ხოოო როგორც იქნა მოვახერხე შემოჭყიტვა

...დავაგდებ კითხვას და გავრბივარ ხოლმე .....
მადლობა გოგონებო....რავი ისე ცუდად ჟღერს დაბალი მიმაგრება, ცოტა მეშინია...
რაც შეეხება ურთიერთობას, რაც გავიგე ორსულად ვარ და მგონი უფრო ადრეც (ქმარი მივლინებაში იყო მაგ დროს, ჩავაკითხე რამდენიმე დღე, და ჩამოსვლიდან 2 კვირაში ტესტმა 2 ხაზი ააბრიალა )

კონტაქტი აღარ გვქონია...უბრალოდ არ გვინდასავით...თავიდან ჩემი ბიჭის გამო ვნერვიულობდი, როგორ გაძლებს, რამე არ მოუვიდეს მეთქი...მაგრამ პასუხი არ მოგწონთ: " მე მაგ ბავშვს ასეთ რამეს ვერ ვაკადრებო":)... და კი ვართ და-ძმანივით საყვარლად :*
.....
ჩემს დედამთილს რაღაც ვირუსი აქვს და სასწრაფო გვყავდა ახლა...იმედია კარგად იქნება ისიც და ჩვენც არაფერი დაგვემუქრება
ექიმმმა 22-23 კვირამდე არ გინდა მოსვლაო, რაც დაახ დეკემბრის ბოლოსკენ მიწევს და რაღაც გვიანი მგონია, მანამდე არაფერია საჭირო??? მე კი ჩემით 2 კვირაში ისევ წავალ ეხოზე, მაგრამ მაინც....
ყველასკიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, თქვენ ჩემი დიდი სტიმული და იმედი ხართ და ასე ვირტუალურად მიყვარხართ