მე შევიყვანე 5 წლის, ოღონდ 1.5 თვეში 6 ხდებოდა. და ოღონდ, კიდევ კარგი შევიყვანე

ბავშვებთანაც არ აქვს პრობლემა, ყველაზე მოწესრიგებულია, ძალიან მოსწონს და მიუხარია სკოლაში და ა.შ. მთელი 1 წლით პატარას ალბათ არ მივიყვანდი.
რაც შეეხება ბავშვებს, მშობლები არიან ტუტუცები. ეგეთი რომაა შვილი 9-10 წლის ასაკში, არის მშობლის ბრალი.
ამ ზაფხულს ბაკურიანში დედა იყო 3 შვილით, 2 უფროსი ბიჭი იყო, სადღაც 5 და 4 წლისები. პატარა 1 წლის.
დედამისი იყო ტიპიური ისტერიჩკა, თავის თავზე შარავანდედიანი წარმოდგენით, სუპერ დედა იყო რომ გეკითხა. მთელი დღე დგა სასტუმროს აივანზე და გაჰკიოდა ამ ბიჭების სახელებს. ყელში გვქონდა უკვე ამოსული, სასადილოში ჩამოიყვანდა და მერე იქ ეჩხუბებოდა ჭამაზე, თუ არ შეჭამთ თავზე დაგასხამთო. ეს ბავშვები მთელი დღე იყვნენ ისეთ სტრესში... და ერთადერთი შედეგი რაც ამ დედას ჰქონდა, იყო ის რომ ბავშვები არ უჯერებდნენ არც დედას, და თავს აბეზრებდნენ სხვებსაც. ძალიან მავნეები იყვნენ.
ერთ მშვენიერ დღეს დედამისმა გამომიცხადა შენმა შვილმა ჩემსას ცუდი სიტყვა უთხრა და ჩაარტყაო. ესეთი რამე აქამდე არ უქნია და გამიკვირდა. კი ვკითხე ბავშვს რატომ მეთქი, მაგრამ გაიბუსხა და არაფერი მითხრა, მერე ცალკე მომიყვა, რომ სინამდვილეში იმან უთხრა ცუდი სიტყვა და იმან ჩაარტყა, და ამანაც უპასუხა იგივეთი. მერე დავაკვირდი ამ ძმებს - მივიდოდნენ რომელიმე ბავშვთან, შეუწუხებდნენ გულს, ძალით მოუნდომებდნენ სათამაშოს წართმევას ან საქანელადან ჩამოგდებას, სულაც ჩუმად და "წიომნად" წვივებში ურტყამდნენ ფეხებს, მაგაზე გავგიჟდი. და ბავშვებიც მერე ამათ ან ეჩხუბებოდნენ ან უტყამდნენ საპასუხოდ ხო? რა გასაკვირია, მე გავუშლი სიფათში ვინმემ რომ ეგეთი რამე გამიკეთოს, და ბავშვს რა მოვკითხო? ერთხელ წავასწარი, რომ ჩაჯდა დათუჩა ჰამაკში, მივიდა იმ ისტერიჩკას შვილი, დაუპირა ჰამაკიდან ჩამოგდება, და რომ ვერ მოერია, მუხლში მოარტყა წიხლი და თვითონვე დაიწყო ტირილი, გაამზადა სიტუაცია რომ ვითომ აქეთ სცემეს, გადავირიე. რომ წამოვუფრინდი ამ ბავშვს, თავი ძლივს შევიკავე არ გამეწიწკნა. მთელი ეზოს გასაგონად კი ვუთხარი, მეორედ რომ დაგინახო, მიგიყვან დედაშენთან და მისი თანდასწრებით არ ვიცი რას გიზამ თქო. იმის მერე დათუჩას აღარ ერჩოდა, ეშინოდა. დედამისიც თურმე იქვე მდგარა, მერე მოვკარი თვალი, და იყო გასუსული.
მერე რაკი მე ამოვიღე ხმა, აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა შეწუხებული იყო ამათი უსაქციელობით. სასტუმროს მეპატრონე ამბობდა, გაისად დღეში 1000 ლარიც რომ გადამიხადოს, არ შემოვუშვებო

დაულეწეს ყველაფერი და დედამისმა სასტუმროს პატრონს აქეთ მოსდო შარი, არ გქონდა გაკეთებული კარგადო.
არ მინდა წარმოვიდგინო, დედამისი საბოლოოდ რეებს გაზრდის ამ ბავშვებისგან.
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა - ეს ბავშვები მიჩვეულები იყვნენ, რომ მათ მავნებლობას "აპრავებდა" დედამისი, და ძალიან კომფორტულად იყვნენ ამ სიტუაციაში. აქეთ იყვნენ შარზე, სანამ არ მოვაკეტინე. ეგ ბავშვებიც ეგრე იქნებიან, უი ჩემს შვილზე ესე თქვა, უი ჩემი შვილი არ აირჩია.. ნინიკო09-ის 8 წლის შვილს გაცილებით მეტი ჭკუა და ღირსება აქვს, რომ ბავშვი იმათ მაინც ეთამაშება და არ იბოღმება, ვიდრე იმ 10 წლის ბავშვებს.
და მაშინ გადავწყვიტე ბავშვი მიმეყვანა კარატეზე, როგორც რამე ორთაბრძოლაზე. ვინმემ რომ ესეთი საქციელით გამოიწვიოს, არ მინდა ჩემი შვილი გაეხვეს შარში, და ეგეთი საზიზღრები მსხვერპლი გამოჩნდნენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საკუთარი თავის და ძალის რწმენა რომ გაქვს და ვიღაცა ესეთი წვრილმანი ტიპების საქციელზე არ ავარდები. ჩემი ძმა მახსოვს როგორ შეიცვალა და როგორ ტიპად ჩამოყალიბდა, როცა კარატეზე დადიოდა. თან იქ სხვა ბავშვებთან ჰქონდა ურთიერთობა, რომლებიც ნელ ნელა ესეთივე ტიპებად ჩამოყალიბდნენ, რომ რაზე არ უნდა ავარდნილიყვნენ არ ეშლებოდათ. გარდატეხის ასაკიც იოლად გაიარა, არ ჰქონდა იმის სურვილი, ვიღაცისთვის საკუთარი ძალის და ჭკუის დემონსტრირება მოეწყო, როცა სკოლაში ვეკუაში იყო და როგორც კარატისტი 3-4- კაცს ებრძოდა ტატამზე. კარატე ავიღე როგორც ჩემი ძმის მაგალითი, თორემ შეგიძლიათ კრივი, ძიუდო და ა.შ. სხვა ესეთი სპორტი იგულისხმოთ. დღესაც მეუბნება ჩემი ძმა, ეხლა ამხელა კაცს რაღა მაქვს დასამალიო და ქუჩაში ჩემი გულისთვის არასდროს მიჩხუბიაო, ვინმე თუ მთხოვდა გავყოლივარო, უარის თქმა რომ ტეხავსო. მე არასდროს არ მომსვლია კონფლიქტებიო, არც მე ვიწვევდი ვინმეს და არც სხვას ვაძლევდი ჩემთვის ზედმეტის თქმის საშუალებასო.
არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს სპორტული ორთაბრძოლა არიქა პანაცეაა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ეხმარება ბიჭებს სწორად ჩამოყალიბებაში.