დღეს წაჩხურას მონასტერში მოვილოცე. თქვენი ნამდვილი სახელები არ ვიცი მართალია, მაგრამ თქვენივე ნიკებით გახსენეთ... მგონი არაფერი დამიშავებია

და უფალს ვთხოვე შეგვეწიოს ყველას, ყველას ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს.პატარა აკვანი მაჩუქა მამაომ, პარაკლისი გადაიხადა და გამომიშვა. ქმართან ერთად მოდიო მითხრა, ჩემი ქმარი აქ არ არი და დასავლეთში რახან მოვხვდი არ მინდოდა ამ შანსის გაშვება. უფალმა უნდა სული ჩაბეროსო, ისე არაფერი მოხდებაო... იმკურნალე, მაგრამ თან უფალი შეაწუხე, კარგი გაგებით რა თქმა უნდაო, რო შვილი მოგცესო. ძალიან ბევრ სასწაულზე და უშვილო წყვილებზე მოვისმინე საოცარი ისტორიები. შეგვეწიოს გოგოებო ყველას ამ წმინდა ადგილის მადლი და ძალიან მალე გამეგოს აქ თქვენი კარგი ამბები