გოგოებო როგორ ხართ? ვინც გააჩინეთ გილოცავთ :* რამდენი ხანია არაფერი დამიპოსტავს. სად მეცალა, საწოლის შეკვეთა მივეცი, ოვალურს ვაკეთებინებ, ძლივს შევარჩიე ფერი, შევკერე გამოსაკრავები, ერთი თეთრეული და მეორე დამრჩა შესაკერი, ვუყიდე და გამოვუწერე ტანსაცმელი, მოკლედ ისე გადავერთე ამ ყველაფერზე, რომ ვერაფრისთვის და ვერავისთვის ვეღარ ვიცლი

წავიკითხე თქვენი პოსტები ჭიღლაძეზე და გამეცინა.. მეც ვიყავი ორი დღის წინ,არ შემეძლო ერთხელ მაინც რომ არ მივსულიყავი

სიმართლე გითხრათ, დიდად არ მომეწონა, 31 კვირაზე ბავშვი ორი კვირით უსწრებდა განვითარებას, 2010 გრ იყო და ახლა, 35.2 კვირაზე 2265 გრ-ია, ერთი კვირით ჩამორჩება განვითარებას. ამ ერთ თვეში ძალიან გამეზარდა მუცელი და დავიჯერო ბავშვს 250 გრამზე მეტი არ მოუმატია? მართალია, ნაკლებად ცნობილ რადიოლოგთან ვიყავი წინაზე, მაგრამ სერგოც ყოველთვის მეუბნებოდა დიდიაო და ჩამორჩენა არასდროს ჰქონია. ყელის ზომა არ გაინტერესებთ? დამოკლებული მქონია, 29 მმ

მოკლედ, ისეთი ცვლილებები მაქვს ამ 1 თვეში, მთელი 8 თვე რომ არ მქონია და ეს ჭიღლაძისგან გავიგე

რაც შეეხება პიროვნებას, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მგონია რომ რამაზიც და მისი თანაშემწეც ბავშვების მოფერებით და ფოტოებით იზიდავენ კლიენტებს

ისე ფოტოებიც ვერ გადაუღო ნორმალური. აქ გოგოები რომ წერენ ბავშვს ეფერებოდაო, მგონი ეგეთი ტაქტიკა აქვთ, ის ასისტენტიც რაღაც დაზეპირებული ფრაზებით ეფერებოდა ჩემ ბიჭს. მომიწევს გადამოწმება

ჩემი ექიმიც მეუბნებოდა რა ჭიღლაძეო, მაგრამ არ დავუჯერე. სერგო მართლა N1-ია
სამშაბათს მივდივარ უკვე მეანთან, დათო მიქაბერიძესთან და ძალიან მეშინია. თან პანიკაში ვარ, მგონია ადრე ვიმშობიარებ და ვერაფერს ვერ ვასწრებ