sofia1234
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3194
წევრი No.: 160111
რეგისტრ.: 24-January 13
|
#45803951 · 28 Sep 2015, 20:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გოგოებო ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის :love:
სამშობიაროში მობილური შემომეფშვნა და ვერ ვპოსტავი, ძალიან მესიამოვნა თქვენი გულშემატკივრობა <3
rosonera gogochka takotatuli1989 nineli1988 Neno_ fifqi29
თქვენთვის კი მალე მომელოცოს :love:
Princess
QUOTE | ძალიან გგულშემატკივრობდი მიხარია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა
|
არც ისე კარგად მაგრამ მთავარია დამთავრდა ყველაფერი და ჩემი ბიჭი კარგადაა :2kiss:
მოგონებებსაც აქ დავწერ, ბლბლბლ მადლობა რომ გაგუას კლინიკა გადამაწყვეტინე :)) ისე იწეოდი მაგ კლინიკისკენ ვიფიქრე ჯანდაბას გავრისკავ. :gigi:
პაატა მახარაშვილი ავიყვანე, ჭიპლარის გამო ძალიან ვღელავდი, 25ში დამიბარა დილით, აქაც დავპოსტე, მითხრა შეიძლება დღესვე მობრუნდე ყელი ძალიან დარბილებულიაო. სადღაც 3 საათზე ოდნავ დაჭიმულობას ვგრძნობდი, თან რეგულარულად, ტკივილიც არ ერქვა მაგრამ მაინც წავედი, უკვე ერთი სული მქონდა, ვფიქრობდი ოღონდ უკან არ გამომაბრუნოს-მეთქი, ყელის გახსნა მომატებულია და დღეს ან სავარაუდოდ ხვალ იმშობიარებო.
სადღაც ორ საათში უკვე ვგრძნობდი ტკივილს მაგრამ ძალიან არ მიჭირდა, შემეძლო საათობით ამეტანა, უბრალოდ 3 წუთსი ერთხელ მეორდებოდა და მეშინოდა 3 თითს არ აცდეს გახსნა და კატოს ამბავი არ დამემართოს-მეთქი, პაატაც გავაფრთხილე გაუტკივარება მინდა უსიკვდილოდ, რაც არ უნდა იყოს არ უნდა გამომეპაროს-მეთქი, მოკლედ ეს 3წუთიანი ინტერვალები რო დამწყო მოვითხოვე გამსინჯეთ მგონი 3 თითზეა გახსნა მეთქი, დამცინოდნენ, ჯერ რა დროსია, ასე მშვიდად არ იქნებოდი და ბლაბლა :user: ჩემთან ერთი გოგო იყო, ვთხოვდი ერთი დაიღრიალე ჩემს ნაცვლად და ვითომ მე ვიყავი მეთქი, აი ყვირილი არ შემეძლო :D ბოლოს გამოვედი მახარაშვილის მოსაძებნად, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მტკივა და უნდა გამსინჯო-მეთქი, 3 თითზე ვიყავი გახსნილი, ხოდა გაუტკივარება მოვითხოვე, აი მანდ დაიწყო ჩემი უბედურება :facepalm:
მოვიდა სატანის მოციქული , (ვიღაც ქალი, ანესთეზიოლოგი 4 კაცია ერთმანეთზე უკეთესები,მე კი ეს კრუელა შემხვდა მაინცადამაინც) , 40 წუთი აყენებდა ნემსს, მანამდე წყლები დამაღვრევინეს და უკვე ძლიერი ტკივილი მქონდა, მაგრამ გაუნძრევლად ვიჯექი და ველოდებოდი როდის შეიყვანდა წამალს, თან ტელეფონზე ლაპარაკობდა, აზრიდან გადამიყვანა, შენ არ გტკივა და გაუტკივარებას რატო იკეთებო, ბავშვი არ გეცოდებაო, თან ყველა მეუბნებოდა სავარაუდოდ 26ში გააჩენო, 25ში საღამოს 7ზე ხდება ეს ყველაფერი, წარმოვიდგინე მთელი ღამე შუალედის გარეშე უნდა ამეტანა ეს საშინელი ტკივილი და მივხვდი რომ შანსი არ იყო. თავს ვერ ვიკავებდი, მინდოდა გადამეგდო ფანჯრიდან,წამალი შეიყვანა და არ გამიყუჩა, ბოლოს მივხვდი რომ მარტო ერთ მხარეს გააყუჩა, მაგრამ მაგ დროს რომ ვეუბნებოდი ისევ ძლიერად მტკივა მეთქი, ნუ იგონებ რაღაცეებსო. ესაა გაუტკივარება, უბრალოდ შუალედები იზრდება თორე ტკივილს იგივეს გრძნობო, ვინ მოგატყუა რომ აყუჩებსო :@ მოკლედ ეს ტკივილი დიდხანს არ გაგრძელებულა, თან შუალედებიც მქონდა, ჩემი ქმარიც შემოუშვეს და თავთან მედგა, ითვლიდა, 40დან უკან, 40 წამიანი ტკივილები მქონდა და მე კიდე ვეხვეწებოდი ცოტა სწრაფად დაეთვალა, ძალიან ცუდ დღეში იყო :D მაჰრამ ძალიან მამხნევებდა
ძალიან მალე დამეწყო ჭინთვების შეგრძნება, პარალელურად ბავშვის გულისცემას აკვირდებოდნენ, ცოტა ხანში ბრადიკარდია დაიწყოო და გამიკეთეს ჟანგბადი, ღრმად ისუნთქეო, უცებ გულისცემა ძალიან შესუსტდა და უნდა გავჭრაო პაატამ, პედიატრს დაუძახეთო, მეგონა საკეისროს მიკეთებდა, თან ძალიან მშვიდად იყო და რატომღაც ბოლომდე მივენდე, დარწმუნებული ვიყავი რომ ყვველაფერი კარგად დამთავრდებოდა. თურმე ქვევით მიკეთებდა ჭრილობას, ერთხელ გაჭრა, მაგ დროს ტკივილები არ მქონდა, მხოლოდ ჭინთვებს ვგრძნობდი, მაგრამ აი ოდნავდაც არ ყოფილა მტკივნეული ჩაჭრა, ძალიან სწრაფად აკეთებენ ალბათ და მაგიტო, არ ვიცი, ხოდა მუცელზე დამაწვა ექიმი ერთხელ და უცებ გამოვარდა ჩემი ბიჭი, გალურჯებული, ეგრევე გააქანეს გვერდით პალატაში და ჩემი ქმარიც გავარდა, რამდენიმე წამში გავიგონე ტირილის ხმა, მაგრამ აი მაგ მომენტში ვერაფერს ვხვდებოდი, მეგონა კიდე 3 საათი მაინც არაფერი დამთავრდებოდა, ვერ ვიაზრებდი რო უკვე დაიბადა, შემოვიდა რამდენიმე წამში ჩემი ქმარი, ახლა ის იყო გალურჯებული, ძალიან ინერვიულა. მე კი ვიწექი და ვფიქრობდი რა მოხდა. კარგად არის, მაგარი ბიჭი გყავსო პედიატრმა, მე კი ვიწექი და იდიოტივით ვიღიმებოდი. გამკერეს, მტკივნეული იყო ძალიან მაგრამ ძალა უკვე აღარ მქონდა.
საბოლოოდ ვთვლი რომ ატანადი იყო ყველაფერი, სამ თითამდე გახსნა ხო საერთოდ არ ყოფილა პრობლემა, მაგრამ უფრო პანიკა მჭირდა, არ მეგონა რომ მალე დამთავრდებოდა, სულ იმას ვფიქრობდი რომ საათობით ამ ტკივილს ვერ გავუძლებდი. მაგრამ მალევე მორჩა ყველაფერი და დაიბადა ჩემი ლურჯი ბიჭი.
რაც შეეხება კლინიკას, იმ დამპალი ქალის გარდა ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ, დედა რჩებოდა ჩემთან, ექთნების გამოძახება არ დამჭირვებია, მაგრამ რამდენიმეჯერ ღილაკზე დავაჭირე ხელი, შემთხვევით, ძალიან ცუდ ადგილზე იყო, ხოდა უცებ შემოვარდებოდნენ ხოლმე, მერე ბოდიშებს ვუხდიდი და გავაფრთხილე არ შემოხვიდეთ თუ რამე მე გამოვალ და დაგიძახებთ მეთქი, მაგრამ არაუშავსო, ჩვენ მაინც უნდა შევამოწმმოთ ხო ყველაფერი კარგად არისო.
ძუძუთი კვებასაც მაიძულებდნენ,(მეც ძალიან მონდომებული ვიყავი მაგ საკითხით) მილიონჯერ შემოვიდნენ და ამოწმებდნენ ხსენი როგორ მქონდა, მართლა არ ველოდებოდი ეგეთ მომსახურებას, პალატები სულ გადატვირთული იყო, მაგრამ მაინც უზომოდ ყურადღებიანები იყვნენ.
პაატათი ხო აღფრთოვანებული ვარ, მსგავსი მშვიდი და ყურადღებიანი ექიმი არ მინახავს, (მარტო გრეის ანატომიაში )))) ) არ ვნანობ ერთი წამითაც რომ ეგ ავიყვანე, მადლობა ნინო87-ს : D მშობიარობის შემდეგაც მორიგე იყო ღამით და რამდენჯერმე შემოვიდა, აინტერესებდა როგორ ვგრძნობდი თავს. ~აი პატარა რომ მომიყვანეს იმ ღამით არ მქონია მიგვრძნია ვაიმე დედა ვარ და ჰაიჰუი, მაგრამ რამდენიმე საათში უკვე დამეწყო ეგ შეგრძენებებიც : ))) გულზე რომ დამაწვინეს თვალებში მიყურებდა, ძალიან უსუსური იყო :love:
მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ და თქვენც იგივეს გისურვებთ
:love:
This post has been edited by sofia1234 on 28 Sep 2015, 21:13
|