ვაიმე მეც :/ რა გვეშველება.. სიაშიც რა ზემოთ ვართ უკვე, გული მისკდება.. ძალიან სუსტი კუნთები მაქვს, პრესი განსაკუთრებით და მგონია რომ ვერ გავიჭინთები და რამეს ვავნებ

პანიკაში ვარ..
ვაიმე გოგოებო, იმედია ახალ წელს მართლა გაჩენილი გვეყოლება ყველას

რა მაგარი ახალი წელი იქნება!
Ninia723wow!! რა მაგრად გამოიყურები
მთელი ცხოვრება ვიყავი 39 კილო, სიმაღლეში 158. ძალიან გამხდარი, ცარიელი ძვლები.. მერე მე და ჩემი ქმარი (ჯერ კიდე შეყვარებულები) აბიტურიენტები რომ ვიყავით, შევხვდებოდით ხოლმე სადმე გაკვეთილების მერე და დავბოდიალობდით სხვადასხვა კაფეებში და მთელი დღე ჯდომისა და სწავლა განათლების მერე კარგად მსუყედ ვჭამდით

ხოდა დავიწყეთ ორივემ გასუქება.. მე სპორტული არასოდეს ვიყავი, ის კიდე რაგბს თამაშობდა და რომ დაანებებ ხომ ეგრევე სუქდები .. იმის მერე გავიდა 6 წელი და ორივე კალაბოკები ვართ

ის განსაკუთრებით

ნუ ჩემს ქმარს რეალურად ყველაზე მეტად ქიმიოთერაპიის მერე მოემატა წონა, ვეღარ იკლებს.. მე კიდე წელს ზამთარში მივედი დიეტოლოგთან, მან შემიდგინა ინდივიდუალური დიეტა, 59 კილო მივედი და 51-53-მდე დავიკელი.. მერე გაზაფხულზე რამდენიმე 40 სიცხიანი გრიპი გადავიტანე ზედიზედ და თვითონ დიეტოლოგმა მითხრა რომ მაგ პერიოდში არ ღირდა დიეტა, თან ანტიბიოტიკებს ვსვამდი.. ხოდა შევეშვი ამ დიეტას და ავიშვი

დავიწყე ყველაფრის ჭამა, ფასტ ფუდი, ისა ესა

მოვიმატე უკან და გავხდი 58 კილო.. ხოდა რომ ვაპირებდი დიეტოლოგთან მისვლას იმის წინა დღეს აღმოვაჩინე რომ ორსულად ვარ

პირველ ტრიმესტრში დავიკელი 54 კილომდე და ახლა ვარ 63. ანუ ორსულობამდე წონას თუ შევადარე +5 კგ არის.. თუ არ ჩავთვლით იმას რომ დავიკელი თავიდან.. ვაიმე რამდენი ვწერე..