გოგოებო ,დღეს ისეთი ამბები გადავიარე არვიცი..ღმერთმა არაფის დააჭირვოს მაგრამ რომ იცოდეს ყველამ როგორ უნდა მოიქცე როცა გატყუებენ.. მოკლედ ორშაბათს გიორგობას ,გვითხრეს რომ ნდანგადაგვეღო ენცეფოლოგრამა და ტრახეის სკოპია (ტომოგრაფია).. ამისათვის გვჭირდებოდა ,პულმონოლოგი. ქირონმა გვითხრა ჩვენკონტრაქტი არ გვაქვს ამ კონკრეტულ საკითხებზე და ფინანსები თქვენზეაო. ჩვენ რათქმანდა ეგრევე დავთანხმდით.სამშაბათს დარეკეს იმ ექიმთან იაშვილში და არ სცალიაო. ხვალო ანუ ოთხშაბათს და მივედი ოთხშაბათს და არ მცალია კიდეო. მანდ გავჭედე! დავრეკე 1505 <ზე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე და ავუხსენი მდგომარეობა რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა ეს ექიმი.
ოპერატორმა რასქვიაო ბავშვი 28 დღემდე მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოსგანო. მშობელმა კიარ უნდა ეძებოს ექიმი ,კლინიკამ უნდა მოაგვაროს ესო.ხოდა დამალაპარაკე ეგენიო. ამ დროს ექიმს ვითხარი ასე ასე მეთქი და მოიცადეო რაღაცას გავახერხებო.
შემდეგ შემიძღვნენ სხვა ექიმის კაბინეტში და დამიწყეს დამშვიდება რომ აუცილებლად იანებოდა ექიმი ხვალ ანუ ხუთშაბათს.
იქ საკმაოდ მკაცრად ვისაუბრე და ვახსენე ჯანდაცვაც და შეფუცხუნდნე.
ე.ი პარასკევს მივედი იაშვილში წავიყვანე ეს ექიმი ენქირონში.. თან იქვე კაბინეტში "გაგვიიასნა" მე და ჩემ ქმარს მე 100 ლარი მინდაო და არ მაინტერესებს კლინიკა თუ თქვენ გადაკიხდითო. არაა პრობლემა ვიხდითო ჩემმა ქმარმა.
წავედით და ზუსტად ათ წუთსი გამოვიდა ეს ექიმი და ავერში გავაკეთოთ ტომოგრაფიაო.
ეს ექიმე სევ გამოვიდნენ და ფულზე დაიწყეს ,კონტრაქტი არ გვაქ ავერსთანო.
ჩვენ გაგიჟებულები ვიყავით სავარაუდო დიაგნოზით ,ფულს ვინ დაეძებდა? ვიხდითო ვთქვით და დაგვიანგარიშეს 550 ლარი.
იმ დილას ახლობელმა დამირეკა და ისევ შემახსენა ცხელი ხაზი!
მოკლედ დღეს წავედიტ ავერსში და დარეკილი მქონდა უკვე ჯანდაცვაში ! გაგიჟდნენ ან ის ასი ლარი რატომ გადაიხადეო! დავალაპარაკე ექიმი ენქირონის და ილაპარაკეს ილაპარაკეს და თურმე : სახელმწიფო იხდის ამ ყველაფერს !!!!!!!
ავერსში გააკეთეთ საჭირო ყველაფერი და წავედით ,ასე ბედნიერად ენქირონმა ,დაგვისვას უნდა ანგარიშზე 440 ლარ! ის დანარჩენი თურმე რეანომობილის უნდა გადაეხდევინებინათ : )
ენქირონში მისულებს სულ ბოდიშები გვიხადეს და თურმე " ექიმები" არიან იურიდიულ საკითხებში უცოდინრები და ამიტომ შეეშალათ

სამინისტროდან ინტერესდებიან თქვენ ბავშვზეო და ჩვენ არაფერს გიმალავთო და აშ..
ეხლა სირბილით უნდათ რომ იაშვილში გაგვწერონ რაც მალე უკეთესიო)) და ორი დღის წინ როგორც უნდოდათ ისე წელავდნენ დღეებს!
აი ასეა ყველაფერი ,ასე რომ არავინ შეგიზღუდოთ უფლებები !!!
კარგად გაარკვიეთ ყოველთვის ყველაფერი!
დღეს გახარებული ვარ ,ჩემ პაწკოს ეღვიძა რომ მივედი და ავიყვანე მე მეჭირა <3 ისეთი კარგი იყო ))
ვკოცნე ველაპარაკე და პამპერსიც გამომაცვლევინეს და მივეფერე ყველგან <3 დედას სიცოცხლე..
მილზე რომ ვფიქრობ ძალიან მეცოდება გული მტკივა ყველაფერი ! მაგრამ მთავარია გამოკეთდეს და ყველაფერს მოვერევით. ორშაბათს 100 % ით გავივიგებთ თუ სტენოზი დაგვჭირდება..
საოცარი რამეა დედობა ,მე არ ვარ ზოგადად მებრძოლი ადამიანი და ბევრს მოვუტყუვებივარ და ხან შეგნებულადაც მომიტყუებია თავი მაგრამ ჩემი ლილეს გამო სახეს "ავახევ" ყველას ვინც არასწორედ მოიქცევა
ასე რომ ყველგან ყოველთვის იბრძილეთ შვილებისთვის..
ხო მთავარი დამავიწყდა თუ #####უვდებოდით უნდა გადაგეხადა ეს 550 ლარო - ტომოგრაფიის. შემდეგ დაგვჭირდებოდა ბრონხოსკოპია 900 ლარი და ენცეფოლოგრამა 500 ლარი! წარმოგიდგენიათ ??
This post has been edited by tin10nio on 27 Nov 2015, 23:38