teo_charkvianihttp://www.babyinfo.ge/menu_id/68/id/236სადღეისოდ მწარმოებლები ორგვარი მასალის საწოვარებს გვთავაზობენ: ლატექსისას და სილიკონისას. ლატექსი არის მრავალჯერადად გასუფთავებული კაუჩუკი, ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა მასალა, ხოლო პატარებისთვის სწორედ ნატურალური მასალისგან დამზადებული ნივთები ჯობს, ტანსაცმელი იქნება ეს, ჭურჭელი თუ სათამაშო. ლატექსის საწოვარები მტკიცეა, ელასტიკური და მკვრივი. მათი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ლატექსს აქვს მკვეთრი, სპეციფიკური სუნი და გემო, რომელიც ბავშვს შესაძლოა არ მოეწონოს. სილიკონის საწოვარებს ეს ნაკლი არ აქვს. ის ლაქტექსზე მკვრივი მასალაა, თუმცა ნაკლებად გამძლე.
რისგან უნდა იყოს დამზადებული საწოვარა?
გამჭვირვალე სილიკონის საწოვარა გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით. მისი დეზინფექცია ადვილია, ის, ლატექსის ანალოგებისგან განსხვავებით, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს. თუმცა აქვს ნაკლიც: ბავშვმა შეიძლება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე “ჩაკბიჩოს” ამგვარი საწოვარა და მისი ნამცეცი სასულეში გადასცდეს. გარდა ამისა, სილიკონის საწოვარა მკვრივი და უხეშია, ამიტომ შესაძლოა სარძევე კბილების დეფორმაცია გამოიწვიოს. სილიკონის საწოვარა 2-3 თვეში ერთხელ უნდა ვცვალოთ.
ლატექსის საწოვარა უფრო მოკლე ხანს გვემსახურება. მისი გამოცვლა თვეში ერთხელ შეიძლება დაგვჭირდეს. ის რბილი და ელასტიკურია და ნატურალური მასალისგან მზადდება. 30 წლის წინ მეცნერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვების 60% ლატექსისადმი ალერგიულია. რეაქცია ვლინდება შეშუპებით, ქავილით, ცემინებით, დერმატიტით.
This post has been edited by angelgirl on 27 Nov 2015, 11:14