ტირილზე მოვფხიზლდი, მეთქი მომყოლი? ეგ უკვე შენზე აღარ არისო, მახსოვს ვიგრძენი როგორ გამოქაჩეს რაღაც ჩემიდან. არც ვიცი როგორი იყო ვიზუალურად, ფეხებს ქვემოთ ვერაფერს ვარჩევდი. მარტო ბავშვს და გვერდით ქმარს ვხედავდი. ნაკერები არ დამჭირვებია, ჩახევა არ იყო. იყო მხოლოდ ნახეთქები. ეგ არაფერიაო, მითხრეს, ჩამოწიეს სადგამები, საფენი გამომიცვალეს ქვემოთ, გადამაფარეს და დამტიეს ჩემს ბალღთან 2 საათით. ^^ ქმარიც იქვე ქოთქოთებდა ^^
ეს იყო რაღაც.. ასე გაჩნდა 15 მარტის დღის 12:30ზე ჩემი ბიჭუნა ^^ სულ დამავიწყდა ყველაფერი, თუმცა იმ მომენტში რომ ეთქვათ, მეორეს თუ გააჩენო, ჯერ არა თქო ვუპასუხებდი. ახლაც იგივეს ვიტყვი. ჯერ ისევ დაღლილი ვარ და ძალების აღდგენა მინდა. მინდა პირველს მივაქციო საკმაო ყურადღება და ასე 2 წელი არაფერს ვაპირებ ^^ ორი წლის მერე შეიძლება მეორეც გავაჩინო.
და რომ არა მეუღლე, საერთოდ არ ვიცი რა მომივიდოდა. ოქრო მყავს <3 ჩემთან ერთად ემოციურად გადაიტანა მშობიარობა. უფრო მეტიც. ჩემზე მეტი ინერვიულა. პირველად რომ არ ატირდა, გული კინაღამ გამიჩერდაო. :უსერ: ახლა ორივე, ბედნიერები, მძინარეს დავყურებთ ხოლმე. ახლა უკვე სხვა პერიოდი დაიწყო. ^^
This post has been edited by Unico on 23 Mar 2017, 17:02