მოკლედ დღეს ვიყავი პირველად ვიზიტზე ექიმთან, მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ.
საქართველოში , მიუხედავად იმისა რომ ჩაწერილი ვიყავი მიჩვეული ვიყავი 3 საათიან ლოდინს ექიმთან, ასევე მიჩვეული ვიყავი იმას რომ შემდეგი ვიზიტი უნდა დამეგეგმა მეთვითონ, დარეკვით ან კლინიკაში მისვლით. ასევე რეაქცია აღარ მქონდა იმაზე რომ ექიმი იმ დღეს არ მოვიდოდა როცა ვიზიტი მქონდა დანიშნული. მეთვითონ უნდა მერკვია სად მივსულიყავი რა გამეკეთებინა, დაზღვევაზე და უამრავი სხვა დეტალი.
დღეს კი მივედი დანიშნულ დროს, გეუბნებიან რომ სასურველია მოხვიდე 15 წუთით ადრე. არც ერთი წუთი არ მიცდია ზედმეტად.
ასისტენტმა ამწონა გამზომა, წნევა გამიზომა.
მერე მოვიდა ექიმი, მუცლის ზომა კუნთები შეამოწმა, რა კითხვებიც მქონდა ჩამოწერილი მიპასუხა.
მუცლის დაჭიმულობა, ბოქვენის ძვლის ტკივილი, ფეხების შეშუპება ნორმალურია. არანაირ ზედმეტ მედიკამენტს არ გაძლევენ.
ჩემი მანდ დანიშნული მიკროელემენტების მაგივრად სხვა თავიანთი პრენატალური ვიტამინები გამომიწერა.
ჩემი ძველი ჩანაწერები ვანახე, დააკოპირა და ჩადო ანკეტაში. გაუკვირდა ამდენი ექოსკოპია კეთდება თქვენთანო?
ვკითხე რატო საშიშია თქო და აქ არ ვთვლით რომ საჭიროა ამდენი ექოო.
მოკლედ მერე წინასწარ გამზადებული ჩემი სახელი გვარიანი სტიკერით მომცა კონტეინერი შარდის.
ჩავაბარე,
მერე მოვიდა სხვა გოგო, რომელმაც გამიკეთა აცრა გრიპის.
მერე ჩავედი ლაბორატორიაში და ამიღეს სისხლი.
ხვალ ჩამწერეს ექოსკოპიაზე.
და კიდევ შემდეგი ვიზიტიც წინასწარ დაგეგმეს და თვითონ ჩამწერეს.
მოკლედ აღფრთოვანებული ვარ, მაგარი გამართული სისტემაა. კონვეირივითაა.

იმედია ჩვენთანაც შემოვა ეს მოწესრიგებულობა და არ მოუწევს ორსულს ამდენი ლოდინი, წვალება და სიარული აქეთ იქით
When Life Just Blows .... Fukitol® !
I'm Gonna Git You Sucka