ე.ი მოვედი გაბრაზებული პოლიკლინიკადნ.
გეფიცები ჯანდაცვაში მცნობენ,რატომ უნდა მჭირდებოდეს ყველა საკითხზე რეკვები და მოწმობები ვერ ვხვდები.
ლილეს ბეცეჟე აცრა სამშობიაროში ვერ გაუკეთეს ,რადგან სასწრაფოდ რომ უნდა გადაეყვანათ.
ორთვემდე უნდა გაკეთებულიყო ეს აცრა.
სამშობიაროში მითხრეს ,თუ პოლიკლინიკაში არ გააკეთეს ,ჩვენ გავაკეთწბთ რომ გამოგწერენო.
დადგა აცრის დრო და ახლა არცერთს ააღარ უნდოდათ გაკეთება,თურმე წამალია ძვირადღირებული (ეტყობა ბავშვი უფრო იაფია ვიდრე ,ვაქცინა) და ერტი ბავშვისთვის აბა ხო ვერ გახსნიდნენ.
გუშინ მთელი დღე ტელეფონზე რეკავდა დათო და მივაღწიეთ მაინც რომ პოლიკლინიკა გვიკეთებდა.
მივედით დღეს და უკმაყოფილო ექთანი მეჩხუბება ,ახლა ოცი ბავშვის სამყოფი ვაქცინა უნდა გავხსნაო ? ნუ იქ ხო ვიჩხუბე.( როგორ მძუკს ეს ჩხუბი და რაც ლილე დაიბადა სულ საჩხუბად მაქ საქმე).
საქმე გახლავთ შემდეგში: უბნის ექიმს უნდა მოეცა ფორმა ასი და მიმეტანა მთავართან ,შემდეგ ის ჩაგვწერდა ამ ვაქცინის გახსნის დღეს. ამათ დაეზარათ ,იფიქრეს ვიღაც დებილი გამოვდგებოდი ,წადი სამშობიაროშიო. ვერ მივართვი.
ცალკე რიგში ჩხუბი ,რა საშინელებაა. უკულტურობის პიკი. ჭამენ რთმანეთს.
შევაღე კარი ,ვიკითხო თქო და ჩემი დედამთილი ლამის ცემეს. არადა სხვა ვაქცინა მჭირდებოდა მე და სხვა მათ. ჩემ რიგში მე ვიყავი მხოლოდ. თორემ სხვის რიგს როგორ დავიკავებ,მაგის გამო გაველანძღვინები ვინმეს?
მოკლედ აცრეს!!!
ხოდა ეხლა მაინტერესებს რა გავითვალისწინო ? სიცხეებს მისცემს ეხლა ? მეშინია,არვიცი როგორ ვიყო ეს სამი დღე?
ბანაობაც არაო მგონი ხო ?
ეს ყველაფერი ხო იმ უბნის ექიმს უნდა ეთქვა ?
სანამ ირაკლისთან მივალ ,ჰაერში ვარ გამოკიდებული.
ასემგონია ,ლილეს უფრთხიან თითქოს ზედმეტი,თავის ტკივილი არ უნდათ.
ჯერ მხოლოდ თვის და ოცი დღისაა,მე კიდე ისე დავიღალე შიშის მეტი ჯერ არაფერი მიგრძვნია.
არც ვგოდებ და არც მოვთქვამ ,უბრალოდ მინდა რაც მეკუთვნის ,გვეკუთვნის მშვიდად ბრძოლის გარეშე მივიღო.