Nuri_13ეხო წყლების მდგომარეობას თუ შეამოწმებს, სხვა არამგონია რამე გამოჩნდეს. წესით ეგ ვადა არაა საშიში ნაყოფისთვის და აღარც თანდაყოლილი ჩუტყვავილა აღარ ექნება..
miako_lado მეც მქონდა ეგრე 12 კვირაზე და 18 კვირის ეხოზე უკვე აწეული იყო..შენ პატარა ვადის ხარ ჯერ როგორც მახსოვს და არაა სანერვიულო არაფერი..
mziako ეს შეცხადებები რა იციან, არადა 30 კვირამდე იმდენჯერ შეიცვლის პლაცენტა მდებარეობას..
ზურგზე ნუ დაწვები, რამდენადაც ვიცი მაგ დროს ნაყოფს უფერხდება ჟანგბადის მიწოდება..მეც ძალიან გამიჭირდა თავიდან ერთ მხარეს გაჩერება, მაგრამ რაც უფრო მეზრდებოდა ღიპუცა მით უფრო მიჭირდა გადაბრუნება და თავისთავად შევეჩვიე. თუმცა დილით რომ ვიღვიძებდი, ის მხარე რომელზეც მეძინა სულ გაბუჟებული მქონდა