მოკლეთ ვიყავი ეხოზე, ჩემი ვარაუდებიდან ყველაზე ცუდზე უარესი პასუხი დამხვდა

.. მარა არც ამას არ განვიცდი ჩემი თავით ვარ გაოცებული.. მოკლეთ როგორც ჩანს წინა ციკლიდან გადმომყვა ფოლიკი (აქამდე არასდროს გადმომყოლია), ქეთიმ მითხრა არ გაიზარდაო წინა ციკლის მე-18 დღეს რო ვიყავი და ეხლა 32მმX29მმ-ზეა ანუ ცუსტადაა ქცეული, ეს მარცხენა საკვერცხეში და სხვა ფოლიკებიც არის 11 მმ-მდეო, მარჯვენაში 10-მდე ფოლიკულიაო და 14მმ ყველაზე დიდის დიამეტრიო, ენდომეტრიუმი 5 მმ, ამ ცისტის გამო გტკიოდა საკვერცხეები და ამდენი ფოლიკი რო მოდის მაგიტომო. დღეს ციკლის მე-10 დღეა და ეხლა ჩემი ფიქრები

:
1. ვფიქრობ რო გვიანი ოვულაციის შანსი მაინც მაქ, დღეში თუ 3 მმ-მდე გაიზარდა ფოლიკები ენდომეტრიუმიც მოიმატებს მე-14 მე-15 დღის მაინც მოხდება, ჩემთვის მე-10 დღეს 14მმ ფოლიკი არაა ცუდი, და 5 მმ ენდომეტრიუმი... სავარაუდოდ გავიწეწები ალბათ მენოპურების კეთებით..
2. მიხარია რო ქეთის არ დავუჯერე და ამ ციკლშივე ინსემინაციას არ ვიკეთებ და გამოვცადე მაგის დანიშნული სტიმულაციები როგორ იმოქმედებდა.
3. ცისტა ძაან არ მწყენია, იქნებ კიდე გადამყვეს და ლაპარო დამიფინანსდესთქო

მოკლეთ იმის ნაცვლად რო გავბრაზებულიყავი და ან გული დამწყვეტოდა ეგრევე კარგ მხარეებზე ვიფიქრე, არ ვიცი დეპრესია აღარ მაქ, საკითხი დავიკიდე თუ თავდაცვის ინსტიქტია ეს ჯერ ვერ გავარკვიე, მარა მთავარია რო თავს მშვენივრად ვგრძნობ.. და მომწონს ასე რო ვარ