მინდა მეც გაგიზიაროთ ჩემი მოგონებები ♥
ესეიგი 7 აპრილს ველოდებოდი ჩემს პატარას და 11ში ვიყავი დაბარებული.
7მა ჩაიარა მშვიდად, მაგრამ მეორე დღეს შევნიშნე მცირე საცობისმსგავსი,მეორე დღეს ისევ,და ამას დაემატა მოვლითი ტკივილები,არეული ინტერვალით..არ ავყევი ნერვევს და გადავწყვიტე დავლოდებოდი,ამასობაში ჩამეძინა და გადამიარა ყველაფერმა

)
10 რიცხვში 02 საათზე გამაღვიძა იგივე ტკივილმა,სტაბილირი მოვლითი ტკივილებით,გავაღვიძე ჩემი სიხარული და წავედით სამშობიაროში,ძველ გაგუაში.გამსინჯა მორიგე ექიმმა და ხვალ იქნება თუგინდა დარჩიო,ხოდა დამეზარა ბოდიალი და დავრჩი

ის ღამე ძველ გაგუაში გავატარეთ,ინტერვალები იკლებდა,მაგრამ ტკივილი ნამდვილათ სუსტი იყო.
დილით გადავბარგდით ახალ გაგუაში,დავითიც მოვიდა გამსინჯა და ორთით ნახევარზე ვიყავი,შემაქო თან და გამამხნევა,ყიჩაღად ყოფნა მომიწონა

ამ ორთითნახევრიდან სამ თითამდე გახსნას დიდი დრო დასჭირდა,ფსიქოლოგიურად დამღალა ლოდინმა თორემ ტკივილი ისეთი არაფერი.სადღაც საღამოსკენ სამ თითზე ვიყავი,წყლები დამაღვრევინეს და აი მაგის მერე ვიგრძენი ტკივილი...მახსოვს საწოლის რკინის სახელურებს ისე ვეჭიდებოდი მოვლისას,ერთი მოვარყიე და მერე მეორეს ვეჭიდავებოდი ორივე ხელით

გაძლებას და ნერვების წყვეტას აღარ ვაპირებდი და გავიკეთე გაუტკივარება,მცირე დოზა გამიკეთეს თავიდან აშკარად რადგან დიდხანს არ მეყო თუმცა დამიმატეს მერე და ეს იყო ნეტარება ♥ სხვათაშორის ბოლოს ისეთ დროს დამიმატეს,თითქმის სრული გახსნა რომ მქონდა,ჭინთვების ტკივილს ვერ ვგრძნობდი ისე მძაფრად როგორიც გამიგია რომ უნდა იყოსი,ვგრძნობდი ძლიერად ბავშვის მოწოლას და ვხვდებოდი როდის უნდა გავჭინთულიყავი..
ხოდა ჩემმა გოგომ არ მოისურვა ათ რიცხვში დაბადება,გადააცილა 12საათს რამოდენიმე წუთით
რამოდენინე გაჭინთვა და ჩემი თვალებდაჭყეტილი გოგო ჩამახუტეს ♥ ეს იყო ენით აღუწერელი ნეტარება.'იმ წამს დამთავრდა ყველაფერი ცუდი..
მე და ჩემი სიხარული მთელი ამ ხნის მანძილზე ერთად ველოდით პატარას,ბოლო წუთამდე გვერდით მედგა და მამხნევებდა.
ეგ კიარადა,ჭინთვები უსასრულოდ მეგონა გრძელდებათქო და ბებიაქალმა რომ მითხრა თავი ჩანს უკვეო,მეუღლეს ვეუბნები უეჭველი მატყუებს მიდი ნახეთქო
* * *
გაწყდა პოსტი :@
უეჭველი მატყუებს მიდი ნახეთქო

ალბათ რა საცოდავი სანახავი ვიქნებოდი მაგ დროს

ჩაჭრა ჩახევები არ დამჭირდა,შიდა ნაკერები მქონდა უმნიშვნელო რაოდენობის.
უზომოდ მადლიერი ვარ დათო ექიმის და მთლიანად კლინიკის.
ასე დასრულდა ამბავი ესე ♥ ხოდა ეხლაც გულზე მაწევს ჩემი კოლიკებისგან გატანჯული გოგო და ტკბილად ძინავს
This post has been edited by annastasya on 16 May 2017, 17:22