მოკლედ ვისაც გაინტერესებთ ამ პალმის ზეთზე ატეხილი აურზაურის შესახებ, მრჩეველში ვიკითხე გამცეს ამომწურავი პასუხი. იხილეთ ქვემოთ:
არსებობს სხვადასხვა ტიპის ცხიმი:
1. ნაჯერი (ძირითადად შედის ცხოველური ცხიმის შემადგენლობაში, შედარებით მცირე რაოდენობით მცენარეული ცხიმში)
2.მონოუჯერი (მეტი კონცენტრაციით შედის მცენარეული ცხიმებში, განსაკუთრებით ზეითუნის და რაფსის ზეთი)
3.პოლიუჯერი (დიდი რაოდენობით შედის მცენარეული ცხიმის შემადგენლობაში)
4.ტრანს ცხიმები, მათი ძირითადი ნაწილი მიიღება თხევადი, მცენარეული ცხიმის დამუშავების (ჰიდროგენიზაციის) შედეგად. მაგ. მარგარინი, სწრაფი კვების პროდუქტებში შემავალაი ცხიმები.
ტრანს ცხიმები ითვლება განსაკუთრებით არაჯანსაღად.
ნაჯერი ცხიმები (რომლებიც დიდი რაოდენობით არის ცხოველურ ცხიმში, თუმცა სხვადასხვა კონცენტრაციით არის მცენარეული ცხიმებშიც) ითვლება ნაკლებად ჯანსაღად ვიდრე მონოუჯერი და პოლიუჯერი.
პალმის ზეთის შემადგენლობის დაახლოებით 82% არის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები, ამიტომაც ნაკლებად ჯანსაღი უნდა იყოს.
თუმცა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ცხიმის და ქოლესტეროლის მიღება არ იზღუდება, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არ არის ცხიმის ტიპი (კონკრეტულ შემთხვევაში ნაჯერი).
2 წლის შემდეგ სასურველია: 1.ტრანს ცხიმების მიღება მინიმუმამდე დაიყვანოთ. 2.მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ნაჯერ ცხიმებს.
პალმის ზეთი მავნე არ არის, აკრძალული არ არის, მაგრამ შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს ნაჯერ ცხიმებს (რაც ასევე ბევრია ცხოველური ცხიმში), აქედან გამომდინარე, 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში მის გამოყენებას ჯობს სხვა მცენარეული ცხიმების გამოყენება. მაგ. ზეითუნის და რაფსის ზეთი (მონოუჯერი ცხიმების დიდი რაოდენობით შემცველი) ან მზესუმზირა, ხორბალი (პილიუჯერი ცხიმების შემცველი).
* * *
ai-t-aiდანარჩენი სუ ძინავს დღისითაც?
* * *
ai-t-aiჩემ შვილსაც 4 თვის მერე ეგრე ძინავს და ძალიან მშვიდი იყო, დღისით ნუ სულ არ ეძინა ოღონდ და არაფერი სანერვიულო (11 თვისაა ეხლა)