cash-cashგამოვა ერთხელაც

ძალიან ბანალურ რაღაცას გეტყვი ეხლა, რაც ათასჯერ დაწერილა - ორივეჯერ ისე დავორსულდი, რომ ზუსტად მაშინ არ მეგონა.
პირველად უფრო ინსემინაციას ვფიქრობდი, საქმეების გამო გადავდე ეგ ამბავი რამდენიმე თვით, მანამდე უბრალოდ, დრო რომ არ დამეკარგა, პარალელურად სტიმულაციას ვიკეთებდი, მაგრამ რაკი ინსემინაცია გადავწყვიტე, აღარ მქონდა იმედი და აღარც ვფიქრობდი მაგაზე. და ზუსტად მაშინ დავორსულდი.
მეორედ, ეხლა, თურქეთში ვიყავი წასული. ყველაფერს კი ვიკეთებდი, პრეგნილი და ა.შ. მაგრამ ვერც ექოსკოპიით გადავამოწმე ზუსტად, პრეგნილი იქ მქონდა წაღებული, თან იქ იმდენი ვიბოდიალე, თან ისე გავცივდი, იმდენს მაცემინებდა, ვფიქრობდი, რამე რომც იყოს, ამდენ ცემინებაზე აღარც შემრჩებოდა არაფერი თქო

მოკლედ, ხელი მქონდა ჩაქნეული და რომ ჩამოვედი, რამდენიმე დღეში კი ამენთო 2 წითელი

არადა მანამდე ასე 7-8- თვით ადრე განვაახლე ექიმთან სიარული, და მაინცდამაინც რომ არ მეგონა მაშინ გამოვიდა.
ეს ფსიქოლოგიური მომენტი მე მაინც მოგონილი მეგონა, და მერე გამახსენდა, რომ სულ თავიდანვე, რამდენიმე თვის გათხოვილი რომ ვიყავი, ჩემი ქმრის ბიძაშვილმა გენეტიკოსმა გოგომ მითხრა, მოსკოვშია პროფესორი, რომ თავს თუ დაიგრუზავ მაგაზე ფიქრით, შენვე მოახდენ ბლოკირებასო. ანალიზებიც დამიწერა, რა უნდა გადამემოწმებინა, მაგრამ ამ ფსიქოლოგიაზეც გამაფრთხილა.
მოკლედ, არ გეუბნები რომ არ იფიქრო ამაზე, სისულელეა რომ ეგ გითხრა

იმკურნალე, ოღონდ არ ჩაიციკლო, და არ ინერვიულო

ნერვები მერე შვილის გასაზრდელად დაგჭირდება ოხრად

ჯერ მარტო 6 წლამდე რომ ერთი 7 გარდატეხის პერიოდი აქვთ და არც მწვადი რომ არ უნდა დაწვა და არც შამფური