nino877ისე არვიცი,რამეში დაგეხმარება თუარა მაგრამ მაინც გეტყვი.. მეც ფორმალური მამის შვილი ვარ...
დედის ცრემლები რომ არ მენახა ,სულრაღაც ოცი წლის გამოშორდა..
პაპამ თავიდან არ მიიღო ,რასაც სიკვდილის ბოლომდე ნანობდა.. და მოინანია..
ასე დავიწყეთ ერთად გაზრდა..
ის ოცის იყო მე ოთხის..
ყოფილა მომენტი,ორი ნაჭერი პური გვქონია და თვითონ სულ არ უჭამია რომ მე მეჭამა.. მაგრამ ,დავდექიტ ფეხზე!
საუკეთესოდ მეცვა და საუკეთესო მქონდა ყველაფერი.. ისეთი ბედნიერი ,ბავშვობა მქონდა ზოგს ,ფეხბურთის კამანდა ყავდა ოჯახში და მსგავსი არ განეცადათ..
ისე ვამაყობ დედაჩემით ჩემი გმირია ,ყოველთვის..
მამაჩემი კი იმდენად დაკავებული იყო ,თავისი მეორე ოჯახით დაბადებისდღე რომ გაივლიდა მერე დამირეკავდა და მომილოცავდა
მაგრამ რომ გეკითხა პირველი მერცხალი და სიხარული ვიყავი მისთვის...
ყოველთვის მწყინდა ,მამის არ ყოლა.. მწყინდა რომ ,არ ვახსოვდი თუმცა არასდროს საყვედური არ მითქვამს. ჩემთვის ვიყავი ნაწყენი და შემდეგ უკვე მისი მცდელობის მიუხედავად ,ყინულის ლოდივით ვექცეოდი.
19 აგვისტოს დაიღუპა საწყალი... ქორწილი კი 31 იანვარს უნდა მქონოდა.. მაგ დღეს ველოდი რომ უნდა მეთქვა: რომ,ყველაფერი ვაპატიე.. რომ გავუშვი სიბრაზე გულიდან.. და ვაპირებდი თავიდან დამეწყო ურთიერტობა.. ეგეც ვერ დაიმსახურა ისე წავიდა..
გული მწყდება რათქმაუნდა მაგრამ ,დედას ვერავინ შემიცვლის ვერასდროს...
ახლა დედაჩემი გათხოვილია და არაჩვეულებრივი მეუღლე ყავს..
ამას წინათ ხუმრობდა : კაციც მე ვარ ! სამი წელია ცოლი მოვიყვანე და შვილიშვილს ველოდებიო..

)
წითელი დუტის პლაში უყიდა ჩემ "ლილეს"

ხან კაბებს ყიდულობს ხან ბოდეებს

)
ასერომ მთავარია ,შენ შვილს ძლიერი დედა ყავდეს და ყოველთვის ბედნიერი იქნება

)