მოკლედ ნოდარის გოგოებო

ვიყავი დღეს,გადაუდებელი საკეისრო ქონდა და რომ მივედი დავრეკე ქალმა მიპასუხა მერე თვითონ გადმომირეკა და მალევე გამოვიდა.რა ვიცი ნახა ყველაფერი,ადექიო,შემომხედა

მშვენივრად გააჩენო,მენჯებზეც დამხედა მერე,მუცელზე მკითხა სტრიები არ გაქვს და კრემს ისმევო

გამეცინა

)) არ ვარ მე საკეისროს მომხრეო,გაუტკივარების კიო,თორემ ქალი ისეთი გაღიზიანებული და გაგიჟებულია ჭინთვებისას აჭრილია და არაფერს აღარ გისმენსო,თქვენ არ იცით რეები ხდება ხოლმეო.17 დეკემბრამდე დრო გაქვსო,10 დეკემბრისთვის დამიბარა,გაგსინჯავო და ყელის მდგომარეობის მიხედვით,თუ რამე და ავაშრევებო(ჩემ დაქალს დაჭირდა ეგ)2 კვირას თუ მოიცდის კიდევ კარგი იქნებაო.წონაზე მითხრა 1კილოს მოიმატებსო და რომ შემომხედა თუმცა ძალიან არ მგონიაო.რათქმაუნდა არაა სასურველი და რთულია უფრო დიდი წონის ბავშვიო,მაგრამ შეძლებო

რა ვგონივარ ნეტა.მეთქი ეხოს ვაპირებ მანამდე თქო.თვითონ ლაპარაკობდა ძირითადად,სიტყვა ძლივს ჩავაგდე

დასწრებაზე კიო და სამშობიარო ბლოკიც ინდივიდუალურიო და ხანდახან პირველ ბავშვზე 4 თითზეც ვაკეთებთ გაუტკივარებასო,მაღალ დონეზე კეთდებაო ჩვენთანო და თუ ისეთი მაგარი ხარ რომ სრულ გახსნაზე მოხვალო ხომ კაიო

სტრეპტოკოკის პასუხი მზად უნდა გქონდეთ,მკითხა სისხლის გამათხელებლებზე კიდევ,წნევაზე.ლაპაროს ფორმა100 ნახა ასევე და რა ვიცი ჯანმრთელი ხარო და არ გიჭირს არაფერიო.გათიშული გამოვედი.2 კვირას რომ მეუბნებიან და მალეს შიშით ვიბურძგლები.მგონი არაა ნორმალური ასე რომ მეშინია
ამ საკეისროზე მითხრა 41 კვირაზე იყოო და არ დაიწყო მშობიარობააო,არ გამაკეთებინა დამაჩქარებელიო და მოვაწერინე ხელიო საკეისრომდეო.მოკლედ სასტიკი წინააღმდეგია.
ზაფრანაზე ნამდვილად დამცინა,ეგ რომ რამეს აკეთებდეს,დამაჩქარებელს კი არ გამოვიყენებდითო.დაჩის ზღაპრებია ეგო
This post has been edited by ninikei13 on 17 Nov 2015, 16:11