nikolsonaგილოცავ მთელი გულით

....მშვიდობიანი ორსულობა და ჯანმრთელი ბასასუნები შენ!!!!
ღმერთმა ქნას მალე დაცარილდეს ეს თემა და პრობლემა, რაც შვილოსნობას შეეხება არავის გამოეცადოს...ეს დიდი ტრამვაა ოჯახისთვის, წყვილისთვის....წყევლაზე უარესია, კოშმარია...ეხლაც კი ვერ გამითავისებია ჩემი მდგომარეობა და კიდევ რამდეჯენ დამსიზმრებია, რომ ისევ ველოდები ყველაზე სანუკვარს ცხოვრებაში, ისევ არ მიჩვენებს ტესტი...ისევ ყველაფრისთვის ძალა უნდა მოვიკრიბო....
ამას + ჩვენი საზოგადოება, ზოგის ვითომდა მწუხარე სახით მოკითხვა: "ახალი ხომ არაფერია?"..დღესაც კი ამ კითხვაზე ცხელი ტალღა მივლის....
ისე წინა პოსტებიდან მგონი გეგეჭკორის პაციენტი იყავი არა???? თან უკმაყოფილო.....მე კი თუ ამ 6 წლის მანძილზე საღი გონება შემრჩა და ფსიქიატრიულში არ დამჭირდა დაწოლა, მაკას დამსახურებაა

.....ბევრი, ბევრი ექიმების ცვლის თუ ძიების შემდეგ ისე ჩავეჭიდე მაკას, დღემდე არ ვცილდები....ის იყო ყველაზე დეპრესიულ დღეებში ჩემი მანუგეშებელიც და სტიმულიც...ყველაზე დამზოგველი ფინასური მხრივ ...მედიკამენტებსაც კი მინიმალურს ვიღებდი....მან გამიჩინა რწმენა, რომ მთავრი მართლა ტვინი იყო ჩემს შემთხვევაში და დედა აუცილებლად გავხდებოდი

ამიტომ მიყვარს ეს ქალი....ხო რაც ყველაზე ცუდი აქვს და დღემდე ვერ ვეგუები, ზარებზე უპასუხობააა.....არასდროს, თითქმის არასდროს არ პასუხობს ზარებს...
ხშირად ვფიქრობ, მე თუ გამომივიდა, სხვებსაც აუცილებლად გამოუვა...წარმოუდგენელია დღეს ვინმე დარჩეს შვილის გარეშე....მთავრი რწმენა და განწყობის შექმნაა..
ყველა ძალიან მიყვარხართ....ჩვენ ხომ საერთო ტკივილი გვაერთიანედა, თან ასე ნაცნობი.....მალე სულ მალე თქვენც ღიპუცუნები გახდებით....აუცილებლად