tin10nioგამაგრდით! ახლა თქვენს პატარას ძლიერები სჭირდებით. მასზე ხომ გადადის თქვენი განწყობა.. ეს არის განსაცდელი, რომელსაც მალე გადალახავთ და ყველაფერი კარგად გექნებათ

ძალიან ძნელია, მაგრამ თქვენი პატარა ლილესთვის ეს უნდა შეძლოთ!!!
Nykusaვაიმე შენს ისტორიაზე გამახსენდა ჩემი ორი ისტორია.. ამას წინათ ტომოგრაფია რომ გავიკეთე თავის ტვინის, გამოვედი კი არა, გამოვხოხდი იქედან, კლაუსტროფობია მაქვს და წარმოიდგინე როგორ ვიგრძნობდი თავს, თან ზურგზე 40 წუთი ძალიან ძნელია ამ ვადაზე.. უჰაერობა და მთელი ამბები.. დაბუჟებული ვიყავი მთლიანად.. ხოდა მიმღებში დავჯექი, წყალს ვსვავდი რომ სული მომეთქვა, სანამ ექიმი დამიძახებდა რომ პასუხი ეთქვა.. ხოდა გვერდზე ქალი იჯდა და დამიწყო მოყოლა მის ქმარსაც იგივე გამოკვლევას როგორ უკეთებდნენ და სიმსივნე როგორ ჰქონდა ტვინში, ოპერაციის მერე კომაში როგორ იწვა და ა.შ. ძალიან კარგად მესმის მისი მდგომარეობა, როდესაც შენს ქმარს ასეთი დაავადება აქვს, ვერ იქნები ადეკვატური, მაგრამ იმდენს ხომ უნდა მიხვდე რომ ორსულს არ დაუწყო მაგაზე ლაპარაკი მაშინ, როდესაც იგივე რაღაცის გამოსაკვლევად იყო მოსული..?!
მეორე ისტორია კიდევ, ერთი კვირის წინ მე და დედაჩემის რაღაცებს ვყიდულობდით და ამას ჩემს შვილს ჩამოვუკიდებ ლოგინზე თქო და გამყიდველმა გოგომ მეც შენსავით ვყიდულობდი რაღაცებსო, ტანსაცმელი ვუყიდე, ნივთებიო.. მაგრამ ვერ გამოვიყენეო.. რატომ, მალე დაუპატარავდა თქო.. არა მომეშალაო.. აი რაღაც ჩამწყდა.. ჯერ ხომ ძალიან შემეცოდა.. და მერე კიდე "მეც შენსავით ვყიდულობდი" ძალიან ცუდად მომხვდა ყურში
ninikei13მეც ანაზღაურებაზე რომ ვიყავი ვიკითხე და ზერელედ მიპასუხეს.. არადა რომ ვრეკავ კიდევ უფრო ზერელედ მპასუხობენ ხოლმე
m@m@კარგად ვარ, მადლობა :* ცხელმა შხაპმა და დაწოლამ მიშველა.. ნუ ცოტა მაწუხებს კიდევ, მაგრამ მგონი ბუნებრივია..
შენ როგორ ხარ?