ტელეფონით ვწერდი და არ დამაწერინა ცოცხალი თავით

გოგოებო ვიყავი დღეს მეც ჰერაში, დავდექი აღრიცხვაზე. 2 საათი ვიყავი ჯანდაცვაში ვაუჩერის რიგში, ისე ცხელოდა რომ დამეძინა

ჩემი რიგირ რომ მოვიდა მორცხვად გამაღვიძეს

ეხო გადავიღე ტარიელიძესთან, 11 კვირის ხარო, კოსრის ნაოჭი ნორმაშია, მაგრამ 14 კვირაზე უნდა გადამოწმდეს მაშინ ჩანს ყველაზე კარგადო.
მერე შევედი ნოდართან და მას რომ ვკითხე არ ჭირდება გადამოწმება უკვე ჩანს ნაოჭის ზომაო, ტარიელიძის ნათქვამი არ მითქვამს, გამოვშტერდი იმ დროს.
ხოოოდა მე როგორც მახსოვდა ნაოჭი ხომ 11-12 კვირაზე ჩანს და ეს 14-ზე გადამოწმება ვის გსმენიათ?
და კიდევ ეხლა ვაუჩერით რაც მეკუთვნის იმ ანალიზებს კი გავიკეთებ, მაგრამ კიდევ რაები გაიკეთეთ თქვენ? რა ვირუსები და ასე შემდეგ?