ჰაი ღიპუცებო

მოკლედ ვიყავი სერგოსთან და წამოვედი დამშვიდებულ-დაწყნარებულ-გაამაყებული
ჩემი კაცუნა უკვე 470 გრ
ყველაფერზე ნორმა-ნორმა ჩაგვიწერა...ყველაფერი რიგზეაო...კი იყო კნუტივით დახვეული, ძლივს შემოატრიალა სერგომ ჩვენსკენ და შეჭმუხნულ სახიანი ფოტო გვაჩუქა

..
კიდევ ვიდეოც ვთხოვეთ და დავკბით სახლში განმეორებითი ჩვენებით...ვიდეოს ჩაწერა-წამოღები იდეა ისე მომეწონა შემდეგ ეხოებზეც აუცილებლად გავაკეთებინებ
წამოსვლის მერე კი დამეწყო ეჭვიანი შემოტევები, რატო იყო ესე მოკუტული მეთქი...მაგრამ თავს ვიმშვიდებ, რამე ცუდი რომ ყოფილიყო ხო აუცილებლად გვეტყოდა???
მუცელი მეც კარგად მეტყობა...სუავინექსის სტრიების საწინააღმდეგოს ვხმარობ, ისიც როცა გამახსენდება...ჯერჯერობით არ ჩანს სტრიები და იმედია ძალიან არ დავზოლიანდებით
Furbyეს რა კარგია რამეა მართლაააა....აუცილებლად გავითვალიწინებ
მართლა ფეხი "მეკვანძბა" ამ ბოლო დროს....საშიშია გამოცდილებო??? 23ში მიწევს ექიმთან ვიზიტი და იმედია მანამდე არაფერი იქნება საგანგაშო....ხოოო 21 კვირის ვარ