როგორ ხართ გოგოებო? ძალიან მომენატრა აქაურობა
როგორც იქნა მოვიცალე და გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს საკეისროზე და ჰერაზე
გათენდა როგორც იქნა ნანატრი 22 ივლისი, საერთოდ არ ვნერვიულობდი, არადა მეგონა სხვანაირად ვიგრძნობდი თავს

10-ის 10 წუთზე უკვე ჰერაში ვიყავი, ცოტახანი ლოდინი მომიწია, მერე მე და ჩემი ქმარი შეგვიყვანეს, საბუთები შევავსეთ და დარჩენილი დეტალებიც გავიარეთ. დედაჩემს დასწრება უნდოდა, მე არ მინდოდა რომ ვინმე დამსწრებოდა, რატომღაც ვფიქრობდი, რომ მარტო თუ ვიქნებოდი, ასე უფრო ყოჩაღად ვიგრძნობდი თავს და მართალიც აღმოვჩნდი, დედაჩემს უარი უთხრეს-საკეისროზე დასწრება არაო და მაგრად გამიხარდა, მამას დავაწვენთ შემდეგ მკერდზე ბავშვსო. პალატა 2 ადგილიანი ავირჩიე, 1-იანი მითხრეს ძალიან პატარააო, თან მარტოც არ ვიქნებოდი, გამომლაპარაკებელი მაინც მეყოლებოდა. ამწონეს და ჩამაცვეს ერთჯერადი პერანგი და ასე გავტანტალდი დერეფანში, მერე შემიყვანეს ინტენსიურში, შემომახვიეს ელასტიური ბინტები, კათეტერი და გადასხმები დამიყენეს. რაღაც პერიოდის შემდეგ გადამიყვანეს საოპერაციოში, რაღაც უცნაური ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ მაინც არ ვნერვიულობდი

შექება დავიმსახურე , რა ყოჩაღად ხარ და მშვიდადო

შემოვიდა ანესთეზიოლოგიც- ქ-ნი მარიკა და გამიკეთა ნემსი, მტკივნეული არ იყო, უბრალოდ არასასიამოვნო შეგრძნება იყო- ზურგში ოდნავი ჩხვლეტა, სასიამოვნო სითბო ვიგრძენი ფეხებში და მაშინვე დამაწვინეს მაგიდაზე, ნელ-ნელა ვკარგავდი მგრძნობელობას,ამაფარეს წინ და უკვე ვეღარაფერს ვხედავდი, შემოვიდა სოსიკო , ასე ეძახიან სოსო გელოვანს , ის მიკეთებდა ჯერ რაღაცეებს, მეორე ოთახიდან შემომესმა სოსოს ხმაც და რომ შემოვიდა, მოვიდა ჩემთან და უკვე ვიცი, რომ უნდა გამჭრას, აი აქ ცოტა ავნერვიულდი , მაგრამ ძალიან არა, შევხედე საათს 10:50 იყო, ზუსტად 10:55 წუთზე მესმის ჩემი ბარტყის ტირილი , სოსომ დამანახა წრიპა და მომილოცა, მეგონა ვიტირებდი, მაგრამ არ მიტირია, მერე გაიყვანეს ჩემი ბიჭი და მალევე შემომიყვანეს, მომიყვანეს სახესთან, ისეთი თბილი და გემრიელი იყო ჩემი მოცუცქნული... მალევე წაიყვანეს მამიკოსთან და იქ ნებივრობდა რამოდენიმე წუთი. 11:20 წუთზე მორჩენილი იყო ყველაფერი, სოსომ კიდევ ერთხელ მომილოცა და გადამიყვანეს ინტენსიურში. ნელ-ნელა დაიწყო მგრძნობელობამ დაბრუნება, საშვილოსნოს შეკუმშვას უფრო ვგრძნობდი, ვიდრე ჭრილობისას, 1-2 საათი ვითმინე, აუტანელი და საშინელი ტკივილი ნამდვილად არ იყო, მენსტრუაციის დროს იცის დაახლოებით ეგეთი ტკივილი და ნემსი მაინც გავაკეთებინე. დაახლოებით 4-5 საათში მთლიანად დამიბრუნდა მგრძნობელობა და გადამიყვანეს უკვე პალატაში. ყველაზე ცუდად მახსენდება ის ღამე, ჭრილობა და საშვილოსნო კი არ მტკიოდა (ნუ ოდნავ), აი გაუნძრევლად ზურგზე წოლამ გამაგიჟა, ერთი სული მქონდა რომ გათენებულიყო და ავმდგარიყავი. ის ღამე ბავშვი რა თქმა უნდა თვითონ ყავდათ, დილით 5 საათზე შემომიყვანეს ძუძუ ჩაუდეო, ძლივს გადმოვტრიალდი, მაგრამ ორივემ ვიწვალეთ და გავაყვანინე ისევ

გათენდა როგორც იქნა, მომხსნეს შარდის კათეტერი, მომაწესრიგეს, ჩამაცვეს და დაველოდე იმ ადამინს, ვისაც უნდა ავეყენებინე. როგორც იქნა გამოჩნდა ჩემი მშველელი, სულ ოდნავ გამიჭირდა, ჯერ წამოვჯექი და მერე წამოვდექი, ჭრილობა მეწვოდა, მაგრამ ძალიან არა. სასაუზმოდ გავედი და მერე მაშინვე ჩემს ბიჭთან გავიქეცი, წამოვიყვანე და იმის შემდეგ სულ მე მყავდა, მხოლოდ გამოსაცვლელად გამყავდა. დედა რომ ვიყავი მეორე დღეს გავიაზრე კარგად, ეძინა და ვუყურებდი, როგორი უსუსური და ჩემზე დამოკიდებული იყო და მაშინ ვიტირე, ეხლაც მაქვს ეგ მომენტი, არ ვიცი მშობიარობის შემდეგი დეპრესიაა თუ რამე სხვა, მაგრამ ხანდახან რომ ვუყურებ მეტირება, აი ეხლა მივხვდი ვისთვის ვარსებობ!

მეოთხე დღეს გამოგვწერეს, ორივეს ყველაფერი რიგზე გვქონდა, მეც ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი.
ეხლა რაც შეეხება თვითონ ჰერას...
სოსოს პროფესიონალიზმით ვარ უზომოდ კმაყოფილი, ისეთი ნაკერი მაქვს, ძალიან უნდა დააკვირდე რომ შეაამჩნიო, წვრილი ხაზი, რომელიც მალე ალბათ გაუფერულდება და საერთოდ არ გამოჩნდება.
უხეში მე იქ არავინ შემხვედრია, ნუ არიან ძალიან თბილებიც, ოდნავ თბილებიც და ჩვეულებრივებიც, მაგრამ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ქონდა იმ მომენტში.
ბავშვს ყოველ გამოცვლაზე ბანდნენ, რამოდენიმეჯერ დამატება არ მომცეს ბავშვისთვის ძუძუ მოაწოვეო, მე ვბუზღუნებდი, ენანებათთქო, მაგრამ ეხლა მივხვდი რომ მართლები იყვნენ, მალევე დაამუღამა ამანაც და ეხლა დამატების მიცემა არ მიწევს ჯერჯერობით

მინუსებს რაც შეეხება- ძალიან მოუხერხებელი საწოლები აქვთ საკეისროებისთვის, ჩვეულებრივი საწოლები დგას და წამოდგომა არის საშინელება, დერეფანში სულ ხმაური იყო, არ ვიცი შეიძლება სხვაგანაც ასეა.
მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერის გათვალისწინებით მე კმაყოფილი ვარ და მეორე ბავშვს როცა გადავწყვეტ სხვა სამშობიაროზე არც ვიფიქრებ, ვიცი უკვე იქაური სიტუაცია და იმიტომ. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ნოდარ ზალდასტანიშვილმა, შემდეგი შეიძლება მასთან გავაჩინო
ეხლა ვისაც საკეისრო გიწევთ იმათ მოგცემთ რჩევებს
საშიში და სანერვიულო ნამდვილად არაფერი არ არის, მეორე დღეს აუცილებლად ადექით და რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, ტკივილის მიუხედავად, დღეს 7-ე დღეა და ფაქტიურად აღარაფერი მაწუხებს, ერთადერთი სიცილი, დახველება და დაცემინება მიჭირს ცოტა
მგონი არაფერი გამომრჩა, ყველას წარმატებას გისურვებთ, მშვიდობიან მშობიარობას და ბედნიერ დედობას :*