გოგოებო როგორ ხართ?

29-ე კვირაში გადავედი და ვატყობ, რომ უცებ გამეზარდა მუცელი. გულძმარვა აღარ მაწუხებს და რამ იმოქმედა ვერ ვხვდები, არც კვების რაციონი შემიცვლია და არც რამე წამალი მიმიღია.
ისეთი უპრობლემო ორსულობა მაქვს, ხანდახან მეშინია კიდეც - იქნებ მაწუხებს რამე და ვერ ვხვდები, ან იქნებ ექო ცდება ან ანალიზები თქო.
რა არ მასვენებს ხომ ვერ მეტყვით ))
მაქვს დღეები, როცა უზომოდ ბევრს ვჭამ და ამის ფონზე +5 კგ
ბავშვის მამაც მგონი ნელ-ნელა მოდის გონზე.. 1 კვირის წინ შემხვდა შემთხვევით და მას შემდეგ ოდნავ გააქტიურდა
რაც შეეხება სქესს, ბავშვის მამას პირველი ქორწინებიდან ორი გოგო ჰყავს, ძალიან უნდოდა ბიჭი და მართლა ბიჭი რომ აღმოჩნდა, რა შოკი იყო მისი ახლობლებისთვის თქვენ არ იცით
This post has been edited by Ninia723 on 2 Oct 2015, 21:43