nina444მე ორი კვირა ვმუშაობ და ორი კვირა ვისვენებ ხოლმე, მგზავრობა ჩასვლა-ჩამოსვლა დასვენების დღეებიდან გადის და ასე

ხოდა იმ ორ კვირაში უნდა მოვასწრო მშობიარობაც,გამოკეთებაც და თავში ქვა უნდა ვიხალო

გოგო მისმინე, თუ საკეისრო დაგინიშნეს აუცილებლად ჩაამატე ჩანთაში ოპერაციის შემდგომი ქამარი, აფთიაქებში იკითხე. უთხარი მუცლის მინდაო ანუ საკეისროს შემდეგ რომ გავიკეთოო თორე წელისაცაა და არ შეეშალოთ საერთოდ სხვადასხვა დანიშნულება აქვს
Nykusaრა ხიფათა ხარ რააა

რო რამე ყოფილიყო იქვე იქნებოდა და რას უყურებთ გზაზე რომ დადიხართ? ფეხძიმე ყავს მანქანაში თან, მე დილით ადრე ჩავედი მარტო მანქანით სურამში და ჩამოვედი უკან, წასვლა რომ გინდოდა იმერეთში საშიში არაფერია, ზამთრის საბურავებით იმგზავრეთ და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. არსად არ გაიჭედებით , მაინც დარეკე თქვენებთან რავიცი სურამამდე არ გამიჭირდა მე
nina444აი ჩემი ჩალაგებული ჩანთების სია აბა იქნებ გამოგადგეს
ბავშვისთვის
5 წინდა (ბამბის)
2 ბამბის თხელი ქუდი
5 მოკლემკლავიანი ბოდე
5 გრძელმკლავიანი ბოდე ( მთლიანი, ბამბის)
5 ზედა ქვედა ჩასაცმელები (2თხელი ფულე, 3 ბამბა)
2 პირსახოცი (გასამშრალებლად)
3 პილიონკა ფანელის ანუ ბამბაზიის (გასამშრალებლად)
თხელი პლედი
თბილი ადიელა
2 _ გამოსაცვლელი პილიონკა (თუ მომინდება რომ მე გამოვუცვალო)
ტაკოს კრემი + ტალკი
მაკრატელი
სოსკა +კონტეინერი
ბოთლი + ბოთლის ჯაგრისი
პამპერსი (არ გინდა იქ ჩვენი გვაქვსო, მაგრამ მაინც ჩავდე 10 ცალი)
2 შეკვრა ბამბის სალფეტკი თავისი სითხით
სამშობიაროდან წამოსაყვანი თბილი ფუმფულა კომბინიზონი
ჩემთვის
ხალათი თხელი (უფრო სპორტული პიჟამო)
საოპერაციო პერანგი (აქვთ მაგრამ მე ჩემიც მიმაქვს)
3 პიჟამო მოსახერხებელი ძუძუსწოვისთვის
2 მაიკა + 2 ელასტიკი
2 მეძუძურის ლიფი + ძუძუს ჰიგიენურუ საფენები + ძუძუსთავებისთვის კრემი + 2 პატარა (ცხვირსახოცისტოლი) პირსახოცი მოსაწმენდად
3 თხელი ნასკი
გამაშები
5 ტრუსი
სველი და მშრალი სალფეტკი
ხელის ანტისეპტიკური სითხე
2 შეკვრა უნიტაზის საფენი (ერთჯერადი)
პირადი ჰიგიენის რამე-რუმეები + ჰიგიენური პომადა+ პინცეტი და სარკე (გვაქვს ჯაგრისი, საპონი და კბილის პასტაო მაგრამ მე ჩემსას ვიხმარ)
სავარცხელი + თმის რეზინი (ფენი ამოვაგდე უკან )
2 პირსახოცი, ( დიდი და პატარა)
რძის გამოსაწველი
ოპერაციის შემდგომი ქამარი
საფენები 1 შეკვრა კოტექსი და 1 შეკვრა ოლვეისი (აქვთ მაგრამ მაინც)
საბუთები
რომ წავალ ჩამდებ პლანშეტს დამტენით და მობილურის დამტენს
ხო და კიდევ მიმაქვს ტუმბოზე რომ დავაფინო ერთჯერადები 5 ცალი
This post has been edited by anuki-kekela on 6 Jan 2016, 15:17