მადლობა, დავრეკე სადაზღვეოში და მითხრეს, რომ თუ მაქვს ექიმის მიერ დამოწმებული ხელმოწერილი და ბეჭდიანი ფურცელი ამა თუ იმ კვლევის ჩატარების საჭიროების შესახებ მაშინ ამინაზღაურებენ.
აი ორსულობის სამმაგ ტესტზე ვერაფერი გავიგე რა :@ ჩემმა გინეკოლოგმა ჩამიწერა რეკომენდაციები,
სადაც წერია რომ 16-18 კვირაზე სამმაგი ტესტი გავიკეთო(ანუ გენეტიკური ანალიზები)
1. გავარკვიე რომ დაზღვევა არ ანაზღაურებს
2. დავრეკე ჯანდაცვის სამინისტროში და ორშაბათს დარეკეო.
-ოკ ,დავრეკავ ორშაბათს,
მანამდე გადავიკითხე სოც მომსახურების საიტზე და წერია:
3. "მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობით გათვალისწინებული მომსახურების მიღება ხდება პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებაში, რის შესახებაც დაწესებულება განაცხადს აკეთებს სოციალური მომსახურების სააგენტოში"
ანუ როგორც მივხვდი კლინიკამ სადაც ეს ვაუჩერი მივიტანე უნდა გააგზავნოს რაღაც წერილი სოც მომსახურების სააგენტოში ხო?
მაღალი რისკის ორსული რას ნიშნავს? ან ვინ უნდა დაასკვნას რომ მაღალი რისკის ორსული ვარ და მჭირდება ეს სამმაგი ტესტი?
მოკლედ
4. ვკლინრეკავ კლინიკაში "გიდმედი", სადაც აღრიცხვაზე ვარ. ვუთხარი ამის შესახებ და არაო, არ ანაზღაურდებაო. წტფ.
თანხის გადახდის პრობლემა არ არის , მაგრამ ასეთი დაულაგებელი, გაფანტული რომ არის ეს ინფორმაცია სურვილი მაქვს რომ თავი მოვუყარო ერთად , სპეციალურად არ ამარტივებენ რომ ბევრმა არ ისარგებლოს თუ რა ხდება არ ვიცი.
რამდენი ვწერე ..
This post has been edited by Iron Butterfly on 11 Jul 2015, 16:24
When Life Just Blows .... Fukitol® !
I'm Gonna Git You Sucka