და თან ესეც ალექსანდრეა : )
ბაკურთან მყავდა და ძალიან უკმაყოფილო ვარ.
რაქიტის დიაგნოზი დაუსვა, იმიტომ რომ ღამე ცუდად ძინავს.
წყალი და დ ვიტამინიო. არ სვამს ამ წყალს და რა ვუქნა, ძალით ხომ არ ჩავასხამ ბავშვს.
ძაან გაფრენილი აქვს მაგ კაცს. რო მელაპარაკებოდა მეგონა გიჟი იყო.
რა კითხვებიც მქონდა, ისიც დამავიწყდა მეკითხა, ისე დავიბენი მისი ტონით და აქეთ დასმული კითხვებით.
-ბავშვი გაგყავს გარეთ?
-კი, როცა კარგი ამინდია. ძალიან ქარი თუ არაა..
-ქარში რატომ არა?
- მმმმ, ჩვენთან ისეთი ქარებია... და თან, ვიცი ქარში არ არის სასურველი
- რატომ? ყურში შეუვა ქარი და გაცივდება? სისულელეა ეს. ეს არის გაუნათლებლობის ბრალი.
-ღამე რა აცვია?
-ფეხებიანი ბოდი
-რატომ? შენ დაიძინებ მასე?
-კი, რატომაც არა

))
-არ უნდა ღამე არაფერი.
-საერთოდ არაფერი?
-ხო, არაფერი (იღიმის და თვალებში მიყურებს გიჟივით (ან მე ვგონივარ გიჟი))

))
-ყველაფერს ჭამ?
-კი, თითქმის ყველაფერს
-ლობიოს ჭამ?
-არა, ლობიოს ისედაც არ ვჭამდი, და ეხლა ძუძუთი კვების დროს მითუმეტეს
-რატო, ლობიონი რძე გექნება? პამიდორისაც არ ჭამ ხო? პამიდვრიანი რძე რო არ გქონდეს
-გაზებს არ დაუგროვებს ლობიო?
-არა. პომიდორს რო ვჭამთ წითელი ცრემლი მოგვდის? პომიდვრიანი? ისე არ გადადის რძეშიც.
- ხო რავიცი, კი უგრვდება ხოლმე ჩემი ჭამიდან გამომდინარე ..
- სისულელეა ეგ. გაუნათლებლობის ბრალია. ყველაფერი ჭამე. დალიე წითელი ღვინო და ლუდი.
რომ გამოვდიოდით, და ფეხსაცმელის ჩაცმა დავუწყე ბავშვს.
-არ უნდა ეგ.
-როგორ არ უნდა? მარტო წინდებით არ შესცივდება?
-არა
-აბა ჩვენ რატომ გვაცვია ფეხსაცმელეი? უფროსებს?
-ჩვენ დავდივართ და ფეხს ვადგამთ. მაგისთვის გვჭირდება.
უკომენტაროდ გამოვდივარ და აბვშვს მანქანაში ვაცმევ ფეხსაცმელებს.
და ა.შ.

)
საბოლოო ჯამში. დავტოვეთ 115 ლარი და წამოვედით.