იმ დღეს წავიკითხე რომ კაცს ორი მისია აკისრია შვილის მიმართ.
ის უნდა იყოს მამიკო და ასევე მამა

ეს ბალანსი თუ დაირღვა, წასულია საქმე...
ჩემი მეორე გოგონა 1 წლის ხდება 22 ოქტომბერს და 2 თვის წინ დაეწყო პერიოდი რომელიც ყველა ბავშვს აქვს, შიში რომ მშობელი აღარ დაბრუნდება. ასეთ დროს უმეტეს წილად ბავშვი ითხოვს მშობელს რომელიც მას აჭმევს, ბანს, აძინებს. რასაც უმეტეს წილად აკეთებს დედა. რა თქმა უნდა, როცა მაქვს დრო ყველაფერს ვაკეთებ მეც, თუმცა ჩემზე ჭედავს

სახლში შევალ თუ არა პანიკაში ვარდება ისე უხარია ჩემი მისვლა და სულ ხელში მთხოვს აყვანას. როგორც ავიყვან და მორჩა, ვეღარ ვუშვებ. ტელეფონი რომ შემეერთებინა დასატენად მაგისთვის დავსვი ძირს, რამდენიმე წამი და გასკდა დღეს ტირილით. დედას თუ მივაწვდი ან ისე დავსვი ძირს, აუ ტირის ღრიალებს. დედამისი წავა, მოვა თუ რამდენი საათით არ იქნება მის თვალთა ხედვის არეში, აი საერთოდ არ აინტერესებს
ჩემი პირველი გოგონა 12 წლის არის
მისგან მსგავსი რამ არ მახსოვს.
თან ყველაზე სასწაული ის არის რომ პატარა შემთხვევით გაჩნდა. დედამისი ჩემი ცოლიც არაა, 5 თვის ორსული იყო უკვე რომ მიხვდა. თავიდან შოკში ვიყავი. მეთქი უეჭველად გამიჩალიჩა, როგორ შეიძლება მუცელში ბავშვი გყავდეს და ვერ მიხვდე მეთქი,

მერე გოგონებს შევხვდი ვირტუალურ სივრცეში, სულ შემთხვევით ისიც და რამდენიმემ მითხრა, საერთოდ რომ დაიბადა ბავშვი მაშინ გავიგეო

მეორემ, უბრალოდ ექიმთან მივედი გამოკვლევაზე და გავიგე რომ ერთ თვეში უნდა მემშობიარაო, ჩემს შეყვარებულს გული წაუვიდაო.
მეც განვიცადე ძალიან. ვფიქრობდი, ცხოვრებისეულ გეგმებში ჩამესვარა მეთქი

და ახლა პირიქით ვფიქრობ, ცხოვრება დამილაგა

ფოტოს ვერ დავდებ, დედამისისგან ავტორიზაცია არ მაქვს
ვინც ელოდებით პატარა ანგელოზებს ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენს შვილებთან ერთად !
ვისაც უკვე გყავთ, ნათელი საქართველო ენახოთ მათ, ჩვენთან ერთად.
This post has been edited by რუსთაველი on 25 Aug 2020, 09:59