მე გადავწყვიტე, რომ სანამ ჩემი ქმრის პასუხები არ მექნება არაფერსაც აღარ დავლევ და აღარც ვიმკითხავებ.
სიმშვიდე მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია და სანამ არ დავიკიდებთ არაფერიც არ გამოვა. ნუ, მე პირადად ნერვოზი მაქვს უკვე აკიდებული, სიცხეებიც შინაგანი სტრესის და ნერვიულობის ბრალი მგონია.
თქვენ როგორ ხართ არ ვიცი, მაგრამ მე რაც გულით და ძალიან მინდა არასდროს გამომდის ადვილად, ამიტომ უნდა დავიკიდო რამენაირად. გული გადავაყოლო.
ამ მილებზე მკითხაობასაც უნდა შევეშვა, რაც მოსახდენია, ის მაინც მოხდება. ინ ვიტრო თუ დამჭირდება არც ეგ არაა პრობლემა, ამიტომ ტყუილად ვიკლავ თავს.
შევეცდები ეს დრო მართლა კარგად გამოვიყენო, 24 წლის ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. წერო მოვა, აუცილებლად მოვა.. ყველასთან..
აბა თქვენ იცით, აქ რომ შემოვდივარ უფრო ვიგრუზები ვამჩნევ ჩემს თავს.. ამიტომ შევამცირებ ვიზიტებს..
წარმატებებს გისურვებთ ყველას მთელი გულით და სულით..
ზოგჯერ შემოვიჭყიტები ხოლმე.. გკოცნით და მიყვარხართ..