გამარჯობათ გოგოებო, მარტში გავაჩინე ბავშვი მაგრამ აქამდე ვერ მოვახეხე შემოხედვა.მინდა ჩემი ისტორია მოგიყვეთ.
კონსულტაციებზე შარაშიძის სახ.-ის ე.წ.პირველ სამშობიაროში დავდიოდი, ეხოსკოპიაზე მეუბნებოდნენ რომ ჯანმრთელი ბავშვია და ორსულობა იდეალურად მიდისო, არადა მაწუხებდა რაღაცეები, ფეხები მისივდებოდა, ღამე მენასკვებოდა,წნევები მქონდა, ჩემს ექიმს ნანა მიქავას რომ ვეუბნებოდი არაუშავს, ორსულებისთვის ნორმაა ეგეთი მდგომარეობაო, დაჟე კოაგულოგრამა ჩემი ინიციატივით გავიკეთე და დამცინა რა ტყუილად დახარჯე ფული ვინ გითხრაო.მოკლეთ ფოლის მჟავის და ორსულთა ვიტამინების გარდა რასაც პირველ ტრიმესტრში ვსვამდი ბოლომდე თითქმის არაფერი დაუნიშნავს.რადგან ბავშვი ჯდომით იყო საკეისრო გადავწყვიტეთ.
ბავშვის გაჩენა იმედის კლინიკაში გადავწყვიტე და გაცვლის ბარათი მოვთხოვე, ჯერ მაგაზე შემექმნა პრობლემა, თუ აქ არ მშობიარობდი რაზე მაკარგვინებდი დროსო.(!)
იმედის კლინიკაში რომ მივედი და ეხოსკოპია გავიკეთე აღმოჩნდა რომ ბავშვი წონაში პატარა იყო, 2და 100 იყო 35-ე კვირაზე, გარდა ამისა წყლებიც საკმაოდ შემცირებული მქონდა და ამღვრეული, ჰემოგლობინიც დაწეული მქონდა, როცა პირველ სამშობიაროში სულ ნორმაში გაქვსო მეუბნებოდნენ.
ჩემი ექიმი -ლიკა ლუაშვილი რომელთანაც გადავწყვიტე საკეისროს გაკეთება ცოტა არ იყოს შეშფოთდა და მთხოვა სანამ 39 -ე კვირამდე მივალთ ხშირად იარეო კონტროლზე, ცილოვანი დიეტა დამინიშნა რომ მომატებოდა წონა ბავშვს. ბოლო 37-ე კვირაზე ისე მოხდა რომ ექიმთან შესასვლელად 5 საათი ვიდექი რიგში, მერე მეორე დღეს წინა საკეისრო ანალიზები გავიკეთე და 6 საათი მაგას ველოდე და საშინლად გადავიღალე, ექიმი რომ ვნაზე ვუთხარი ფეხები ისე მაქვს დასივებული აღარაფერი მეტევათქო, არაუშავს იცისო.
იმ დღეს სახლში რომ დავბრუნდი ვგრძნობდი მუცელი როგორ გამოდიოდა და შედიოდა, ძალიან მოძრაობდა ბავშვი, მეორე დღეს დილიდან კი საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი ბავშვის მოძრაობას, ხან გულაღმა დავწექი და ველაპარაკებოდი, ხან ვეფერებოდი, მაინც არ გამოიღო შედეგი.საღამოს დედაჩემთან წავედი და წამოსვლისას, უკვე ღამის 10-ის ნახევარი იყო, საუბარში ვუთხარი ბავშვი ძალიან პასიურობსთქო, არ მომეშვა ექიმს დაურეკეო, დავურეკეთ და სასწრაფოდ წამოდით სამშობიაროში გულის ცემას მოვისმენო. ისე გავიქეცით თან არაფერი წაგვიღია, ლიკამ რომ გამსინჯა გულის ცემა ძალიან შორიდან ისმისო, სასწრაფოდ შემაქანეს საკეისროს გასაკეთებლად ისე გონზეც ვერ მოვედი ჩემს თავს რაც ხდებოდა, როგორც მითხრეს პრეეკლამფსია იყო და პლაცეტა წკიპზე იყო მიმაგრებულიო.
ბავშვი 2და 600დაიბადა და 49 სანტიმეტრი, მაგრამ მადლობა ღმერთს ჯანმრთელია და მალე იმატებს. მაგრამ ვთვლი რომ ექიმების უყურადღებობის გამო დამემართა ეს ყველაფერი. ჯერ ნანა მიქავას უნდა მოექცია ყურადღება ჩემი წნევებისა და დასიებული ფეხებისთვის, ეხოსკოპისტებზე ხო საერთოდ რა ვთქვა და აპარატურაც დენიკინის დროინდელია. არცერთს არ უთქვამს ბავშვი თუ წონაში ჩამორჩებოდა და წყლებიც შემცირებული მქონდა. იმედის კლინიკასთან კი ის პრეტენზია მაქვს რომ არ შეიძლება 37-ე კვირაზე, სამშობიაროდ გამზადებული ქალი 5-6საათიან რიგში ჩააყენო, ერთ მეანს იმდენი ქალი უნდა ყავდეს აყვანილი რამდენის მოვლის თავიც აქვს წესიერად და გადაღლის გამო ესეთი რამე არ დაემართებათ ორსულებს.
P.ს. ჩემთან ერთად ერთი გოგო იდგა რიგში ლიკა ლუაშვილთან, მე რომ გავიკეთე საკეისრო იმ გოგოს მეორე დღეს გაუკეთეს, იმასაც პრეეკლამფსია ქონდა.
ასე გაჩნდა ჩემი ნინუცა. უკვე მშობელთა კლუბში გადავინაცვლებ