35 კვირის ვარ .. დღეს ვიყავი გინეკოლოგთან ხოდა ბავშვი გაზომა რაღაცნაირად, სანტიმეტრებით და რამეებით. მერე ხელით და ეეო , ამას უყურეო როგორ არის თავი დაბლაო ??
მერე დაუწყო ლაპარაკი გოგო 25 ამდე არაფერი იფიქრო იცოდე არ გამაგიჟოო.. ანუ მზადაა ესო უკვეო..
ხოდა ვერ ვარ რაღაც ხასიათზე , არ მინდა რვა თვიანი რომ დაიბადოს , რატო უნდა დაიბადოს მაინცდამაინც ჩემი ბავშვი რვა თვიანი??
ცრემლები მადგება ეხლა, კი მინდა მალე დაიბადოს მაგრამ , რვა თვიანები იღუპებიანო , და ჩემი რატო უნდა დაიბადოს რვა თვეზე..
ამდენს ვუვლი და სულ ხელს ვუწყობ ჩემ თავს.
მოკლედ ძალიან ტირილის ხასიათზე ვარ, მე სხვებივით ყველაფერზე პანიკა არ მაქ ხოლმე , მშვიდად ვუყურებ საკითხებს მ,აგრამ ეხლა ძალიან ცუდი შეგრძნება მაქვს.
ორშაბათს კიდევ უნდა მივიდე ალბათ ეხოზეც გამიშვებს , გაცვლა გამოცვლის ბარათი უნდა მოგცეო.. ასე ადრე რატო მაძლევს ?
სხვებსაც აძლევენ ეგრე ?
წყლული მაქვს კიდევ და ჩულქები დამინიშნა ვენებზე
არვიცი რა ამ დღეებში გავალ საყიდლებზე და ჩავალაგებ ჩემოდანს უკვე მაგრამ , ცუდს მიგრძნობს გული რა ..