ninikei13ანუ საყოველთაო დაზღვევით რომ ისარგებლო?
ეს უწერიათ საიტზე და ისე 1505 ზე დარეკე, უთხარი კერძო დაზღვევას გასდის ვადა და როგორ მოვიქცე რომ საყოველთაო დაზღვევით ვისარგებლოთქო და უფრო ზუსტად გეტყვიან.
http://ssa.gov.ge/index.php/index.php?sec_id=889&lang_id=GEOროგორ მოხდება მოსახლეობის რეგისტრაცია მომსახურების მისაღებად?
• გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისთვის მოსარგებლეს შეუძლია დარეგისტრირდეს სურვილისამებრ, შერჩეულ მომსახურების მიმწოდებელ ნებისმიერ დაწესებულებაში (სპეციალურად შემუშავებული,სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის შევსების საფუძველზე). ამასთან რეგისტრაციის შეცვლა შესაძლებელია 2 თვეში ერთხელ. პროგრამით მოსარგებლე პირს უფლება აქვს, რომ რეგისტრირებული იყოს მხოლოდ ერთ პოლიკლინიკაში - პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში.
• გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მისაღებად არ არსებობს რაიმე შეზღუდვა სამედიცინო დაწესებულების არჩევისას;
• გეგმური ქირურგიული და ონკოლოგიური მომსახურების მისაღებად მოსარგებლემ უნდა მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მატერიალიზებული ვაუჩერის/საგარანტიო წერილის მისაღებად.