ჩაიარა ჩემმა მეორე ვიზიტმაც

თავიდან მარტივი კითხვები,სიმპტომები... ეხოზე უკვე ჩემს ექიმს კიხეს წინაზე ჩანდაო? კიო... მეთქი რატო არ უნდა გამოჩენილიყო ) ანუ ორსულობა დადგინდაო ჩაილაპააკა ამ ქალმა და კარგი ვნახოთო... ისევ ვაგინალური ეხო გამიკეთეს და არც კი იყო დაწყებული ამ ჩემმა ექიმმა და შეიცხადა სასიამოვნოდ

აი,შენი პატარაო... ის თეთრად რომ ანათებს ხედავო?... ვუყურებდი... აი მისი გულის ფეთქვაცო

... ეხოს ვინც მიღებდა უკვე მანაც დაიწყო, არაჩვეულებრივიაო და დაიწყო ჩემთვის გაუგებარი რაღაცების კარნახი...
გამოვედი და მიკავია ხელში ჩემი 5 კვირიანი შვილის კარდიოგრამასავით რაღაც

.....
იდეალური ფეხმძიმობა გაქვსო... ყველაფერი აბსოლუტურ წესრიგშიაო....
ხველა და უჰაერობა სპაზმურ სიმპტომებს მიათვალა და სუნთქვითი ვარჯიშებთან ერთად რაღაც წამალი დამინიშნა...
შემდეგ ვიზიტისთვის რაღაც ორმაგი ტესტიო და თანდაყოლილ დაავადებებზე რაღაცები გავარკვიოთო, ამაზე გავშრი და ეს ყველა ორსულს უკეთდებაო გაიცინა ) ჰომ, მანამდე დღე-ღამის შარდის ანალიზიო და სულ ეგა ვართ
როდის გავა ერთი თვე...
შემდეგ ვზიტზე უკვე შენს პატარას ხელები და ფეხები ექნებაო ) <3
გავითიშე პოზიტივისგან