mziakoკი სწორი კვება ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია. მე გეტყვი რა მითხრა აქაურმა ნუტრიციოლოგისტმა. ინტერნეტში ბევრი რამე წერია და ისე გადმოცემითაც ბებიები ბევრ რამეს გირჩევენ. ზოგი გინეკოლოგიც საერთოდ არაფერს კრძალავს მაგრამ გინეკოლოგიც არ არის ნუტრიციოლოგისტი და მნიშნელოვანია პროფესიონალის აზრი. მე ძალიან გამიმართლა რომ აქ არიან პროფესიონალები და ამიტომ გაგიზიარებ.
1. ორსულობაში ყველაზე აუცილებელი პროდუქტების თავში დგას რძე (ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ მიიღო სოფლის, იმიტომ რომ საშიშია ბავშვისთვის. აუცილებლა იყიდე ქარხნული, პასტერიზებული და რაც შეიძლება დაბალი ცხიმიანობით) მანდ ყველა ხაჭო ჭამეო მეუბნებოდა და აქ საერთოდ ხაჭოს არ ურჩევენ დიდად. რძე და ყველი (ყველიც არავითარ შემთხვევაში არ გაეკარო სოფლისას, განა უბრალოდ არ შეიძლება, საშიშია. ქარხნული ყველი ან რომელიმე შვეიცარული, მოცარელაც შეგიძლია)
2. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ბოსტნეული და ხილი, რომელიც ბევრად მეტი უნდა ჭამო ვიდრე მანამდე და თუ შეძლებ უმად. უბრალოდ კარგად გარეცხე. ან ნუ ორთქლზე გადაატარე თუ არ ენდობი.
3. მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კვერცხი რომელიც კვირაში 4 ცალი შეგიძლია მიიღო მაქსიმუმ, მაგრამ აუცილებელია, იმიტომ რომ ცილებს და პროტეინებს შეიცავს.
4. მოხარშული ხორცი არის ძალიან მნიშნელოვანი კომპონენტი თვეში ერთხელ
5. აქ ხორცზე უფრო მნიშვნელოვნად თევზს თვლიან, ყველა გაფრთხილებს რომ აუცილებლად მიიღო. კვირაში ერთხელ აუცილებლად უნდა ჭამო თევზი ოღონდ იკრა არავითარ შემთხვევაში

თევზს რაც შეეხება და თევზეულობას აქ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მერკურის შემცველობას ზღვის პროდუქტში და სია მომცეს რომელი თევზები შეიძლება.
მერკურის ყველაზე დაბალი შემცველობა არის შემდეგ ზღვის პროდუქტებში, რის გამოც შესაძლებელია ისინი კვირაში მაქსიმუმ 5-ჯერ მიიღოთ
1. ქაფშიები (ხამსა)
2. მოლუსკები
3. მდინარის კიბორჩხალა
4. ხეკი
5. ქაშაყი
6. ხამანწკები
7. ორაგული
8. სარდინი
9. კრევეტი
მერკურის შედარებით მაღალი შემცველობაა შემდეგ ზღვის პროდუქტებში, მაგრამ მაინც დასაშვებია მათი მიღება კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ ორსულობის განმავლობაში
1. ვირთევზა
2. კიბორჩხალა
3. კამბალა
4. სკუმბრია
5. კეფალი
6. ზღვის ბიბილო (scallops)
7. კალმახი
8. კალმარი
9. თინუსი
დანარჩენი ზღვის პროდუქტები ნებისმიერი ფორმით და მოცულობით პირდაპირ აკრძალულია რადგან საფრთხეს უქმნის ნაყოფს.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და მკაცრად ამიკრძალეს
1. ნებისმიერი ძეხვეული და სოსისები
2. ბეკონები, ვიჩნები და ნებისმიერი გამოყვანილი ხორცი
3. შებოლილი, დამარილებული, გამოყვანილი თევზეული, სუში დანებისმიერი სახის უმი თევზი
4. გაზიანი სასმელები (მინერალურის გარდა)
5. ტკბილეულობა (ანუ გლუკოზა)
6. კოფეინი (მათ შორის ჩაი)
7. მარგარინი და კარაქი (მხოლოდ ზეითუნის ზეთია დასაშვები უმად, სალათზე თუ გინდა მაგალითად)
That's when you know you've found somebody special. When you can just shut the fuck up for a minute and comfortably enjoy the silence.