უკვე ორი თვე გავიდა იმ
ბედნიერი და სასწაული დღიდან და მეც როგორც იქნა ვწერ მასზე (მემგონი ამ დღეს უფრო ველოდებოდი).მოკლედ 9 თვე საკეისროს გაგონება არ მინდოდა დილიდან ვიწყებდი სუნთქვით ვარჯიშებს და ვიდეობის ყურებას ინფორმაციის მოძიებას ამასობაში მოვიდა 18 მარტი მსურველია 200 ბავშვი არ არის თან ოპ და საკეისრო დამჭირდა გარდიგარდმო იყო ჭიპლარ შემოხვეული მაგრამ
ექიმი ყოყმანობდა გავიდა კიდე ერთი კვირა უკვე სამშობიაროდ მივედი ამალით ხოდა რომ დაგვინახა ამდენი ხალხი არა არა დღესაც არა დაიშალეთო და აქ უკვე მივაყარეთ უამრავი კითხვა პასუხი იყო შემდეგი არ მინდა გაგჭრა ბავში ეხოზე რომ
ვნახე კარგად გრძნობს თავს და ხელით შემოვატრიალებო ამ სიტყვებზე მახსოვს დედაჩემს მოლურჯო ფერმა გადაკრა და მივხვდი რომ
კარგი არ უნდა
ყოფილიყო იმდენად შემეშინდა მთელი ღამე არ მეძინა ვტიროდი და ვტიროდი თან აქ გოგოებმა
გამაფრთხილეს ხელით შემობრუნებაზე არაფრით დათანხმდეო

დილით წავედი დედაჩემთან და სრუილად მოულდენლად მაცნობა რომ
დათოს დავურეკე და ხვალ საკეისრო დავანიშნინე ვერაფრით ვერ გავარისკინებდი თან დარწმუნებული ვარ ტყუილა გაწვალებდა და საბოლოოდ საკეისროთი დაამთავრებდაო დანარჩენი არ მახსოვს ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემს თავს არ ხდებოდა ეს ყველაფერი

მართლა არ ვიცი როგორ დაღამდა როგორ დავიძინე საერთოდ რას ვფიქრობდი ერთადერთი მთელი ღამე ქმრის ხელზე ვიყავი ჩაბღაუჭებული. გათენდა 9 საათზე იქ ვიყავი თან ფორუმზე ვწერდი გამწარებული მოკლედ სრული ქაოსი იყო მერე ყველაფერი უცებ მოხდა ( მომზადების პროცესი) ყველაზე მტკინვეულად სასწორზე დადგომა და წონის ხმამაღლა გამოცხადება მახსოვს

) ქმარი დედა და მეგობარი ამოუშვეს რომელიც
უნდა დამსწრებოდა და ვიდეო გადაეღო.
მახსოვს
როგორ
ჩავეხუტე ქმარს მიყვარხარ და მალე ფუნთუშა ჩვენთან იქნებაო მითხრა და კი გამიყვანეს საოპერაციოში. უსაყვარლესი ექთნები იყვნენ ყველაზე კარგად მახსოვს ექთანი მაყვალა ყავით ხელში შემოვიდა თუ გინდა ცოტას დაგალევინებო მე შევიცხადე მაგრამ მერე გავაანალიზე რომ
მაქსიმალურად მიმსუბუქებდნენ მდგომარეობას მთელი
ოპერაცია მაყვალა თავთან მედგა მიხოზე და მაროზე ანეგდოტებს მიყვებოდა გვერძე კიდე ერთი ნინო მედგა ის ხელზე მიქიცინებდა მაგრამ
გონებით სულ სხვაგან
ვიყავი ვლოცულობდი რომ
ყველაფერი კარგად დამთავრებულიყო და აი ზუსტად ამ დროს გავიგე დათოს ხმა (ეფერებოდა ამოყვანის დროს) და ძლიერი შენჯღრევა... მაშინ
მივხვდი რას ნიშნავს ბედნიერება რას ნიშნავს სიყვარული მართლა დამანგრია ამ გრძნობამ

) დაიბადა დათუნა ისეთი ტკბილი და თბილი იყო თავისი პატარა თითები ვიგრძენი ჩემს მკერდზე აი მაშინ მივხვდი რას ნიშნავს კაიფში რომ ხარ

))) პ.ს ოპერაციის შემდეგ დათომ
დედაჩემს მადლობა გადაუხადა საკეისრო რომ
გამაკეთებინე ვარიკოზული ვენა ჰქონდა და ბუნებრივად რომ
ემშობიარა აუცილებლად
დენა დაეწყებოდაო. დენის საშიშროება იმ
დღის განმავლობაშიც იყო უბრალოდ მე არ მეუბნებოდნენ მაგრამ
გადავრჩი და დღეს უბედნიერესი
დედა ვარ.