გამიხარდა, ნინიმაც თქვა მეც მქონდა ეგრეო და კიდე ვიღაცამ დაწერა, არ მახსოვს
ამიტომ ამაზე საერთოდ აღარ ვნერვიულობ.
ახლა სხვა საფიქრალი გამიჩნდა
დღეს ბადრიმ მითხრა, პლაცენტაა სისქით 37 მმ, მომწიფებით 0-I. ნაადრევი მომწოფების ტენდენციააო, ჩამიწერა
სიტყვიერადაც თქვა, 5 თვეზე როგორიც გაქვს ეხლა, ზოგს 7-ზე აქვს ეგრეო

კიდე ნუ წყლების რაოდენობა მაქვს ქვედა ზღვართან მიახლოებული
145 არის ჩემი მაჩვენებელი, ნორმაა 125-225.
ყელის სიგრძე 30 მმ
არც ეგ მომეწონა
მაგის ქვევით უკვე წოლითს ნიშნავენ მგონი.
მოკლედ, ხვალ მივდივარ გინეკოლოგთან.
კი დამამშვიდა, ყველაფერი გამოსწორებადია და მთავარია არ ინერვიულოო.