UPDATE.:
მოკლედ ვისაც აინტერესებს ან შემდგომში დააინტერესებს ესეთი შემთხვევა აფდეითს ვაკეთებ:
ორსულობის ასაკი: 37 კვირა( ზუსტად 36,5)
ჭიპლარი: ორი სისხლძარღვი ჭიპლარში, ერთი არტერია და ერთი ვენა (tags: single umbilical cord , one vessel cord, SUA)
დღეს ვიყავი ყოველკვირეულ შემოწმებაზე და ბავშვი არის ჯდომით ისევ. იმედი მქონდა ამოტრიალდებოდა.
სანაყოფე წყლები ანუ ამნიოტური სითხის მაჩვენებელი 7.91 იყო. შემცირებულია, რაც არ მაწყობს

იმიტომ რომ თუ არასაკმარისი რაოდენობა იქნა წყლის , ვერც ხელით მოტრიალებას ანუ cephalic version -ს გააკეთებენ. საკეისროსთვისაც თანდათან მორალურად ვემზადები.
სანაყოფე წყლის გაზრდა წყლის სმით არ იზრდება ისე, ინფორმაციისთვის, თუმცა ორსულობის დროს ბევრი წყალი უნდაბსვათ.
ზეგ ჩემს ექიმთან მაქვს ვიზიტი ვნახოთ რას მეტყვის და რას როგორ დავგეგმავთ.
ჭიპლარის მდგომარეობა ჩემს შემთხვევაში იზოლირებული ფორმაა, მაგრამ მაინც მონიტორინგს საჭიროებს. ბავშვის ზრდის მხრივ. ყველაფერი რიგზე ჩანს მაგრამ რომ გაჩნდება სავარაუდოდ ექოსკოპიას გაუკეთებენ თირკმელებზე.
"ჯდომით" სხვადასხვა მიზეზით შეიძლება დარჩეს ნაყოფი, ერთ ერთი მიზეზი საშვილოსნოს ფორმაა.
ახლა გამახსენდა თბილისში ორსულობამდე ექოზე ჩამიწერა რადიოლოგმა რომ საშვილოსნო არის "უკან გადახრილი". რაც შეიძლება ერთ ერთი მიზეი იყო. ნაყოფი იმ გადახრილ ადგილას ვითარდება.
მოკლედ აი ასე.
პარასკევს გავარკვევ რღაცეებს და დავწერ კიდევ. ფორუმებზე ესეთი ინფორმაციის გაცვლა გამოცვლა ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე
პ.ს. იმედს არ ვკარგავ რომ მობრუნდება ტავისით მაინც
This post has been edited by Iron Butterfly on 17 Dec 2015, 07:33
When Life Just Blows .... Fukitol® !
I'm Gonna Git You Sucka